კობა ნარჩემაშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება

საპარლამენტო ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” დაშლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი წევრი, შს ექსმინისტრი კობა ნარჩემაშვილი ფრაქციის გარეშე რჩება. ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანსს” უერთდება, ბექა ნაცვლიშვილი ფრაქციას და უმრავლესობას გაემიჯნა, შესაბამისად ფრაქციაში 6 წევრი აღარ დარჩა, რათა “სოციალ-დემოკრატების” ფრაქცია შენარჩუნებულიყო.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, ​ის არ აპირებს შეუერთდეს “პატრიოტთა ალიანსს” ან, რომელიც სხვა ფრაქციას, შესაბამისად დამოუკიდებლად განაგრძობს მოღვაწეობას.  “რადგან ის ფრაქცია დაიშალა, რომლის წევრიც მე ვიყავი, არ ვაპირებ მეც ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შევუერთდე, შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებლად განვაგრძო მუშაობა. სამომავლოდ რა იქნება, როგორც გადანაწილდებიან დეპუტატები და რა ფრაქციები შეიქმნება,…

მეტი...

ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, პირველ მოადგილედ კი გედევან ფოფხაძე დაასახელა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, თანამდებობა დატოვა, პირველი  მოადგილის პოსტზე კი, კომიტეტის სხდომაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა, რადგან  კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს თანამდებობა ბესელიას მისმა პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა. ​როგორც ეკა ბესელია განმარტავს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ ფიქრის შედეგად მიიღო, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მისივე შეფასებით, ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს უკავშირებს. ​მისი აზრით, საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება თვალი ადევნოს პროცესს, იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში. ბესელია მოითხოვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არსებული სიის განხილვა შეჩერდეს. ” სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა…

მეტი...

რაიონებში მოსახლეობის დაბრუნების გარეშე დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ – გურამ მაჭარაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დაამტკიცეს, მაჟორიტარმა პრემიერ-მინისტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და დეცენტრალიზაციის საკითხებს უკავშირდებოდა. კერძოდ, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა თბილისი – ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც სამთავრობო პროგრამაში ტურიზმის განვითარება ერთ – ერთი პრიორიტეტად სახელდება. აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ საერთაშორისო გადაზიდვებს. ​დეპუტატი დაინტერესდა, კონკრეტულად, როდის იგეგმება აღნიშნული გზის მშენებლობა. ასევე, გურამ მაჭარაშვილის კითხვა შეეხებოდა რეგიონული განვითარების პოლიტიკას. ​მისი თქმით, ჩატარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური დიალოგის…

მეტი...

“შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის” ახალ ვარიანტს პარლამენტი სექტემბერში მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმა” უნდა შეიცვალოს სტატუსი და გახდეს ორგანული კანონი, რაც გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია შეიცვალოს ამ კანონის შინაარსი. კანონის ახალ ვარიანტს კი პარლამენტი სექტემბერში მიიღებს. ​როგორც კობახიძე აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა, რამდენიმე კანონპროექტი უკვე მიიღო. „ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს…

მეტი...

ახალ სამთავრობო პროგრამაში იგრძნობა წლობით დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები – დიმიტრი ხუნდაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ ახალ ინიციატივებს პერსპექტიულად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებები დაჩქარებული ტემპით წარიმართება. ​დეპუტატის აზრით, ახალ სამთავრობო პროგრამაში აშკარად იგრძნობა მმართველი გუნდის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და სწორი მიმართულებები, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომიკური ბლოკის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები – ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოში სოციალური პოლიტიკის რეფორმებზე. „ჩვენ დავამტკიცეთ ახალი მთავრობა არა მხოლოდ განახლებული სახეებით, არამედ, განახლებული და შეიძლება ითქვას, ზოგ სფეროში განსხვავებული პროგრამით. ეს არის ახალი გუნდის მიერ წარმოდგენილი  ახალი ხედვები ძველი გამოცდილების გათვალისწინებით.  სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქვეყნის…

მეტი...

მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, 14 ივლისს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს. „გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი, ასევე, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის საკითხს შეეხო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური…

მეტი...

პირველი ქართველი პარლამენტარი ქალები

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე ასახა და არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლებები მისცა. 1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლში ჩაიწერა: „ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“. 1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. საქართველო წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ას წლისთავს აღნიშნავს. ​მედიაცენტრი “მთავარი” გთავაზობთ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების შესახებ ცნობებს:  1.…

მეტი...

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა. „პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია.  ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს…

მეტი...