პირის იდენტიფიცირება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ემუქრება, შესაძლებელია – დიმიტრი გაბუნია

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა განხორციელდა პირისგან, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურეა და ამჟამად უკრაინაში, ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის წევრია. ეს არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. ადვოკატის თქმით, არსებობს სათანადო მტკიცებულებები, აუდიო და წერილობითი მასალა, რომელიც უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, მათ მოახდინეს პირის იდენტიფიცირება. მისივე ინფორმაცია, ძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის N 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, გაბუნიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა უფრო მძიმე დანაშაული, რომელიც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების…

მეტი...

ბიზნესმენის გატაცებული შვილი გაათავისუფლეს, კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

დაკავებულია 10 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც თანხის გამოძალვის მოტივით თბილისიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. შეიარაღებულ გამტაცებლებს გატაცებული იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული დაგამოსასყიდს ელოდებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო განცხადება გაკეთდა. გატაცებული გიორგი დეკანოიძეა, იგი წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში ჰყავდათ დატყვევებული. მის მამას რესტორნების ბიზნესი აქვს. სპეცოპერაცია თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს…

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც ეზოს ბავშვებს აუზი უყიდა, გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში, კოპრუსის ერთ-ერთი მცხოვრები დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ამ ზაფხულს უბნის ბავშვებს აუზი უყიდა და შიდა ეზოში დაუდგა, გუშინ, საკუთარ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დიმიტრი ტატიშვილის მეზობლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საკუთარი ბინის კართან იპოვეს. მას დანით აქვს მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში. თვითმხილველების ვერსიით, დიმიტრი ტატიშვილი ორი დღის გარდაცვლილია. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). მეზობლები დიმიტრი ტატიშვილს დადებითად ახასიათებენ.  4 შვილის მამაას ძალიან უყვარდა ბავშვები და ოჯახი.…

მეტი...

სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მაღალჩინოსანი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე სამმართველოს უფროსმა, ბექა ჯიჭონიამ განაცხადა, თბილისისა და გორის 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები. ამ აფთიაქების მფლობელები, მატერიალური სარგებლის მისაღებად უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ. კერძოდ, სამედიცინო კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ, რეცეპტის…

მეტი...

“მალხაზ კობაური არის მსხვერპლი” – სმიტების ოჯახის მკვლელობის ახალი დეტალები

საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის მსხვერპლი და არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ ესწრებოდა რაიან სმიტისა და მისი ბავშვის მკვლელობას. ​როგორც “მედიავენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვასილ მამულაშვილმა დღეს განაცხადა,  მოწმის ჩვენება და დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც საზოგადოებას პროკურატურა სთავაზობს. მათი ვერსიით, არსებობდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამის შემდეგ განახორციელა გასროლები კობაურმა, რაც, ადვოკატის შეფასებით, არასწორია. ” გამოძიების ვერსიით, ხელჩართული ჩხუბი მოხდა შელაპარაკების შედეგად. რამდენად რეალურია ამ სიტუაციაში მალხაზ კობაურის მხრიდან მსხვერპლისთვის 3-4 დაზიანების…

მეტი...

სახის არეში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ დანით მოკლა – ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, განზრახ მკვლელობისა და ძალადობისთვის ბრალდებულ ო.კ-ს, სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუცხადეს, დაახლოებით ერთი წლის წინათ, ბრალდებულს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ხოლო შემდგომ პირადად მოუხდა სიტყვიერი დაპირისპირება საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ მოქალაქესთან, რა დროსაც ო.კ.-მ მას სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ქეშალოს მკვიდრ მ.მ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცველებმა დამნაშავე რამდენიმე 2 დღეში…

მეტი...

