“რუსეთის მხრიდან მუდმივად გვესმის მუქარა, რომელსაც რეაგირება აუცილებლად მოჰყვება” – გიორგი ლომია

პარლამენტის წევრის, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას განცხადებით, პოლიტიკოსებს უნდა გაეთვალათ, რომ, როდესაც უცხო ქვეყნის დეპუტატი ჩამოდის ქვეყანაში, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა და დეპუტატს იცავს იმუნიტეტი. ეს განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „როდესაც ოფიციალური დელეგაციით ჩამოდის რომელიმე ქვეყნის დეპუტატი, მას იმუნიტეტი ჩვენს ქვეყანაშიც კი იცავს და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმღები ქვეყანა. 2 წლის მანძილზე ვეხვეწებოდით, რომ ოფიციალური ასამბლეა საქართველოში ჩატარებულიყო და ბოლო 2 თვე ვეხვეწეთ, რომ გავრილოვი ჩამოსულიყო. ამით საქართველოს მხარე სრულად იზიარებდა პასუხისმგებლობასა და ანიჭებდა მას იმ იმუნიტეტს, რომელიც ყველა პარლამენტარს აქვს მინიჭებული”, – განაცხადა ლომიამ. პარლამენტარის…

მეტი...