პოლიციელებისთვის ბინები ხუთ ქალაქში აშენდება და ხელფასები გაიზრდება

შსს-ში დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ბინები საქართველოს ხუთ ქალაქში აშენდება. 13 200 პოლიციელის ხელფასი კი 250 ლარით გაიზრდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსმენაზე ისაუბრა. როგორც გახარიამ განაცხადა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლიციელთა სოციალური კომპონენტის გაძლიერებაა. „ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მომავალი თვიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ. „1-ელი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის…

მეტი...

თბილისს სექტემბრიდან 11 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

​ახალი სასწავლო წლიდან თბილისს, 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. 11-დან ცხრა შენობაში, ახალი ბაგა-ბაღი განთავსდება, ხოლო ორი გაფართოვდება და აქამდე არსებულ ბაგა-ბაღებს კორპუსების სახით შეემატება. ახალი შენობების გახსნით, სკოლამდელი განათლების მიღებას დამატებით 3000-მდე აღსაზრდელი შეძლებს. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პრობლემები არსებობს, რაც უნდა მოწესრიგდეს. რამდენიმე ბაღში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ასეთი შენობების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ​მისივე ინფორმაციით, იგეგმება 12 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ხოლო რამდენიმე შენობას კი დემონტაჟი სჭირდება და პროექტები თავიდან უნდა…

მეტი...

ვარაზისხევში მეწყრის საშიშროება არსებობს – სპეციალისტები მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ  

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს. როგორც „მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან. სპეციალისტების განმარტებით, მეწყერი შესაძლოა მიწისძვრამაც დაძრას. “გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ…

მეტი...