პარაპლაინინგის სფეროში არანაირი განაწესი და რეგულაციები არ არსებობს – ლევან ზაუტაშვილი

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ რეგიონში არ არსებობს პარაპლაინინგში ფრენის ნორმების არანაირი განაწესი და რეგულაციები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს პირველადი ვალდებულებაა შექმნას ეს ნორმები, შეიმუშაოს უსაფრთხოების სტანდარტები და ჩარჩოებში მოაქციოს ეს გაფრენები. ​ ​როგორც ლევან ზაუტაშვილმა მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, რეგულაციების შემუშავება მოაგვარებს, როგორც არაპროფესიონალიზმის, ასევე კომერციული გაფრენების  პრობლემას. ​გუბერნატორის თქმით, პარაპლანინგში ფრენის ნორმები არ აქვთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც, მათ შორის უკრაინას, რუსეთს, ბელორუსს. ამ სფეროში კონსულტაციებისთვის ქართული მხარე მოიწვევს იმ ქვეყნის სპეციალიტებს, სადაც სპორტის ეს სახეობა განვითარებულია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა თურქეთი. “ამ საკითხზე მუშაობა არ დაწყებულა 9 ივნისის ინციდენტიდან…

მეტი...