„მოქმედმა პრეზიდენტმა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები“ – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დეტალურად და საჯაროდ  წარმოადგინოს ყველა ის ხარჯი, რაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა. დეპუტატის აზრით, ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს მსგავსი კულტურა და პრეზიდენტის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯი იყოს საჯარო ინფორმაცია. „ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ პრეზიდენტის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ე.წ. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს ზოგი რვა მილიონიანი კანონდარღვევის საქმეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებით, რომელიც გასაიდუმლოვდა და სასამართლოში იხილება ეს საქმე, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს აქვს ბრალი წარდგენილი, დაახლოებით, 8 მილიონზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უკანონო გაფლანგვაზე. მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები…

მეტი...

ქედს ვიხრი, თბილისის 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ხსოვნის წინაშე – პრეზიდენტი

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს მეხანძრე-მაშველებს და თბილისის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს, ზურაბ მუზაშვილს იხსენებს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად არაერთი ადამიანი გადაარჩინა. ​ “დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას. ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა. სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო.…

მეტი...

პრეზიდენტი კარავში შევიდა

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში იმყოფება. პრეზიდენტი მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას მართავს. საუბრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მასთან ერთად კარავში იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ანა ნაცვლიშვილი და უფლებადამცველი ზვიად კუპრავა. თანმხლები პირები კარვიდან გამოვიდნენ და ამ წუთებში პრეზიდენტი შსვილმკვდარ მამას პირისპირ, მარტო ხვდება.

მეტი...

პრეზიდენტის გადადგომას პარლამენტშიც ითხოვენ – პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

ქართველი ძიუდოისტების მოთხოვნას, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, პარლამენტშიც უერთდებიან. მართალია, აღნიშნულის შესახებ ხმამაღლა ამ ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი საუბრობს, თუმცა, როგორც “მთავარისთვის” გახდა ცნობილი, კულუარებში ეს თემა აქტიურად განიხილება. უფრო მეტიც, განცხადებები დავით ქევხიშვილის მფარველებზეც კეთდება. “მთავართან” საუბრისას, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის შეცდომები იმდენად მძიმეა, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. „არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილს როცა მოვუსმინეთ, ის დარღვევები აშკარაა, რაზეც უკვე დიდი ხანია სპორტსმენები საუბრობენ. ეს ინფორმაცია მე ადრეც მქონდა, თუმცა, უფრო შოკის მომგვრელი…

მეტი...