მცხეთელი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

  სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალი დღეს, 15:00 საათზე გაიმართა. გუშინ, პირველ ეტაპზე (C1 ჰითი), ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია და რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო. მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა. ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო წელს ოქროს მედლით ჩაანაცვლა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ზაზას ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ ჩემპიონატებზე!

მეტი...

„პოლიტიკური აღმასკომის სხდომა“ შოთა ხაბარელმა დატოვა

„სპორტული აღმასკომი“ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს დახურულ კარს მიღმა განიხილავს. სხდომა, სადაც ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს უსმენენ, აღმასკომის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელმა, პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი შეფასებით, შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც აქამდე შექმნილა. „მათ“ რეალობის შეგრძნება დაკარგეს. „მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან. ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ არც ერთს არ…

მეტი...