მორიგი არქეოლოგიური მასალა​ გუდიაშვილის მოედნიდან

​თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მორიგი არქეოლოგიური მასალა – სამი ქვევრი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ​სამუშაოები დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარეობს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, აღმოჩენილ ქვევრებს და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს, რომელიც აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს. ​ამავე სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის ქუჩის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი. ისინი…

მეტი...