ლორა სმიტის გაუპატიურების ნაწილში კობაურს ბრალი არ აქვს წარდგენილი – ადვოკატი 

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ კობაურს ლორა სმიტის ნაწილში ბრალი არ აქვს წარდგენილი და პროკურატურა მხოლოდ, რაიან სმიტის და შვილის მკვლელობის ნაწილში ედავება. როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბრალდებულის ჩვენების გარდა სხვა არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი დანაშაული, დაუსაბუთებელია მკვლელობის ბრალდება, შესაბამისად მისი პატიმრობაში დატოვება უკანონოა. “​ პირველი უკანონობა, ის იყო, რომ სასამართლოს მხრიდან განხორციელდა თვითნებობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. ეს არც დაცვის მხარეს და არც ბრალდებას არ მოუთხოვია. ასეთი შუამდგომლობა არსებობდა პირველ პროცესზე, როდესაც დაცვის მხარის სახაზინო ადვოკატებმა დააყენეს…

მეტი...

მალხაზ კობაურს სქესობრივი აქტის ჩატარება არ შეუძლია – ადვოკატი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებული ლორა სმიტს ვერ გააუპატიურებდა, რადგან მას  სქესობრივი აქტის დამყარება არ შეუძლია. ამასთან დაკავშირებით კობაური მოითხოვს სასწრაფოდ ჩაუტარდეს ექსპერტიზა. ​როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნა, რომ მოკლული ლორა სმიტის უკანა ტანზე აღმოჩენილია კობაურის  სპერმა, არ ადასტურებს გაუპატიურების და მკვლელობის ფაქტს. “კობაური მოითხოვს, სასწრაფო წესით ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რომ მას არ შემიძლია სქესობრივი აქტის ჩატარება. იგი უარყოფს გარდაცვლილ ლორა სმიტთან  სექსუალური აქტი არ დამყარებ​ას. ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნას ​​თავად პროკურატურა არ იზიარებს. როგორ შეიძლება კაცის სპერმა…

მეტი...

ქურდობის ფაქტზე დაჭერილი მამაკაცის მოკვლისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

ფოთში, დანაშაულის ჩადენის დროს, პოლიციის მიერ, დაკავების მცდელობისას მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ტყვია თავის არეში მოხვდა. კლინიკის ექიმის თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. „საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო…

მეტი...

“მოვითხოვ ყველა ექსპერტიზა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს” – ადვოკატი

​აშშ-სა და საქართველოს მოქალაქეების, ​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით გირგვლიანი უნდობლობას უცხადებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და მოითხოვს ყველა ექსპერტისა ამერიკულმა მხარემ ჩაატაროს.  ადვოკატი აშშ-ს ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრა სურს. ​როგორც დავით გირგვლიანმა დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის დებატებში გამოიწვიოს საქმის პროკურორი და გამოძიებასთან დაკავშირებით ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები გააკეთოს. ​ “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის მოწმეები გავხდით. ქართულ გამოძიებას თავად ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან და ეს დაადასტურა ხორავას ქუჩის საქმემ. საიდან აღმოჩნდა ის ორი უცნობი ადამიანი ხადას ხეობაში, სად წავიდა ის შავი ავტომობილი, რომლის…

მეტი...

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება

დუშეთში, ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულ ადგილობრივ მწყემსს, 19 წლის მ.კ-ს უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულს  შერაცხადობის საკითხზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო ​​გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული საგამოძიემო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავესთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ დაკავებულია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, 6 ივლისს, “112”-ში შევიდა შეტყობინება, ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირისა და მათი 4…

მეტი...

სმიტების ოჯახის დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს 

​მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იმ მწყემსის დახმარებით იპოვეს, რომელიც ამერიკელების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცხედარი დამარხული იყო. როგორც ​ადგილობრივები აცხადებენ, ამერიკის სამი მოქალაქე მწყემსმა მოკლა. დაპირისპირება ჩანჩქერთან, მწყემსსა და ამერიკელ მამაკაცს შორის დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი, ამერიკელის ახალგაზრდა მეუღლე გახდა. მწყემსმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ მოკლა ქალი და ბოლოს 4 წლის ბავშვი. ამის შემდეგ გადამალა ცხედრები და დახმარების თხოვნით სამაშველო სამსახურში დარეკა, რომ ხეობაში იპოვა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, მაგრამ ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან ცხედრის ეშინოდა. ​მოსახლეობის ინფორმაციით, ​მწყემსი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და 4 წლის ბავშვის ცხედარი მისი მითითებით იპოვეს. სამართალდამცველები ჩხრეკენ…

მეტი...

