პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა. 1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. საქართველო წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ას წლისთავს აღნიშნავს. ​მედიაცენტრი “მთავარი” გთავაზობთ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობებს:  1.…

მეტი...