პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყება. 2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული მიდგომა პირველ რიგში გულისხმობს ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების. ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს. “ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის…

მეტი...

ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში LED განათება მოეწყო

ქუთაისში, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში LED განათების სისტემა მოეწყო. სკვერში არსებული ხეები ღამის საათებში, ამიერიდან მწვანედ და ლურჯად განათდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, სამუშაო ა(ა)იპ “ქუთგანათებამ”  შეასრულა. აღნიშნულ სკვერში ღამის განათება პირველად მოეწყო.

მეტი...

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში კონცერტით აღნიშნეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა სტუდენტებს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამართული კონცერტით მიულოცეს. ​ღონისძიება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ მომღერლები: ოთო კვალიაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ია ტომაში და თამუნა გიორგაძე. კონცერტი ჯგუფ „მუზეუმის“ გამოსვლით დასრულდა. დღეს, 24 სექტემბერს, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, რომლებიც წელს გარემონტდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს…

მეტი...