ეუთო-ს ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდა – სოფიო ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს დასკვნას საქართველოში საპრეზიდენტო არჩენვებთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ დასკვნის კომენტირებისას მთავარი გზავნილია, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა. სოფო ქაცარავას განცხადებით, საპრეზიდნეტო არჩევნებისას საარჩევნო გარემო თავისუფალი იყო. მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია. „ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით ვთვლი რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს, როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, რომ ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო…

მეტი...

„სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები“ – დეპუტატები ეუთო-ს დასკვნაზე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს სამბოლოო დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აფასებენ. დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები სწორად უნდა იყოს აღქმული და გაანალიზებული, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. “გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო  ხარვეზი, რომელიც 2020-ში კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას“ – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, საგულისხმოა ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც არის გამოცემული. „ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ არის ამის საჭიროება საქმე აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საპრეზიდენტო…

მეტი...

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებისთვის დაქირავებული დამკვირვებლები მოატყუა

​საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს ჩატარდა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაქირავებული დამკვირვებელი ირაკლი ბახტაძე აცხადებს, რომ თანხა, რომელიც გაწეული შრომისთვის პარტიას უნდა გადაეხადა, დღემდე არ მიუღია. როგორც ​ირაკლი ბახტაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დამკვირვებლებს, რომლებიც პირველ ტურშიც მონაწილეობდნენ, დაპირებული 120 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გადაუხადა. “ზუგდიდში N105-ე უბანზე ვიყავი დამკვირვებელად. მე სტუდენტს, რომელსაც დედაქალაქიდან რეგიონში მომიწია ჩასვლა ჩემივე ფინანსებით, ახლა მეუბნებიან, რომ ჩემი გაწეული შრომა უსასყიდლო იყო. დიახ, ეს იმ “ოპოზიციის” ხალხია, რომლებსაც ხელისუფლებაში უნდოდათ მოსვლა, ეს ის ადამიანები არინ, რომლებიც უკეთეს საქართველოს გვპირდებოდნენ. სამწუხაროა, რომ არჩევნებიდან, რამდენიმე…

მეტი...

საარჩევნო დოკუმენტების გაყალბების მუხლით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მიერ, ბიულეტენების სავარაუდო ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს  

მეტი...

ელექტრონული არჩევნები გაყალბებისგან მეტ თავდაცვას უნდა ნიშნავდეს – ლადო ბოჟაძე

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ცოცხალ პროცესზე უარის თქმას. ​როგორც ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების ელექტრონული სისტემაც და ცოცხალი პროცესიც, ორივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის და არჩევანი მათ თავად გააკეთო, რომელი სისტემით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. “ID ბარათებს ახლავს ე.წ წამკითხველი. პაროლი მოქალაქემ მხოლოდ ინდივიდუალურად იცის. ჩვენ თუ შევქმნით ისეთ სისტემას, რომ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობა იყოს უსაფრთხო და სანდო, იქ სადაც იქნება ინტერნეტი, მოქალაქეს შეეძლება კონკრეტული IT  სისტემიდან, ID ბარათით მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს, მაგრამ თუ ეს არ…

მეტი...

ბიულეტენის კონვერტში მოთავსებას და ყუთში ჩაგდებას დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდება – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომიიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემა პოლიტიზირებულია და ამაში გასაკვირი არაფერია. მისივე თქმით, ცესკო-ს წევრების ნახევარზე მეტი, ასევე, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური პარტიების წევრები, ან პარტიების მიერ დანიშნული პირები არიან. ​​როგორც ​ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სულ მცირე ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიები, მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო საარჩევნო უბნის დონეზე, პარტიებს კიდევ უფრო მეტი ჩართულობის საშუალება ჰქონდეთ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ უბანში კანონი არ ირღვევა, არჩევნები არ ყალბდება და არჩევნები კანონმდებლობის მიხედვით ტარდება. “ჩვენ ვნახეთ, არჩევნების გაყალბების ძალიან მძიმე კადრები.…

მეტი...

„ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა ფავორიტი თამარ ჟვანიაა“ – ლადო ბოჟაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე კანდიდატების არათანაბარ გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე პრივილეგირებულ გარემოში იმყოფება. – აღნიშნული განცხადება ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია, თუმცა სამი კანდიდატიდან ფავორიტი თამარ ჟვანიაა, რადგან ის მოქმედი თავმჯდომარეა. გარდა ამისა, ის 5 წელი ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში, მისი რეკომენდაციითაა მისული. აქედან გამომდინარე, თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ“ – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს არაერთი პრობლემა გააჩნია. მათ შორის, 3 პრობლემა შედარებით მწვავეა: „ძირითადი პრობლემა – ასიათასობით მოქალაქეს არჩევნებში…

მეტი...

პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები ცესკო-ს მთავარი პრობლემაა – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში იგი შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. მისივე შეფასებით,  პოლიტიზირებულობა და არაკვალიფიციური კადრები, ჯერ კიდევ რჩება ცესკო-ს მთავარ პრობლემად. როგორც  მარიამ შელეგიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბნო კომისიების დონეზე ხშირად ტარდება ტრენინგები, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს, რადგან არ არსებობს თანამედროვე სისტემის შესაფერი საარჩევნო ადმინისტრაცია. “საქართველოში არჩევნები ძალიან ცუდი სისტემით მიმდინარეობს. ეს რეფორმები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გატარებულიყო, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად. არ არსებობდა პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნებში აქამდე მონაწილეობა არ მიმიღია. საარჩევნო სიები, უბნის გარეთ ადამიანები –…

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან – მარიამ შელეგია 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია​ აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები, კომისიის მოქმედ თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და მაღალია იმის ალბათობა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ ჟვანია აირჩიონ. კანონში არსებული ხარვეზების შესახებ მარიამ შელეგიამ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო კაზუსია, როცა ცესკო-ს წევრს პარლამენტი ირჩევს, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს კომისიის 12 წევრი. მისივე შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, როგორც არჩევითი ორგანოს ერთ-ერთ მთავარ პირს. “ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს თვითონ ის 12 წევრი, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდნენ. ამიტომ ცოტა არათანაბარ პირობებში…

მეტი...

დიდი ალბათობით, ცესკოს ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე დღეს უნდა დაასახელოს. მ​ართალია, ერთ ვაკანტურ პოზიციაზე 4 კანდიდატია დასახელებული, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არასამთავრობო სექტორმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ, შეხვედრაზე დაუსახელა. თუმცა, მათი ოფიციალური ფორმით შეთავაზება არ მომხდარა, რაც პროცედურის ნაწილია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კანდიდატების შეთავაზების წერილი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატებს, ისინი არიან: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი; “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების…

მეტი...

საინტერესო ფენომენია ამომრჩეველთა ის 40%, რომლებმაც ვაშაძეს მისცეს ხმა – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის აზრით, ხმების 40%, რომელიც არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ძალიან საყურადღებო და საინტერესო ფენომენია. როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობის შედეგად, მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ​მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა, ვიდრე პოლიტიკური პარტია. “მე არ ვიტყვი, რომ ეს 40 % ერთგვაროვანი მასაა. გარედან რომ შევხედოთ, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა ვიდრე პოლიტიკური პარტია, ყავს თავისი ლიდერი, რომელსაც არაცნობიერის დონეზეც ჰყავს თავისი აღფრთოვანებული მხარდამჭერები, მაგრამ…

მეტი...

შიში, ან მოლოდინი, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას, უსაფუძვლოა – ზაქარია ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ შიში, ან მოლოდინი იმისა, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას და არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, უსაფუძვლოა. ​ზაქარია ქუცნაშვილი მადლობას უხდის ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, რომ მათ პრინციპული არჩევანი მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთეს. “განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი რეგიონის ამომრჩეველს, 68,5% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო თიანეთის მუნიციპალიტეტში, 68,7% დუშეთის მუნიციპალიტეტში, 79,3% ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გვაქვს სანდო წყაროს შედეგები, მთა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ არჩევანს”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში” ზაქარია ქუცნაშვილმა. ​მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პიარკამპანიის დროს უამრავი ტყუილი და ცილისწამება გავრცელდა, ამის მიუხედავად…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს – ირაკლი კობახიძე

 „სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე – 40% – ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“ – განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, უკვე დათვლილია დაახლოებით მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი ხმა, დასათვლელი დარჩა დაახლოებით 300 000 ხმა. „ძირითადი მონაცემები უკვე შეჯამებულია, შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი, თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცმებით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში. რაც შეეხება რაოდენობებს, ირაკლი…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნების II ტური – I პირების არჩევანი და მათი მოლოდინი

​საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დღეს, 28 ნოემბერს იმართება. მოსახლეობამ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ზუსტად ერთი თვის წინათ გამართული არჩევნების პირველ ტურში, ხმათა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და დამოუკიდებელმა კანდტიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს, მაგრამ 50% -იანი ბარიერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. შესაბამისად დაინიშნა მეორე ტური. საკუთარი არჩევანი დღეს უკვე გააკეთეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ბიძინა ივანიშვილი: “არჩევანი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი…

მეტი...

