პროდუქტების ეტიკეტზე ინფორმაცია გაზრდილი შრიფტით უნდა განთავსდეს – ახალი რეკომენდაციები 

მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესებისა და მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირველი სექტემბრიდან, საკვები პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს  ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შრიფტის ზომის 0,9 მმ-დან 1,2 მმ-მდე გაზრდას. როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი მიქაძემ დღეს, მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად ათეულობით ნორმატიულ აქტს ღებულობენ ევროკავშირში მიღებული დირექტივებისა და რეგულაციების შესახებ. ​მოთხოვნები გაზრდილია  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხში, კერძოდ, მომხმარებელი უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ კონკრეტულად რას შეიცავს ესა თუ ის სურსათი, არა მხოლოდ ინგრედიენტების სახით, არამედ მისი ბუნებრივი შემადგენლობის ნაწილშიც. ​მისი შეფასებით, ეს ნორმატიული აქტი მიღებულია იმისთვის, რომ მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად…

მეტი...

8751 კგ ვადაგასული ხორცპროდუქტები და 13 961 ლ თხევადი სურსათი გაანადგურეს

ს.ს.ი.პ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ შეუსაბამობისა და დარღვევების გამო, 8015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ვადაგასული სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად განადგურდა 8 751 კგ ხორცი და ცორხპროდუქტები; 3 476 კგ სხვა მყარი სურსათი; 13 961ლ თხევადი სურსათი, 1020 ცალი კვერცხი და ფორმა N2 -ის გარეშე შენახული 3 267 კგ. ხორცი. ​ამავე პერიოდში დაჯარიმდა 1133 ბისნესოპერატორი. აქედან 247 -ის შემთხვევაში კრიტიკული მდგომარეობა იყო და მიღებულ იქნა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში სათანადო წესით აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სულ შეფასდა 1040 ნიმუში, ამათგან დარღვევა გამოვლინდა 82 სინჯზე.…

მეტი...

სურსათის უვნებლობაზე 5003 ობიექტი შემოწმდა – მოსახლეობის მხრიდან საჩივრები იზრდება

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის საჩივრები წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი უფრო აქტიურად არის ჩართული საკვების ხარისხის კონტროლის საქმეში. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, 5003 ობიექტზე განხორციელდა. აქედან გეგმიური ინსპექტირება იყო – 1989, არაგეგმიური – 312. როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ დღეს განაცხადა, 5 თვის განმავლობაში შემოწმდა 2 596 ბიზნესოპერატორი. შემოწმება შეეხო ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებს, რძისა და თევზპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, პურისა და პურფუნთუშეულის საწარმოებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოებს, საკონდიტროებს, სურსათის მაღაზიებს, მარკეტებსა…

მეტი...