“როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ მზად უნდა იყო, რომ ვიღაც გაგინებს” – ზაურ ხალილოვი

  არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი” ზაურ ხალილოვი, ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადამიანებს შორის ანგარიშსწორების მსგავსი ფორმები მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითად აფასებს პროკურატურის ქმედებას, რადგან მარნეულის მერი მანამდე დააკავეს, სანამ მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი ფაქტები იქნებოდა მოძიებული. როგორც ზაურ ხალილოვმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამართალდამცავების ოპერატიული ქმედება მისთვის არაფერს ნიშნავს, გარდა საზოგადოებაში ქულების ჩაწერის სურვილისა. “მე უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდი, თუ კონკრეტულად რა მოხდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა  არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. არაერთი ადამიანი არის ამ საქმეში ჩართული და ალბათ გამოძიება გასცემს კითხვებზე…

მეტი...

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” მარნეულის მერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს  

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გმობს ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტს და პროკურატურას მოუწოდებს, დაკავებული მერის მიმართ გამოიყენოს პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის ფორმა, მათ შორის გირაო, ან შინაპატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და გამართავენ საპროტესტო აქციებს ქალაქებში მარნეულში, რუსთავში და თბილისში. როგორც ალი ბაბაევმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, კავკასიელისთვის ოჯახის წევრის შეურაცხყოფა ღირსების საკითხია და მათთვის მიუღებელია მარნეულის მერი, ციხეში იჯდეს იმის გამო, რომ მან საკუთარი ოჯახის წევრის ღირსება დაიცვა. ​​ალი ბაბაევის შეფასებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირების შედეგი. “მივმართავ საქართველოს პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს, პატიმრობა შეიცვალოს…

მეტი...

თანამდებობის მიუხედავად თითოეული მონაწილის დასჯა აუცილებელია – ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე,  მარნეულში  მომხდარ  ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და თანამდებობისა, თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს და ამას ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა. როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა,  მარნეულის ინციდენტში, ადგილობრივი თანამდებობის პირების გარდა, სავარაუდოდ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. “უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ,”, – განაცხადა კობახიძემ და დეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შესული წერილი გააცნო: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის…

მეტი...

პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

​მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ, ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. მანამდე, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. როგორც “მთავარს” პროკურატურაში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ – რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. ​მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს,…

მეტი...

ქალაქის მერი, რომელმაც ადგილობრივს სახეზე შარდი წაასმევინა, დაკავებულია

მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი დააკავებულია. მას ბრალად ედება ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობა, დამცირება და არაადამიანური ქმედება. აღნიშნული ძალადობის მიზეზი კი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც,  როგორც ირკვევა, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა. პროკურატურაში აბაზოვის დაკავებას ადასტურებენ.  მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, „2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. მარნეულში, ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე,…

მეტი...