პრეზიდენტის არჩევნების II ტური იმართება, უბნები 08:00 საათზე გაიხსნა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც, კენჭისყრაში უკვე მონაწილეობდნენ. ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი, ასევე, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც. როგორც…

მეტი...

ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტი განმეორებით აირჩიეს  

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის უკვე ჩატარდა. ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” .​ ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. საარჩევნო ​პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს დაითვლიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება…

მეტი...

“ვინც ხმას მიცემს გრიგოლ ვაშაძეს, გაირიცხება “ქართული მარშის” რიგებიდან”- სანდრო ბრეგაძე

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოძრაობის რიგებში პოზიციები გაიყო. ნაწილი 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას უჭერს მხარს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ, მოსწონთ თუ არა, პრეზიდენტობის იმ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უჭერს. როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, “ქართული მარში” კატეგორიულად გამორიცხავს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას. “ნებისმიერი ჩვენი წევრი, ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს, გაირიცხება მარშის რიგებიდან. ამავე დროს ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს, ვისაც სურს შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს – პირადად…

მეტი...

„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია“ – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ​როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გამოაცხადებს. ორი აზრი არ არსებობს, ეს ასე იქნება. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ამ საკითხს, რადგანაც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზეც ისაუბრა. კერძოდ,…

მეტი...

“სალომე ზურაბიშვილზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ჩემი ხმა ვერ წავა მის მხარეს” – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებს, საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. ​როგორც “მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პირადად ის ხმას არ აძლევს სალომე ზურაბიშვილს, რადგან მიაჩნია, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიშით მას ხმას ვერ მისცემს. მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ქართული მარშის” წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ “მარშის” ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება მათ არ მოუწოდონ, რომელიმე კანდიდატის…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე 5%-იანი სხვაობით დამარცხდება და “განკითხვის დღეს” მოაწყობს – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების თანმიმდევრობაზე საუბრობს და სავარაუდო სქემას აქვეყნებს. ​სანდრო ბრეგაძის ვარაუდით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილთან 5%-იანი სხვაობით დამარცხდება, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობა” განკითხვის დღეს მოაწყობს. “28 ნოემბრის დღის განრიგი: დილით გაიხსნება უბნები, დაახლოებით 12:00 საათზე “რუსთავი-2” და დამკვირვებლები აღმოაჩენენ ვითომ პირველ დარღვევებს; დაახლოებით 15:00 საათიდან “რუსთავი-2”-ის ეთერით გაცხადდება, რომ არჩევნები მასობრივად ყალბდება;  18:00 საათიდან დაიწყება შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება უბნებზე; 20:00 საათზე დაიხურება უბნები და “რუსთავი-2”-ის ეთერში გამოცხადდება, რომ 52-53%-ით გაიმარჯვა გრიგოლ…

მეტი...

ოქუაშვილი არის მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს – ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, ზაზა ოქუაშვილის  ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან იყო ამ უკანასკნელის ნაკლებ ინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. როგორც ირაკლი კობახიძემ ტვ „პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს “ნაცმოძრაობის” სცენარს და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა. „ეს რუსთავი-2-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი…

მეტი...

მეორე ტური არის დემოკრატიულობის ნიშანი, ასე გვაფასებს ევროპა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ადასტურებს მეორე ტურის საჭიროება, ამას აღიარებს ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება. ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტი ნეგატივი უშუალოდ მას შეეხო. “არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ შეიძლებოდა ევროპული კამპანიის ჩატარება. რაც შეეხება ლეგიტიმურობას და დემოკრატიულობას, მგონი, ეს არის საქართველოს ისტორიაში, არ მიყვარს ეს სიტყვები, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული. მეორე ტურმა აჩვენა, რომ არანაირი გაყალბება არ იყო, რამეთუ თუ სახელმწიფოს…

მეტი...

​”მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება” – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შექმნის მცდელობები იქნება, მაგრამ კანონის ფარგლებს ვერავინ გასცდება. ​”​მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება, მაგრამ რესურსი იმისა, რომ დიდი ხიფათი მოუტანონ ქვეყანას “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ იქნება. კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს ყველა, კანონის გადალახვის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ელოდებათ”, – განაცხადა დავით ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ წავიდნენ, დღეს დაინახეს რეალური საფრთხე, რომ შეიძლება მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია და რომ ასეთ პირობებში ძალიან ძნელი იქნება…

მეტი...

