“გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ” – ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნათელაშვილის განცხადებით, ეს პროვოკაციაა და ფიქრობს, რომ “ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდა, რათა ეს მარში ჩატარდეს”. „მეტ პროვოკაციას, იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო „ელგებეტე“ კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს. ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს…

მეტი...

“მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს გამოსვლა, გეი-აღლუმს არ ჩავატარებინებ” – სანდრო ბრეგაძე

“მარტო ერთ კაცს რომ მომიწიოს გამოსვლა, გეი-აღლუმს არ ჩავატარებინებ! ჩემს გვამზე მოგიწევთ გადავლა!”, – ასე გამოეხმაურა “ქართული მარშის” წევრი, სანდრო ბრეგაძე “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ “ღირსების მარშს” ბრეგაძე ლევან ვასაძესაც მოუწოდებს გამოვიდეს და დადგეს მათთან ერთად. “მოვუწოდებ ლევან ვასაძეს – ახლა ერთიანობის დროა! გამოვიდეს და დადგეს ჩვენთან ერთად!”, – აცხადებს “ქართული მარშის” წევრი, სანდრო ბრეგაძე. ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები “ღირსების მარშს” ხვალ გამართვენ.

მეტი...

“ჩვენ გამოვდივართ” – “თბილისი პრაიდმა” ხვალინდელი ღონისძიება დაანონსა

ხვალ, 8 ივლისს, “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდაჭერებთან ერთად, “ღირსების მარშს” გამართავს. ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს.  როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.  “ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში”, – აღნიშნულია განცხადებაში. “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კი შს სამინისტროს მოუწოდებენ უზრუნველყონ მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს,…

მეტი...