სასკოლო ექსკურსიები მკაცრად გაკონტროლდება

სასკოლო ექსკურსიები სპეციალურ რეგულაციებს დაექვემდებარება. აღნიშნულზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაცა არა ერთი სასკოლო ექსკურსია მსხვერპლით დამთავრდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არც უარყოფენ, რომ რეგულაციების შემოღება ბოლო პერიოდის ტრაგიკულ შემთხვევებს უკავშირდება. მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, სასკოლო ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება და შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება. რაც შეეხება რეგულაციებს, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს. ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს,…

მეტი...

„N 51 – ე სკოლის დირექტორი უნდა გადამდგარიყო“  – რამ აიძულა დირექტორი  ალაპარაკებულიყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიაჩნიათ, რომ თბილისის, N51-ე სკოლის დირექტორს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინიმუმ  მორალური პასუხისმგებლობა  უნდა ეუღო და თანამდებობიდან გადამდგარიყო.  აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი იცავს შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში. როგორც მედიაცენტრ „მთავარს“  ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა, დღემდე არ არის შესწავლილი  რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.  „მომხდარ მკვლელობას 51-ე სკოლაში წინ რა უძღოდა, რა დაპირისპირება არსებობდა, დღემდე შესწავლილი არ არის. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა  სკოლის ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს. აუცილებლად  შესასწავლია სკოლაში არსებული ვითარება. კერძოდ, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებასა და ბულინგს სისტემური…

მეტი...