20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობამ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

“20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ შეიმუშავა და დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის განცხადებით, ეს ნაბიჯი არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობიდან გამომდინარე გადაიდგა, ვინაიდან, მისი თქმით, სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება. „მოცემული დადგენილებით გვინდა ხაზი გავუსვათ პრინციპულ მიდგომებს, რომელიც გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას და ვიმედოვნებთ რომ ისინი სწორად იქნება შეფასებული საზოგადოებაში”, – აღნიშნა ვოლსკიმ. უმრავლესობის მიერ შემუშავებული დადგენილება შემდეგია: საქართველო პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის…

მეტი...