„ჩემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიით იქ ვერ ვიცხოვრებ“ – წარმატებული ემიგრანტი

  31 მაისს გალერია “პრადოში“  ქართველი მხატვრის ნამუშევარს გამოფენენ  ესაუბრა ეკა გულუა ეკა სიხარულიძე – თვითნასწავლი მხატვარია.  ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალი 7 წელია ემიგრაციაში იმყოფება. მეუღლე  – არქიტექტორი   ჩავი პრატ ესპანელი კატალანია, რომელმაც ესპანეთში „ქართული ბოსტანი“ გააშენა, ქართული მწვანილი და ბოსტნეული მოყავს და ქართული ტრადიციული კერძებითა და ტრადიციებით  ესპანელებს საქართველოს აცნობს.      როგორც ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, „მთავარის“ რესპონდენტიც ემიგრაციაში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზით წავიდა. არც უცხო ენა იცოდა და არც კონკრეტული სპეციალობა ჰქონდა, რა მიმართულებითაც უნდა ემუშავა. სხვებივით  მძიმე პირობები გაიარა, მთავარი საქმეც შეისწავლა და დღეს მყარად…

მეტი...