ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში “სტუდენტური კონგრესი” იმართება

ყვარლის იუსტიციის სახლის სასწავლო ცენტრში 16-17 ივნისს, „სტუდენტური კონგრესი“ გაიმართება. პროექტი  მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. როგორც “მთავარს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად  განიხილონ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის ისეთები რომლებზეც მუშაობა პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაში სტუდენტებთან ერთად შევლენ პარლამენტის მოქმედი წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე,…

მეტი...