თბილისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან 

თბილისში, ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, “ლისი ვანდერლენდში” დღეს, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი – TBILISI OPEN AIR 2018, გაიხსნება და 25 ივნისამდე გასტანს. ფესტივალს მუნიციპალური ტრანსპორტით თბილისის მერია მოემსახურება და ღონისძიებაზე დასწრების მსურველების გადაადგილებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით,„ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს”  თბილისის მერიაში განუცხადეს, TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის 5000-მდე ტურისტი. ფესტივალის გამო ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან,…

მეტი...

 ფერების ფესტივალი “მზიურის” პარკში (ფოტო)

თბილისის ვაკის რაიონში, ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი გაიმართა. ფერების ფესტივალზე  სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“. ღონისძიების ორგანიზატორია ​ვაკის რაიონის გამგეობა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ეს არის პურის ფქვილში შერეული საკვები საღებავები, არ იწვევს მოწამვლას და ალერგიას. ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და  მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  საღებავების ნაწილი გამგეობამ შეიძინა. „დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს,…

მეტი...

საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს თვალზე” ოპერატორული ნამუშევრების წარდგენა იწყება

​კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას, მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს. ოპერატორებს, ვისაც სურთ, მათი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასოს, უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  http://www.goldeneye.ge/ge/festival/registration ​როგორც “მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნამუშევრები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.​ ​საკონკურსო ნამუშევრებს აფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები, ქართველ გამოცდილ კინო და ტელეოპერატორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის – დიდ ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან. მათივე ინფორმაციით,…

მეტი...