ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა 

სოციალური მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით, მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას განაგრძობს. „თბილისი არტ ჰოლმა“ დღეს, თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 15-მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისთვის 1500-მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. როგორც “მთავარს” ფორუმის ორგანიზატორებმა განუცხადეს,  სახელმწიფოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებელთა კომუნიკაციის კარგად აპრობირებული და ეფექტიანი მეთოდია. “თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან მოგვაწოდეს, ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახელოსნო სპეციალობების ვაკანსიები. აღნიშნული ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს რეალური დამსაქმებლების…

მეტი...

სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

  თბილისის სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის მედიათეკაში, რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში15-მა კომპანიამ 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი წარმოადგინა. ​როგორც “მთავარს” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ,ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე დამსაქმებლისგან, ასევე, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამქირავებელთან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან. მათივე ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში…

მეტი...

რატომ დაუნიშნა ფრანგმა ექიმმა პოლკოვნიკ წერეთელს დღეში 4 ლიტრი ღვინო – რეჯებ ჟორდანიას მოგონებები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია, ქართული დიასპორული ფორუმის ფარგლებში, თბილისში იმყოფება. ჟორდანიების შთამომავალი, ლევილის მამულის სახით საქართველოსთვის დიდ მონაპოვარზე საუბრობს და აცხადებს, რომ დევნილი მთავრობის წევრების ოცნება, როგორც იქნა, 21-ე საუკუნეში ასრულდა, რაც ქართველის ხალხის უდიდესი მონაპოვარია. მისი თქმით, ლევილის ხელში ჩასაგდებად საბჭოთა საქართველოს ყველაფერს აკეთებდა, თუმცა, ის მხოლოდ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს დაუბრუნდა. მოგვიანებით მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას რეჯებ ჟორდანიამ გაიხსენა ქართველი ემიგრანტების შვილების ფრანგული ცხოვრება, XIX საუკუნეში აგებულ შატო ლევილის სასახლე, რომელსაც მისივე თქმით, პირობითად ერქვა სასახლე და რომ სინამდვილეში ის, ორსართულიან შენობას წარმოადგენს,…

მეტი...

ქართული დიასპორული ფორუმი – 2018 გაიხსნა

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, ქართული დიასპორის ფორუმი გაიხსნა, რომელშიც ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ. ფორუმის გახსნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. ორდღიანი ფორუმისთვის დელეგაციები ჩამოვიდნენ გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფორუმის ფარგლებში თემატური შეხვედრები 4 მიმართულებით იმართება: მედია და სახალხო დიპლომატია; ბიზნესი და ეკონომიკა; კულტურა და განათლება. ​ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყურადღება გაამახვილა დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათი ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებაზე. ასევე, ქართული ენის შენარჩუნებაზე.…

მეტი...