შიდა ქართლში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი, შიდა ქართლის გუბერნიისა და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა. მას სეტყვის შედეგად სამი ნაკვეთი დაუზიანდა და გაუნადგურდა მოსავლი. კომპანია „ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 0.79 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 372.22 ლარი შეადგინა.…

მეტი...