თბილისის ბოტანიკურ ბაღში პლასტმასის ბოთლების შემგროვებელი ურნები განთავსდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პირველია, სადაც პლასტმასის ბოთლებისთვის სპეციალური ურნები განთავსდა. ბოტანიკურ ბაღში მისული დამთვალიერებელი პლასტმასის ბოთლებს ამიერიდან სპეციალურ ურნებში ჩაყრიან, შეგროვილი ბოთლები კი შემდგომი გადამუშავებისთვის შესაბამის კომპანიას გადაეცემა. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში დღეს აქცია სახელწოდებით „უთხარი პლასტმასს არა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკოლოგიური კაბინეტის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი პლასტმასის ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების თემაზე. ასევე, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა თემატური ვიქტორინები და შემეცნებითი სახალისო თამაშები. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გიგა გიგაშვილის განცხადებით, ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, როგორც თბილისს და ზოგადად ქვეყანას აწუხებს,…

მეტი...