ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ოცამდე დამწყები და გამოცდილი მეწარმე ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს თბილისიდან მოწვეულმა მეწარმეებმა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია ადგილობრივი ხელნაკეთი წარმოების და დამწყები ბიზნესის პოპულარიზაცია. მსგავსი ღონისძიებები, ადგილობრივი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობისა და მათი ეკონომიკური განვითარების მიზნით ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთხელ მოეწყობა.​ ღონისძიებას შვეიცარიაში საქართველოს ელჩი და შვეიცარიელ ინვესტორებიც ესწრებოდნენ. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ…

მეტი...

„ჩემი პროფესია ჩემს სამშობლოში დაუფასებელია, ამ პროფესიით იქ ვერ ვიცხოვრებ“ – წარმატებული ემიგრანტი

  31 მაისს გალერია “პრადოში“  ქართველი მხატვრის ნამუშევარს გამოფენენ  ესაუბრა ეკა გულუა ეკა სიხარულიძე – თვითნასწავლი მხატვარია.  ესპანეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი ქალი 7 წელია ემიგრაციაში იმყოფება. მეუღლე  – არქიტექტორი   ჩავი პრატ ესპანელი კატალანია, რომელმაც ესპანეთში „ქართული ბოსტანი“ გააშენა, ქართული მწვანილი და ბოსტნეული მოყავს და ქართული ტრადიციული კერძებითა და ტრადიციებით  ესპანელებს საქართველოს აცნობს.      როგორც ემიგრაციის უდიდესი ნაწილი, „მთავარის“ რესპონდენტიც ემიგრაციაში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზით წავიდა. არც უცხო ენა იცოდა და არც კონკრეტული სპეციალობა ჰქონდა, რა მიმართულებითაც უნდა ემუშავა. სხვებივით  მძიმე პირობები გაიარა, მთავარი საქმეც შეისწავლა და დღეს მყარად…

მეტი...

“გაზაფხულის ფერები” – თბილისის ბავშვთა სურათების გალერეაში შშმ პირების შემოქმედება გამოიფინება

​თბილისში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში 25 მაისს, 12:00 საათზე, შშმ პირების მიერ გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ნახატებს, თექაზე, ბისერით, თიხაზე თუ ხეზე შექმნილ ნამუშევრებს, საერთო სახელწოდება – “გაზაფხულის ფერები” გააერთიანებს. მოეწყობა ახალგაზრდა პოეტის, ია ნანეიშვილის ლექსების კრებულის – „ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი“ პრეზენტაცია. მის ლექსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წაიკითხავენ და საკუთარ ნამუშევრებსაც თავად წარადგენენ. ​ღონისძიებას 50 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მათი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step byStep“, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა…

მეტი...

“სამშობლოსათვის მებრძოლ სამშობლოდაკარგულებს“ გამოფენა მიეძღვნება  

  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში, 22 მაისს, 17:00 საათზე, გამოფენა – „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“ გაიხსნება. ​გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში გაიმართება, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინო რეპერტუარის მიმოხილვა თემით, „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“. როგორც “მთავარს” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, თემის პრეზენტაცია მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918–1921 წლების პრესის მასალებზე დაყრდნობით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას. 1918–1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“) გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის,…

მეტი...