გამოძიება ექსპერტიზაზე რომ ჩემოეკიდოს და განაჩენი ამის საფუძველზე დადგეს, არასწორად მიმაჩნია – ექსპერტ-კრიმინალისტი  

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,  დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი, არასწორად მიიჩნევს სასამართლო განაჩენი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგეს. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, დღეს არსებობს მტკიცებულებები, საქმის გამოძიება შესაძლებელია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოძიების ჩასატარებლად. “​სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის შედეგები სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეფასდეს”, – აცხადებს ალთუნაშვილი. ​ექსპერტმა შემთხვევის ადგილზე არსებული ჯიხურის დანგრევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიხურის აღდგენა და ყველა სხვა მტკიცებულებების მოძიება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, უმთავრესი მოწმეთა ჩვენებებია. “მოწმეთა ჩვენებების გარეშე არ აქვს აზრი, არც ექპერტიზის დასკვნას და არც ჯიხურის აღდგენას.…

მეტი...