ხე-ტყის ჩეხვა სტიქიის მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა – გეომორფოლოგი სვანეთის მოვლენებზე

​გეომორფოლოგი ხათუნა ქვლივიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჩეხვა გამხდარიყო მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის მიზეზი და აცხადებს, რომ მდინარეების ნენსკრასა და ჰოკრილას ხეობებში იმდენად ძლიერია დახრილობა, რომ ძნელი წარმოსადგენია, იქ ტყის ინტენსიური გაჩეხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდეს, მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ ჭრას კი ამ მასშტაბის სტიქია არ უნდა გამოეწვია. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” ხათუნა ქვლივიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონი არ ხასიათდება მეწყრული კლასიფიცირებით, იქ არის მდგრადი ფერდობები, თუმცა როცა მდინარე ძალიან მტკიცედ და ინტენსიურად ამუშავებს რელიეფს, ვითარდება გვერდითი ეროზია, ქანების დანგრევა და მოშლა. “საქართველოში ხე-ტყის უსისტემო ჩეხვა ზოგადად სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ამ…

მეტი...

ნენსკრაჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს – სეისმოლოგი მესტიის სტიქიაზე

​ნენსკრა ჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევაში განვითარებულ მოვლენებთან საერთო არ აქვს, როგორც მდინარე ოკრილა, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, ჰესისგან 2 კმ-ით არის დაშორებული. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, რადგან ადვილი შესაძლებელია ​მსგავსი პროცესები მდინარე ნენსკრაზეც განვითარდეს. “ყოველ წუთს ვარ მზად ჩავიდეს ადგილზე, თუ გამოიყოფა ამისთვის ვერტმფრენი. სამეცნიერო გუნდმა უნდა დაათვალიეროს, რა მდგომარეობაა ადგილზე. რამ გამოიწვია ეს პროცესები. ვიზუალური დაკვირვების გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. იმიტომ, რომ ერთადერთი საშუალება გარდა ვერტმფრენისა ამ შემთხვევაში არ ასებობს. რეგიონი გარესამყაროს მოწყვეტილია, არ არის გზები, ყველა ხიდი წაღებულია. აქედან გამომდინარე ვიზუალური…

მეტი...

სვანეთში ამინდის გაუარესების შემთხვევაში ღვარცოფის რისკი მაღალია

„სვანეთში ამინდის გაუარესება  მიმდინარე პროცესებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მოჭარბებული ნალექი შესაძლებელია,  მეწყრული პროცესების ტრიგელი, მამოძრავებელი გახდეს“ – განაცხადა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით,  მდინარეებზე მონიტორინგი არ ხორციელდება. „მდინარეებზე მონიტორინგი  უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ხდება.  ერთადერთი, სადაც  მონიტორინგის სისტემა დაყენებულია,  ვერეს ხეობაა, სხვაგან –  არსად.  ამინდის გაუარესება გამოიწვევს ნალექის მომატებას, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს გრუნტის გაჯერებას. გრუნტის წყლით გაჯერება კი ღვარცოფულ პროცსების დიდი რისკია.  რისკი ნამდვოდა არსებობს, ნებსმიერი ძლიერი წვიმის დროს ღვარცოფის  რისკი იზრდება“, – განაცხადა გოდოლაძემ „მთავარში“ სვანეთში მიმდინარე მეწყრული…

მეტი...

გეოლოგები პროცესებში ვერტმფრენის სასწრაფოდ ჩართვას ითხოვენ – სტიქია სვანეთში

  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, დისტანცირებულად უჭირს იმის თქმა თუ რეალურად რა მოხდა ადგილზე, მაგრამ ვარაუდობს, რომ სტიქია მდინარე ნესკრაზე მასშტაბურმა წყალმოვარდნა გამოიწვია. შედეგად, მდინარე ოკრილაში წამოვიდა მასშტაბური ღვარცოფი. შესაძლოა ამას მთის მასის ჩამოწოლაც გამოეწვია. “​ეს არის ბუნებრივი პროცესები. გაზრდილია ნალექიანობა. წყალმოვარდნა დამახასიათებელია საქართველოს მთის მდინარეებისთვის, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან. შარშან მესტია-ჭალაზე რომ განვითარდა ღვარცოფული მოვლენები, ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო”, – აცხადებს თეა გოდოლაძე. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ​​სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა…

მეტი...