გურამ მაჭარაშვილი ყვარელის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდა

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად ძირითადი საჭიროებები განიხილა და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა სამ სოფელში – ჩანტლისყურეში, სარუსოსა და თივში გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან ის ძირითადი საჭიროებები მოისმინეს, რაც მათ წინაშე არსებობს და მათ ეტაპობრივად მოგვარებაზეც ისაუბრეს. ადგილობრივები მაჟორიტარისგან საგზაო ინფრასტრუქტურისა და ღამის განათების მოწესრიგებას, სასმელი და სარწყავი წყლის ხელმისწავდომობას, სოფელ სარუსოში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ჩამოთვლილი საკითხების ძირითადი ნაწილი მიმდინარე წელს გადაიჭრება. მოსახლეობამ, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად ავარიელები არიან,…

მეტი...