ზაზა სარალიძე ხელისუფლებას დროს 10 ივნისამდე აძლევს – რა უთხრა პრემიერმა შვილმოკლულ მამას

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. დაზარალებული ხელისუფლებას კონკრეტულ ვადას აძლევს, თუ პირობა არ შესრულდა, სისტემის დანგრევასთან დაკავშირებით მოთხოვნა ისევ გაჩნდება. „ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ამ საქმესთან დაკავშირებით,  თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს”, – განაცხადა სარალიძემ. ​როგორც მოკლული მოზარდის მამა ამბობს, პრემიერის დაპირების მიუხედავად აქციების შეწყვეტას არ აპირებს და ის პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. “საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები,…

მეტი...

გამოწვევებთან გამკლავებაში, თუ მიღწევებში ამერიკა საქართველოს გვერდით დგას – გზავნილი აშშ-დან 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან წარმატებული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობას უხდის. მაიკ პენსი საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებზე ხაზგასმით საუბრობს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესახებ“, – აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. შეხვედრისას მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში საქართველოს გვერდით დგას.…

მეტი...