“გაბუნიას არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ ეთიკურ მედიას” – ქარტიის საბჭოს განცხადება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემის, “პოსკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა. ამ ფაქტს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გამოეხმაურა. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს არყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიასაც. “ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის…

მეტი...