“მოსახლეობა სწორედ ასეთ პირობებში იძენს პროდუქტს” – სამტრედიის მერი გარევაჭრობაზე​ 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, თავის მოადგილე დავით ბახტაძესა და  პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დღეს, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული გარევაჭრობა და ადგილზე შექმნილი ანტისანიტარული ვითარება დაათვალიერა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ყველის დახლებთან დახვდა. მერმა მოვაჭრეებს არაჰიგიენურ პირობების მოსაგვარებლად 10-დღიანი ვადა მისცა, კერძოდ, გარკვეული სტანდარტის სავაჭრო დახლების დადგმა და ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან და მათ მიმართ დამატებითი სანქციების გატარდება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა, ​ჭანტურიას ქუჩა, საავტომობილო მოძრაობის მხრივ ერთ-ერთი გადატვირთული ქუჩაა ქალაქში. ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი მუდმივად გარემოვაჭრეებს უკავიათ, შესაბამისად, მოქალაქეები ტროტუარზე უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებიან. ​სამტრედიის მერმა ჭანტურიას ქუჩის გარემოვაჭრეებს ბაზარში, შეღავათიან…

მეტი...