პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასა და გიორგი გაბუნიას გასამართლებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ინფორმაციას რუსული სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და ამით საბოლოოდ, საქართველოს ზარალს აყენებენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი საჭიროდ არ მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას. „დიდი პატივია მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

რუსი დეპუტატები გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარი,ს ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია უნდა მოხდეს და ის რუსეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ვოლოდინის ამ განცხადებას “ინტერფაქსი” ავრცელებს. „ამაზე იყო საუბარი დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველანი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს, რომელიც თავხედურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს, უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთის ტერიტორიაზე, რომ შემდეგ ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს – რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდინმა. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა,…

მეტი...

“გაბუნიას არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ ეთიკურ მედიას” – ქარტიის საბჭოს განცხადება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემის, “პოსკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა. ამ ფაქტს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გამოეხმაურა. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს არყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიასაც. “ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის…

მეტი...