ხადას ხეობაში გარდაცვლილი ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა, მოკლული იყოს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში რამდენიმე დღის წინ  დაკარგული ტურისტები, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, შესაძლებელია მოკლულები იყვნენ.  მათ 4 წლის შვილს მაშველები ამ დრომდე ვერ პოულობენ. ამ საქმესთან დაკავშირებით გუშინ, 19 წლის მწყემსი დააკავეს და გამორიცხული არ არის, მას ბრალიც წაუყენონ.  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილ ცოლ ქმარს  სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი. როგორც ირკვევა, ტურისტები ჩანჩქერთან სწორედ დაკავებულმა მწყემსმა მიიყვანა, რომელიც ადგილობრივი არ არის და არავინ იცნობს. შესაძლო მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ქალზე ძალადობა სახელდება, რასაც ცოლ-ქმართან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  მართალია, გარდაცვლილ ქალს  ტანსაცმელი ეცვა, თუმცა, მისი მუღლე მაშველებმა ტანსაცმლის…

მეტი...

“დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი” – მოწმე ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 7 თვის წინ მომხდარი მკვლელობის თვითმხილველის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოისმინეს, სადაც ის დეტალურად ყვება ლევან დადუნაშვილის დაჭრის შესახებ. ​როგორც დიანა ბოლოთაშვილი აცხადებს, მან დაინახა დანა, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, N51 -ე სკოლის მოსწავლე, ლევან დადუნაშვილს. დაინახა ასევე, დანის დარტყმის შემდგომი ეპიზოდი და, როგორ მოისინჯა ჭრილობა თავად ლევანმა, როცა მიხვდა, რომ რაღაც დაემართა. “დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი. როგორ გამოაძრო დანა ლევან დადუნაშვილს, ვერცხლისფერი აპრიალდა. ჩემი მზერა გაშტერდა ამ დანაზე და ზემოთ არ ამიხედავს. მახსოვს, რომ ვუყურებდი ლევანს რა დაემართა. ლევანმა თავი დახარა, აიწია მაისური და…

მეტი...

„არანაირი ბრელოკი, დანით დამჭრა“ – მომღერალმა „პიკასომ“ ჩვენება მისცა 

​დაჭრილი მომღერალი ირაკლი ნოზაძე, მისი „ბრელოკით“ დაჭრას გამორიცხავს და ამბობს, რომ თამთა ჯანჯღავამ მას ჭრილობა დანით მიაყენა. კამათის მიზეზი კი, თანხა გახდა, რომელიც მან ბრალდებულს ვერ დაუბრუნა. „პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თანხა დამჭირდა და მან მასესხა. სახლში მომაკითხა. ძალიან აგრესიული იყო და მე არ ჩავედი, ჩემი მეგობარი ჩავიდა მასთან დასალაპარაკებლად, მაგრა, არაფერი გამოუვიდა. ცუდ სიტყვებს იძახდა ჩემზე და მერე მეც ჩავედი მასთან სალაპარაკოდ. ჩემს მანქანას ფეხებს ურტყამდა და შუშის ჩამსხვრევას ცდილობდა. მანქანის კარი გავაღე და კარი მივარტყი, როცა გადმოვედი, ვნახე, რომ დანა ეჭირა. მოგერიების მიზნით, ხელი მოვუქნიე. თვითონაც მომიქნია და არტერიაში…

მეტი...

საპარლამენტო კომისიის წევრებმა, ხორავას ქუჩის საქმეზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს

თბილისში, 7 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომისიის მუშაობის მიმდინარეობასა და მის მიერ ინიცირებული ორი რეკომენდაციის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შევხვდებიან არასრულწლოვნებს და  სხვა მოწმეებსაც დაკითხავენ, სხვა მიმართულებითაც ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული დასკვნები. კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე. „დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რეგლამენტის მიხედვით, ამ ეტაპზე რამდენად აქვს კომისიას…

მეტი...

“ქუჩის ბიჭების” სოლისტის მკვლელობაში ბრალდებულ ქალებს პატიმრობა შეეფარდათ 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ნათია თოფურია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ​თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა. მომღერალი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. შსს-ს თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ქალი დააკავეს. ირაკლი ნოზაძეს ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომღერალს სავარაუდოდ დღეს დაკითხავენ და დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

მეტი...

