ქვეყანაში დღეს არ არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა – ზვიად ძიძიგური სინოდის გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ საკითხზე პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ქვეყანაში დღეს არ არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკის მოხმარების გამო ციხეში არავის სვამენ. “ძალიან დიდ პატივს ვცემ საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებას, მას აქვს თავისი ავტონომია მიიღოს გადაწყვეტილებები. არ მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში არის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენ გვქონდა, როდესაც იყო აქტიური ნადირობა ნარკომანებზე და ციხეები სავსე იყო პატიმრებით ნარკოტიკის მოხმარების გამო. ამის გამო დღეს ციხეში არავინ ზის.…

მეტი...

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა. „პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია.  ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს…

მეტი...