ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავეს – რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები აიღეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დაკავებულთა შორის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე არიან. ასევე დაკავებულია ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები. მელიას დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ ის სამართალდამცველთა ავტომობილების სალონს ათვალიერებდა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ეძებდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ამ ქმედებას განაგრძობდა და გამომწვევად იქცეოდა. ამ წუთებში სამართალდამცველები პარლამენტის წინ განთავსებულ კარვებსაც იღებენ და სატვირთო ავტომობილში აწყობენ.

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის ჟურნალისტი დააკავეს

დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე. როგორც მან „მთავარს“ განუცხადა, ჟურნალისტი საკუთარ სახლში დააკავეს. „წუხელ  დააკავეს, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე. სამართალდამცველებმა დაკითხეს ნოდარ ჩაჩუას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ჟურნალისტია. ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მეტი...