თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა სივრცის მოხატვა დასრულდა

თბილისში გამართული ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი “სტრიტ არტის” სტილში მოიხატა. კედლების მოხატვაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მხატვრები. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აქცია ამით არ დასრულებულა და მომავლში თბილისის სხვადასხვა უბნების, ქუჩებისა და სახლების კედლების მოხატვა იგეგმება. „ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობდნენ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია. ასევე, ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა ძალიან დიდი…

მეტი...

„14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“ – ბარათაშვილის ხიდის Street Art -ი

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დედაქალაქის მერიამ  “ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში Street Art -ის მორიგი აქცია გამართა, გამოჩნდა გრაფიტი, რომელიც თავისი შინაარსით, ხორავას ქუჩის ტრაგედიას ეხმიანება. გრაფიტზე განთავსებულია წარწერა: – „14 წლის, 13 ჭრილობა, 0 მკვლელი“.​ როგორც ნამუშევრის ავტორი ამბობს, გრაფიტი არ უკავშირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, ეს არის სიუჟეტი ერთ-ერთი ამერიკული ფილმიდან. ” ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარეობს Street Art ფესტივალი, რომლის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ახორციელებენ საფეხმავლო სივრცის კედლების მოხატვას. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაცია, მხარდამჭერია თბილისის მერია. ნამუშევრების შემოქმედებით მხარეს, პროექტის ესკიზების შექმნასა და განხორციელებას განსაზღვრავენ…

მეტი...