„პიკასოს“ დაჭრისთვის ბრალდებული ნარკოტიკებს მოიხმარდა  

  მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ქალებს, თამთა ჯანჯღავასა და მის მეგობარ ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაუდგინდათ. აღნიშნულს საქმის პროკურორი ადასტურებს და მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორ თამარ მისაბიშვილის განმარტებით, მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი მათი მხრიდან მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეა. როგორც პროკურორმა განმარტა, ორივე ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კერძოდ, ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება დაუდგინდა. დაკითხვისას თამარ ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად უარყვეს.

მეტი...

„პიკასოს“ მოკვლა არ მინდოდა, გამოძიებას ხელს არ შევუშლი და ჩემს შვილებთან ვიქნები“ – თამთა ჯანჯღავა

  სასამართლო ამ წუთებში მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავასა და მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდებულმა ჯანჯღავამ მოსამართლეს მიმართა და სახლში გაშვება სთხოვა. როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „პიკასოს“ მოკვლა არც უფიქრია. „ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა. გამოძიებას არ შევუშლი ხელს და ვიქნები ჩემს შვილებთან ერთად”, – განაცხადა ჯანჯღავამ სასამართლო პროცესზე. მისი ადვოკატი კი ბრალდებულის აღკვეთის ღინისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს და სასამართლოს 5000 ლარიან გირაოს სთავაზობს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს ყველზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.…

მეტი...

მკვლელებისა და მწამებლების 33 კაციანი სია ცნობილია

მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  დაამტკიცა და ის  პარლამენტში გაიგზავნა. აღნიშნული სია 33 ადამიანისგან შედგება და ის პირები მოექცნენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები. სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრი არშბა; 13. ვლადიმერ…

მეტი...

„კი არ დავემუქრე,  კარგად ვაგინე“ – ზაზა სარალიძე პროკურორზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურორთან კომუნიკაციას ადასტურებს და ამბობს, რომ მას კი არ დაემუქრა, შეაგინა. „პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კი არ დავემუქრე, მე მას კარგად შევაგინე. რა პრობლემაა, გაასაჯაროვის რაც უნდა. მე არ ვმალავ რომ მას ვაგინე. ისევ კალანდიასთვის ხელის დაფარება რომ დაიწყო, მივწერე, კიდევ კალანდიას აფარებ ხელს-მეთქი?! სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი და შევაგინე. გაასაჯაროვოს, მე არაფრის მრცხვენია“ –  განუცხადა სარალიძემ „მთავარს“. აღსანიშნავია, რომ პროკურორმა ზვიად ფზაკაძემ, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გუშინ, როდესაც ის…

მეტი...

ლევან დადუნაშვილი მოკლულია დანით, რომელსაც აქვს წარწერა “ვოლკ”

თბილისში, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კითხვები მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით დაუწვეს, კერძოდ, რატომ არის გაღუნული დანის პირი, რომელი დანით არის განხორციელებული სასიკვდილო ჭრილობები და საქმეში ფიგურირებს თუ არა ​მესამე დანა, რატომ არ არის დადგენილი მისი მფლობელი, თუ არ ფიგურირებს, რის საფუძველზე გამორიცხა გამოძიებამ მესამე დანის არსებობა? პროკურორმა წარმოადგინა მტკიცებულებად ამოღებული დანების 4 ფოტო, თუმცა, მისი დასაბუთებები დეპუტატებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. როგორც ზვიად ფხაკაძე აცხადებს, დანა, რომლის წვერიც თითქოს გაღუნულია დათვალიერებულია მიკროსკოპულად და დანის წვერის გაღუნვა დასტურდება, თუმცა ეს არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. “დანა დასურათებულია ექსპერტების, მაია ნიკოლეიშვილისა…

მეტი...

