ნარკოდანაშაულისთვის ჟურნალისტი დააკავეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე. როგორც მან „მთავარს“ განუცხადა, ჟურნალისტი საკუთარ სახლში დააკავეს. „წუხელ  დააკავეს, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე. სამართალდამცველებმა დაკითხეს ნოდარ ჩაჩუას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ჟურნალისტია. ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მეტი...