ლაგოდეხში ღონისძიება ,,ევროპის დღე” ჩატარდა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ლაგოდეხში ,,ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ტყე – პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა  ევროპული სოფელი, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მოეწყო სიმულაციები, სადაც მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის საშუალებით და შესაბამისი პროცედურების გავლით, ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრა შეეძლოთ. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან 80-მდე მოხალისე იღებდა. ,,ევროპის დღეს“ დაესწრო ლაგოდეხისა და ყვარელის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაჭარაშვილთან ერთად ,,ევროპის დღეს“ ესწრებოდნენ: ლაგოდეხისა და ყვარლის მერები, ლაგოდეხის…

მეტი...