ხაიშელები სანქციებს გადაურჩნენ, თუმცა მოლაპარაკების მეორე ეტაპი გაცილებით რთული იქნება  

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა დროებით გახსნეს, თუმცა ხე-ტყის უკანონო ჭრის კონტროლი მკაცრდება.  ადგილობრივები ხე-ტყის საჭრელ ე.წ. ცეხებს თვითნებურად ვერ ამუშავებენ და არალეგალური ქმედებებისთვის შესაბამისად აგებენ პასუხს. ადგილობრივებმა სავალი გზა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შემდეგ გახსნეს. “დაგვპირდნენ, რომ მაქსიმუმ ათ დღეში მთავრობა გაფართოებული ფორმატით ჩამოვა აქ და ყველა საკითხს გავივლით. ხეების ჭრა ჩვენი სურვილით არ ხდება, ეს არის არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვენი გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „მთავართან“ საუბრისას. აქციის მონაწილეების თქმით, თუ…

მეტი...

რუსთაველზე, კარვებში საწოლსა და სასმელზე ჩხუბობენ 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება არერთხელ მოხდა, რის გამოც საპატრულო პოლიცია მუდმივად ადგილზე იმყოფება. როგორც ირკვევა, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არიან, რომლებიც ერთმანეთს სასმელისთვისაც კი უპირისპირდებიან. „აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“,…

მეტი...

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ძებნილი აღმოჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე დაკავაბულ პირებს შორის ერთ-ერთი ძებნილი აღმოჩნდა, მეორე კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი. როგორც „მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, 1994 წელს დაბადებული,  ქურდობისთვის ძებნილია, ხოლო მეორე, ასევე 1994 წელს დაბადებული გ.ა. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. ისინი პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით…

მეტი...

„თავისუფალი დემოკრატები“ რევოლუციურ სცენარს ემიჯნებიან

„ჩვენ ზაზა სარალიძის გვერდით ვართ, თუმცა, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარს ვემიჯნებით. ამიტომაც არ ვდგავართ დღეს იქ, რუსთაველის გამზირზე.  სრული შემადგენლობით ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ პროტესტს, მაგრამ არა აქციას. ასეთი საკითხები ქუჩაში არ წყდება“ – აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „მთავართან“ საუბრისას. სამუშიას განცხადებით, დღევანდელ აქციებს პოლიტიკოსები ლიდერობენ და სამართლებრივი გზა არავის აინტერესებს. „თუ სამართლებრივ ბრძოლაზე უარს ამბობენ, რა რჩება, რევოლუციის გზა? მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ იმ პოლიტიკოსებისგან ვინც აქციას ორგანიზატორობენ. როცა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს საკითხების გადაწყვეტა რუსთველის გამზიეზე სურთ, ასე არ გამოვა. ეს სამართლებრივ სვლას გამორიცხავს, რაც ჩვენთვის…

მეტი...

 „ვინმეს აქვს ილუზია, რომ პარლამენტი მკვლელობის საქმეს გახსნის?“ – ყოფილი გენპროკურორი

„მთავარის“ ექსკლუზივი ყოფილი გენერალური პროკურორი, პროფესორი გია მეფარიშვილი, „მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტთან მიმდინარე პროცესებსა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს აფასებს. მისი თქმით, არც პროკურორი და არც დაზარალებული ოჯახი ახლა არავის აინტერესებს, ყველაფერი გამოიკვეთა და მიმდინარე პროცესებს სამართლიანობასთან და კანონთან კავშირი არ აქვს.   “ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, რად უნდა ამას ლაპარაკი. საუბარია რევანშზე, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ვერ გავიგე ვერაფერი, როგორ უნდა ჩატარდეს გამოძიება ისე, რომ პროკურატურას არ ჰქონდეს შემხებლობა. დღევანდელი მათი მოთხოვნა საერთოდ არ არის კანონთან ბმაში,“ – აცხადებს მეფარიშვილი „მთავართან“. პარლამენტი მკვლელობის საქმეს ვერ გამოიძიებს „რაზეც ოპოზიციური გაერთიანება საუბრობს, რომ ხელმძღვანელობა…

მეტი...

გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს ხელისუფლების შესაცვლელად მობილიზაციისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ყველა პოლიტიკურ პარტიებს  მიმართავს, წყენა და განსხვავებული პოზიციები დაივიწყონ და ხელისუფლების შესაცვლელად, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად შეკრებას ედპ-ს ოფისში სთავაზობს. „დღეს არის ის მომენტი, როცა ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა დადგეს. „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და ყველა მივიდეთ ედპ-ს ოფისში და დავილაპარაკოთ, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა. პოლიტიკოსების ჩართვის გარეშე ნორმალურად ვერ წავა პროცესები. მთავრობა უნდა გადადგეს, ეს არის ზაზა სარალიძის მოთხოვნა. დროა ჩავერთოთ. დღეს მთელი დღე ვაკრიტიკეთ ერთმანეთი, ვწუხვარ, რომ…

მეტი...

ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ცივილიზებულ სახელმწიფოში პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება  გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საშუალებას არ მისცემს, მშობლების ტრაგედია და ემოციური ფონი თავიანთი პილიტიკური მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს. „მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი მყისიერად ჩაერთო იმ პროცესებში, რაც გამოიწვია სასამართლოს განაჩენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული ტიპის შესაძლო კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს განაჩენის დადგომამდე პარლამენტის, როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო შტოს აქტიურობა, იმ დროს როცა სასამართლო, როგორც ხელისუფლების მესამე შტო, აწარმოებდა საქმის განხილვას, შესაძლებელი იყო აღქმულიყო…

მეტი...

პრეზიდენტი კარავში შევიდა

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში იმყოფება. პრეზიდენტი მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას მართავს. საუბრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მასთან ერთად კარავში იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ანა ნაცვლიშვილი და უფლებადამცველი ზვიად კუპრავა. თანმხლები პირები კარვიდან გამოვიდნენ და ამ წუთებში პრეზიდენტი შსვილმკვდარ მამას პირისპირ, მარტო ხვდება.

მეტი...