“ტელეფონი მცირეწლოვან შვილს მივეცი და სად წაიღო არ ვიციო” – ზვიად კუპრავამ გამოძიებას მტკიცებულებები არ გადასცა 

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ზვიად კუპრავამ გამოძიებას არ გადასცა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლის შესახებაც ის საჯაროდ საუბრობდა. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ზვიად ​კუპრავა დაბარებული იყო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, რათა მის ხელთ არსებული ჩანაწერები წარედგინა გამოძიებისთვის. პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩანაწერები ტელეფონში ჩაიწერა და გადასცა ზაზა სარალიძეს. მოგვიანებით თქვა, რომ ტელეფონი სახლში აქვს, მაგრამ ის დაზიანებულია. პროკურორის თქმით, კუპრავა ასევე საუბრობდა, რომ მას ჰქონდა ხელნაწერი მტკიცებულებებიც, სადაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ბავშვების გამოკითხვისას მნიშვნელოვან ჩანაწერებს აკეთებდა და…

მეტი...

ხორავას ქუჩაზე ფარდული მოსახლეობამ დაანგრია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ერთ-ერთი მთავარი კითხვა გამოძიების მიმართ არის, ის, თუ რატომ დაინგრა ფარდული, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ადგილი იყო და საქმის მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო. ​როგორც დღეს პარლამენტის სპეციალურ კომისიას დაკითხვაზე შსს-ს წარმომადგენელმა, დეტექტივების სამმართველოს განყოფილების უფროსმა კახა სირაძემ განუცხადა, ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათგან დამოუკიდებლად მიიღეს. კახა სირაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილი სრულად არის დათვალიერებული და დასურათებული და ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. „კანონმდებლობით, შემთხვევის ადგილი დაცულია მანამ, სანამ შემთხვევის ადგილი დათვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება,…

მეტი...

11-ე ჭრილობის შედეგად რამდენიმე წუთში დაიცალა სისხლისგან – დავით სარალიძის მკვლელობის დეტალები 

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, რომელმაც პარლამენტის სპეციალურ საგამოძიები კომისიას ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სურათი, აცხადებს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში, საზარდული არეში მიყენებული 11-ე ჭრილობა იყო, რომლის დროსაც გადაიჭრა არტერია და ნაწილობრივ დაზიანდა ვენა. ​როგორც ზვიად ფხაკაძე ექიმების განმარტებაზე დაყრდნობით აცხადებს, 11-ე ჭრილობის შედეგად რამდენიმე წამში დუნდება ადამიანის რეფლექსები და მაქსიმუმ ხუთი წუთია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის სისხლისგან დაიცალოს და დაიღუპოს. ზვიად ფხაკაძე, მოწმეთა ჩვენებებსა და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალაზე დაყრდმობის დეტალურად აღწერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სურათს, რასაც…

მეტი...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს ადგილზე 25 მოზარდი იმყოფებოდა – პროკურორი საქმის დეტალებზე

პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის დროს ტერიტორიაზე 12-13 მოზარდი კი არა, 25 ბავშვი ფიქსირდებოდა. პროკურორმა დღეს, პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის წევრებს, ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მომხდარი მკვლელობის სურათი. მისივე ინფორმაციით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის 9-ე კლასელებს თ.ჩ-სა და ა.ს -ს კონფლიქტი მოუვიდათ 11-ე კლასელებთან. ა.ს. – დახმარება სთხოვა თავის დეიდაშვილს მ.კ-ს, რომელიც მივიდა მის 5 მეგობართან ერთად ერთი ავტომობილით. ამათ შეხვდათ დ.ღ და გადაწყვიტეს გასცლოდნენ სკოლის პერიმეტრს. ავიდნენ ნანგრევებთან, იქ ცოტა ხანი დაჰყვეს და გადაინაცვლეს ხორავას ქუჩაზე. ბავშვების ნაწილი არკაში იდგა. როცა…

მეტი...

„ხორავას ქუჩის საქმეზე“ წულუკიანი გიორგი კვირიკაშვილს საყვედურობს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს საყვედურობს. როგორც წულუკიანი აცხადებს, მან შეცდომა დაუშვა როცა თქვა, რომ ხორავას ქუჩის გამოძიება ხელახლა დაიწო. „ხორავას საქმეზე ძიება ხელახლა არ დაწყებულა. კვირიკაშვილმა სამწუხარო შეცდომა დაუშვა, როცა აქციიდან დაბრუნებულმა გააკეთა განცხადება, რომ ძიება ხელახლა დაიწყო.  სამწუხაროა, რომ ამისი თქმა მიწევს. ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა“- განაცხადა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, გამოძიება პირველი დღიდან დღემდე შსს-ში მიმდინარეობდა  და არა პროკურატურაში და პროკურატურა პირველი დღიდან დღემდე  შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა. „ის შედეგი არ დადგაო, რაც უნდოდა დაზარალებულს.…

მეტი...

“ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით  ვმუშაობთ“ –  გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ხორავას ქუჩის საქმეზეც“ ისაუბრა და ოპოზიციის დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გამოძიებასთან დაკავშირებით  დეტალურ ინფორმაციას პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწვდიან. „გამოძიება ძალზედ აქტიურად მიმდინარეობს. გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად გამჭვირვალედ, შესაბამისად ყველა ის შედეგი, რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში იქნება ღია, სამართლიანი და მას გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე“, – აცხადებს გახარია. მისი თქმით,  სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა, შედეგად,  პირველი გამოძიების შემდგომ ცალკე გამოიყო ორი საქმე. „…

მეტი...

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 6 ადამიანი დააკავეს  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. დაკავებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან.“ ოპერაცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს აქტიური წევრები: 1984 წელს დაბადებული თ.კ., 1967…

მეტი...

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” მარნეულის მერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს  

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი გმობს ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტს და პროკურატურას მოუწოდებს, დაკავებული მერის მიმართ გამოიყენოს პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის ფორმა, მათ შორის გირაო, ან შინაპატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და გამართავენ საპროტესტო აქციებს ქალაქებში მარნეულში, რუსთავში და თბილისში. როგორც ალი ბაბაევმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, კავკასიელისთვის ოჯახის წევრის შეურაცხყოფა ღირსების საკითხია და მათთვის მიუღებელია მარნეულის მერი, ციხეში იჯდეს იმის გამო, რომ მან საკუთარი ოჯახის წევრის ღირსება დაიცვა. ​​ალი ბაბაევის შეფასებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტი არის ადგილობრივი კლანური დაპირისპირების შედეგი. “მივმართავ საქართველოს პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოებს, პატიმრობა შეიცვალოს…

მეტი...

თანამდებობის მიუხედავად თითოეული მონაწილის დასჯა აუცილებელია – ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტზე

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძე,  მარნეულში  მომხდარ  ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და თანამდებობისა, თითოეული მონაწილე უნდა დაისაჯოს და ამას ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა. როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განაცხადა,  მარნეულის ინციდენტში, ადგილობრივი თანამდებობის პირების გარდა, სავარაუდოდ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. “უდანაშაულობის პრეზუმციას ჩვენ ბუნებრივია ვიცავთ,”, – განაცხადა კობახიძემ და დეპუტატებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შესული წერილი გააცნო: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11:00 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე „პროკურატურის…

მეტი...

პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

​მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ, ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. მანამდე, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. როგორც “მთავარს” პროკურატურაში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ – რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. ​მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს,…

მეტი...

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ძებნილი აღმოჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე დაკავაბულ პირებს შორის ერთ-ერთი ძებნილი აღმოჩნდა, მეორე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი. როგორც „მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, 1994 წელს დაბადებული,  ქურდობისთვის ძებნილია, ხოლო მეორე, ასევე 1994 წელს დაბადებული გ.ა. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. ისინი პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით…

მეტი...

ნაცემი უცხოელები, დამტვრეული მანქანები  –  საქმეს შსს იძიებს

  გუდაურში ქართველი და რუსი პარაპლანისტების ფიზიკურ დაპირისპირების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. აღნიშნულ ინცინდენტამდე კი კონფლიქტი უკრაინელებთანაც მოხდა.  არის რის თუ არა დაპირისპირება პოლიტიკასთან კავშირში, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, გამოძიება დაადგენს, თუმცა, თავად დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ მიზეზი ბიზნეს ინტერესებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 ივნისს, გუდაურში ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც რუსეთის 2 მოქალაქე დაშავდა, წინ უძღოდა 8 ივნისს ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი ინციდენტი. სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც…

მეტი...