თბილისის მეტრო ამუშავდა – კახა კალაძე მადლობას უხდის მემანქანეებს, ავტობუსის მძღოლებსა და მოსახლეობას 

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და დედაქალაქის მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ხოლო მათთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე მუშაობას თბილისის მთავრობა 2019 წელს დაიწყებს. ​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს განაცხადა, იგი გუშინ ღამით შეხვდა მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს და დეტალურად გააცნო როგორც სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობები. ​თბილისის მერმა მემანქანეებისგან მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა. “​​ამ მიმართულებით რომ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, ყოველ ჩემს განცხადებაში ვაფიქსირებ. ​მადლობა ყველა მემანაქენს, რომლებმაც გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და შედგა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს, ჩვეულ რეჟიმში…

მეტი...

თბილისის მეტროპოლიტენი 14:00 საათიდან ამუშავდება – მემანქანეთა გაფიცვა შეწყდა

თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას დღეს 14:00 საათიდან განაახლებს. დედაქალაქის მთავრობამ მეტროს გაფიცულ მემანქანეებთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც მემანქანეთა – ა(ა)იპ „ერთობა 2013”-ის წევრები აცხადებენ, სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, რომ ხელფასები გაიზრდება. რატი კაპანაძის განცხადებით, თბილისის მერთან შეთანხმება მოხერხდა. კერძოდ, მემანქანეების ხელფასი გაიზრდება, თუმცა, როდის, დაკონკრეტებული არ არის. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, მემანქანეები მუშაობას განაგრძობენ. მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მსჯელობა კი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება. მემანქანეების თქმით, ხელფასების ზრდა მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის მოხდება.

მეტი...

„მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია“ – ლევან ჟორჟოლიანი

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვას და ხელფასების 45%-ით გაზრდის მოთხოვნას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა სახსრების არარსებობის გამო შეუძლებელია, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანია დოტაციური ორგანიზაციაა და სახელფასო და ინფრასტრუქტურულ ნაწილში დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. საბიუჯეტო სახსრებით კი მათი ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით 45%-ით შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება გადასახადების ზრდას. „მესმის სურვილი, რომ იყოს მეტი ანაზღაურება, ეს მათი უფლებაა. თუმცა არსებობს რეალობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თბილისის სატრანსპორტო კომპანია დოტაციური ორგანიზაციაა, მოგებაზე არ გადის, შესაბამისად ორიენტირებულია საბიუჯეტო…

მეტი...

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ – “სოციალ-დემოკრატების” განცხადება  

  2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო დროს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ. იმავე დროს, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია გაფიცვის უფლებით სარგებლობის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ მემანქანეებს შეუძლიათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში, რაც, “სოციალ-დემოკრატების” აზრით, სრულიად ეწინააღმდეგება გაფიცვის შინაარსს, რადგან წარმოუდგენელია გაფიცვის უფლებით სარგებლობა არასამუშაო საათებში. მათივე განმარტებით, საქარველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. “სამწუხაროა, რომ სასამართლომ მიიღო ძალიან საშიში და სავალალო გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა…

მეტი...