საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს თვალზე” ოპერატორული ნამუშევრების წარდგენა იწყება

​კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას, მონაწილეთა რეგისტრაციას იწყებს. ოპერატორებს, ვისაც სურთ, მათი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასოს, უნდა დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე  http://www.goldeneye.ge/ge/festival/registration ​როგორც “მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნამუშევრები წარდგენილნი იქნებიან შემდეგ ნომინაციებზე: საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. გრან-პრი „ოქროს თვალი“ ენიჭება საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ავტორს.​ ​საკონკურსო ნამუშევრებს აფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები, ქართველ გამოცდილ კინო და ტელეოპერატორებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის – დიდ ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ს, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან. მათივე ინფორმაციით,…

მეტი...