“ეს არ არის არც გახარიასა და არც ივანიშვილის ქვეყანა, ეს თქვენი, ჩვენი ქვეყანაა” – ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

“ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა. ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა”, – ამ სიტყვებით ლევან ბერძენიშვილმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. “თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და…

მეტი...

“ირაკლის მუსიკა გახარიას გადადგომასთან არ არის ასოცირებული” – ქეთათო ჩარკვიანის პროტესტი

პარლამენტის შენობის წინ, აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს აღარ გააჟღერებენ. მიზეზი მუსიკოსის მეუღლის პროტესტია, რომელიც მიიჩნევს, რომ “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გაშვებით მისი უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს. “ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა, რომ ტრიალებდეს ეს მუსიკა. მხოლოდ გახარიას გადადგომასთან არ ასოცირდება ეს მუსიკა. ბიძინას “გადმოვცურავ ზღვით” აღვიძებენ და გასაღვიძებლად კიდევ სხვა რამე ჩაურთონ”, – განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა. ქეთათო არ გამორიცხავს, თუ მეუღლის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ…

მეტი...