“კრიმინალს ეროვნება არ აქვს” – რას ყვებიან მომხდარის შესახებ გუდაურში ნაცემი უცხოელები

  გუდაურში მომხდარი დაპირისპირების დროს ნაცემი რუსი პარაპლანისტი ფიოდორ ჩელიშევი აცხადებს, რომ მომხდარს არაფერი აქვს საერთო ​პოლიტიკასთან და ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის დაპირისპირება, არც ნაციონალურ ნიადაგზე მომხდარა. ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგია და ცდილობს მომხდართან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს სოციალური ქსელით, ღიად უპასუხოს. ფიოდორ ჩელიშევი საავადმყოფოდან დღეს, პირადი განცხადების საფუძველზე გამოეწერა. მას მიღებული აქვს ტრავმა თავის, კისრისა და ზურგის არეში. როგორც ჩელიშევმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილობრივ დაჯგუფებასთან დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. უსიამოვნო ინციდენტები მანამდეც მომხდარა, რის შესახებაც საქმის კურსში იყო ადგილობრივი პოლიცია და ტურიზმის დეპარტამენტიც, მაგრამ ამ დრომდე…

მეტი...