500-კაციან დარბაზს 10 კაცი გარედან აგინებდა – კარლო კოპალიანი წინასაარჩევნო გარემოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტურის წინ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მუდმივად იყვნენ მობილიზებულნი გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მას და შეხვედრაზე მისულ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ​სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ბულინგის შემთხვევებზე კარლო კომპალიანმა დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამათულ პრესკონფერენციზე ისაუბრა. მისი შეფასებით,  სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები არ მოხვდა “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. “​პირველ ტურში მე ვახლდი ქალბატონ სალომეს 63 მუნიციპალიტეტში, როცა ის წინასაარჩვნო შეხვედრებს მართავდა. “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თუკი ესწრებოდა ამ…

მეტი...

ჩვენი შეურაცხყოფაა, როცა ქართველ ქალს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან – ომის ვეტერანი 

ომის ვეტერანი მიხეილ მეტრეველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ომის ვეტერანებში განხეთქილება არ არსებობს, ისინი მხარდაჭერას პრეზიდენტობის ქალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ. როგორც მიხეილ მეტრეველი აცხადებს, ბოლო ხანებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართველი ვეტერანები გახლეჩილები არიან, რაც სიმართლე არ არის. ​იგი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ომის ვეტერანების შეურაცხყოფაა, როცა საქართველოში ქართველ ქალს, რომელიც დედასთან ასოცირდება, ვიღაც შუბლის გახვრეტით ემუქრება. “ვეტერანები არ ვართ გახლეჩილები! ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! ეს არასდროს მოხდება! ჩვენ როგორც არასდროს, ისე ვართ ერთ მუშტად შეკრული და თუ ვინმე გრიშას…

მეტი...

დიასპორის არჩევნებში მონაწილეობა სახელმწიფოს ინტერესებშია – სალომე ზურაბიშვილი II ტურზე

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნა, უცხოეთში მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობას გაურთულებს, მათი არჩევნებში მონაწილეობა კი სახელმწიფოს ინტერესებშია. “ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა, ალბათ,  გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას., – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს,    ძალიან ბევრს მუშაობს დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებზე და მათი პრობლემები მისთვის ნაცნობია. მიაჩნია, რომ დიასპორა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. “რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. მიმაჩნია, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ, ვწუხვარ,  მათ თუ გაუძნელდებათ არჩევნებში მონაწილეობა”, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

„საპარლამენტო კრიზისი არ გვაქვს, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვიფიქროთ“ – ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის საპარლამენტო კრიზისი. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ვადამდელ არჩევნებს ქვეყნის არევ -დარევა მოჰყვება. „ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არაერთი მიზეზით არ შეიძლება. ეს ქვეყანას, ამ ეტაპზე,  კარგ შედეგებს არ მოუტანს. ამას ძალიან ბევრი არევ-დარევა მოჰყვება. არ იქნება სწორი. ჩვენ არ გვაქვს საპარლამენტო კრიზისი, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვიფიქროთ. მხარს ვუჭერ, პარლამენტმა დაამთავროს, ამოწუროს ვადა. როცა ზოგიერთ ადამიანს, ჩემს კოლეგებსაც ვუსმენ, ყიჟინას სცემენ, – არიქა საპარლამენტო არჩევნებიო. ამ ყიჟინას სულ სხვა ამოცანები ამოძრავებს, მე კი სიმშვიდე…

მეტი...

ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხე ორივე მხრიდან რეალურია – “ქართული მარში” არჩევნებზე 

მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერები აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  დესტაბილიზაციის უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ქვეყანაში ძალადობრივი პროცესები საფრთხე არსებობს როგორც ხელისუფლების, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. “​გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის, ამ ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში. ასევე, ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, რომ პოლიტიკოსები გასწიონ გვერდზე და არჩევნების ჩატარება ძალოვანებს ანდონ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, “ქართული მარშისთვის” მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. მაგრამ, ასევე,…

მეტი...

საარჩევნო მაგიდებზე სუფრა იყო გაშლილი – ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების მიმდინარეობაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მიმიდნარეობას  ქვეყნის სამ რეგიონში, კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან. ცენტრის მონიტორები მუშაობენ საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – პანსკისის ხეობაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. მათი ინფორმაციით, საგარეჯოს N 11-ე ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო მაგიდებზე სუფრა იყო გაშლილი. კენჭისყრის მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სადილობდნენ. კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს. გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორები. მათ რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც…

მეტი...

ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ, პროცესს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აკვირდებიან 

ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს დღეს ირჩევს. ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებისთვის, ორი საარჩევნო უბანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი – შაფირში მდებარე „მარმალის ბაზაზეა“ გახსნილი. საარჩევნო სიაში 875 სამხედროა. ​ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ჯარისკაცებს, რომლებიც საგუშაგოს ვერ ტოვებენ, სპეციალურ გადასატან ყუთებს მიუტანენ. ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დალუქულ საარჩევნო ყუთებს თბილისში ჩამოიტანენ და 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე გახსნიან. ავღანეთში ქართველი სამხედროების ხმებს მას შემდეგ დაითვლიან, რაც საარჩევნო პროცესი საქართველოში სრულად დასრულდება. ​როგორც ცნობილია ბაგრამის ბაზაზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებიან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი გიორგი ბარამიძე.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16% – “ქართული ოცნების” კვლევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელისუფლებო პარტიის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ​საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სამი კანდიდატი ლიდერობს, მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი – 30%, გრიგოლ ვაშაძე – 11%, დავით ბაქრაძე – 10% და სხვა კანდიდატები – 7%. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 42%. ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც აჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:  სალომე ზურაბიშვილი – 54%, გრიგოლ ვაშაძე – 18%, დავით ბაქრაძე – 16%. მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა პარტიის…

მეტი...

საპრეზიდენტო კანდიდატებს ხმა, მათი გამონათქვამების მიხედვით არ უნდა მივცეთ – გია ჟორჟოლიანი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი​ აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ამომრჩეველზეა დამოკიდებული ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი მემკვიდრე პოლიტიკური ჯგუფები დარჩებიან თუ არა პოლიტიკაში. ​ როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია ჟორჟოლიანმა დღეს განაცხადა, ამ არჩევნების პერიოდში მოსახლეობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და ისე მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ გამონათქვამებზე. “მოსახლეობა კარგად იცნობს ამ კანდიდატებს, მათ საქმიანობას, მათ პოლიტიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ პოზიცია. 28 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვან…

მეტი...

ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა – ბიძინა ივანიშვილი 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტება საქართველოს ევროპულ მიმართულებას კარგად განასახიერებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა, მისთვის სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს უახლესი ისტორიის სიმბოლო, პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი და პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი. მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ XII საუკუნეში ყავდა ქალი მმართველი და ამგვარად, ამომრჩეველი ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემით, ქვეყნის შორეულ ისტორიას შეეხმიანება. “ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოა – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის…

მეტი...

რას აბრალებენ სალომე ზურაბიშვილს და სად არის სიმართლე? – ოთხპუნქტიანი განმარტება

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” მიერ, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას აპროტესტებს და საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, 4-პუნქტიან განმარტებას აწვდის. როგორცხ კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა – როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად. სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი, ამჟამად კი “ყალბ მამრავლებად დაშლილი პოლიტიკური ძალა“. კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძე ღია დებატებში იწვევს, რათა უპასუხოს მის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში არაცივილური და უღირსი მეთოდებით მიმდინარეობს, რაც პირველ რიგში საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზარალებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, მთელს ამ ვითარებაში მისთვის ყველაზე მიუღებელია არა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და შეურაცხყოფა, არამედ ის, რომ მისი ოპონენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მიმართ მის დამოკიდებულებას. „ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება, როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს თავისებურებები ახასიათებს, მას “ქართული ოცნების” ვალი არ აქვს – ნუკრი ქანთარია 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად, მისი ხასიათის თავისებურებებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე არავის ვალი ექნება. “​შეიძლება მისი განცხადებების ტონალობა, ზოგჯერ კატეგორიულობაც კი იწვევდეს გარკვეულ დაფიქრებას, მაგრამ ისეთი, რამ, რა ინტერპრეტაციაც მოჰყვა მის სიტყვებს, ეს ყოვლად უმსგავსო კამპანიაა. სად მოღალატე და სად სალომე ზურაბიშვილი? სწორედ ასეთი აგრესია დაუბრუნდებათ უკან. სალომე იქნება დამოუკიდებელი,  მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ვუჭერთ მას მხარს. მისი ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე არავის ვალი არ ექნება. ერთადერთი ვალი, რომელის მას ექნება, ეს…

მეტი...