აშშ ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, პუტინს უკრაინის სუვერენიტეტზე ელაპარაკოს

მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. დღეს, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ. გუშინ კი პრეზიდენტები ერთმანეთს მეგობრულ გარემოში შეხვდნენ და ერთმანეთს პატივისცემა ა მეგობრობა დაუდასტურეს. თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე სისასტიკეზე ესაუბროს და აუხსნას, რომ  უკრაინის სუვერენიტეტს პატივისცემა სჭირდება. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, რომ მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და პატივისცემასთან დაკავშირებით“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი. პუტინი მზაობას აცხადებს, უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის წინადადებები განიხილოს

მეტი...

“ხშირად, საქმე გვაქვს სკოლის დირექტორების უპასუხისმგებლობასთან” – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მიმართ, სკოლის დირექტორები ხშირად, უპასუხისმგებლობას იჩენენ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარება ადგილზეა შესაძლებელი და სამინისტროს მხრიდან ჩარევა არ საჭიროებს. როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა ქვეყნის რეგიონებში. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განაგრძობს სკოლების მონიტორინგს, რაც აქამდეც კეთდებოდა. “ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონებში ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაჭრან. დამოკიდებულება – სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ, ჩვენთვის მიუღებელია. არის პრობლემები, რომელთა…

მეტი...

ავლაბარში, წლობით არსებული პრობლემური გზების მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 410-მეტრიან მონაკვეთზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვლება და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება. სამუშაოებს რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასრულებს. საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპი კი თებერვლიდან დაიწყება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, როგორც წყალმომარაგების, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ადგილობრივ მოსახლეობას…

მეტი...

დიღმის ჭალების პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყება

 თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება მომავლი წლიდან დაიწყება. პროექტის პრეზენტაცია კი, უახლოეს მომავალში შედგება. როგორც კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ერთწლიანი ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. თბილისში კიდევ ერთი პარკი გაშენდება. „უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს, ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.  საუბარია 500 000 კვ.მ. ფართობზე…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისში შემოსასვლელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის – კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოწესრიგდა, როგორც წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, სადრენაჟო სისტემა. ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც  იანვარში იგეგმება. “უკვე მომავალი წლიდან შეგვეძლება, კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც დღეს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ორ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომლის…

მეტი...

ბარათაშვილი აღმართზე Bus Lane მოეწყო 

​თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ახალ რეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა. გზას კიდევ ერთი ზოლი დაემატა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი ე.წ ბასლაინი მოეწყო. ამ ფაქტს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი აზრით, ავტობუსის ზოლი გზის ორივე მხარეს უნდა იყო, რადგან ქუჩა ორმხრივია და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით  მოძრაობს. როგორც “მედიაცენტ მთავარს” თბილისი მერიის საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ბარათაშვილის აღმართზე სულ 4 ზოლი იყო. ქუჩის პარამეტრები კიდევ მხოლოდ ერთი ზოლის დამატების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ არჩევანი ქეთევან წამებულის ქუჩისკენ ამსვლელ ნაკადზე გაკეთდა. “ერთ მხარეს დავამატეთ კიდევ ერთი ზოლი “ბასლაინისთვის“. სამწუხაროდ ქუჩის პარამეტრები კიდევ…

მეტი...

ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ფსკერი მოაბეტონეს 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ხოლო მდინარის ფსკერი  მოაბეტონეს. მონოლითური ბეტონით მოეწყობა მთლიანად მდინარის კალაპოტი. ​როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, შედეგად, უხვი ნალექის დროს, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლები აღარ დაიტბორება, ხოლო მდინარის ფსკერზე დალექილი ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება. მათივე ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს უქმნიდა საფრთხეს. წყალი გადმოდიოდა კალაპოტიდან, ტბორავდა სახლებს და მოსახლეობას აზარალებდა. წლების განმავლობაში დაგროვებული სილისა და ქვა-ღორღის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე შემცირდა. სამუშაოების ფარგლებში კალაპოტი 7…

მეტი...

თბილისში, წერეთლის გამზირზე სანიაღვრე ქსელის დაზიანებულ მილებს ცვლიან

თბილისის დიდუბის რაიონში,   აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვეგანხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის N67,69,71,73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან უხვი ნალექის დროს აღნიშნულ მისამართზე მდებარე სადარბაზოები მუდმივად იტბორებოდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ კი გზაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებენ. მათივე ინფორმაციით, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში…

მეტი...

ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში LED განათება მოეწყო

ქუთაისში, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში LED განათების სისტემა მოეწყო. სკვერში არსებული ხეები ღამის საათებში, ამიერიდან მწვანედ და ლურჯად განათდებიან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, სამუშაო ა(ა)იპ “ქუთგანათებამ”  შეასრულა. აღნიშნულ სკვერში ღამის განათება პირველად მოეწყო.

მეტი...

ბარათაშვილის აღმართის, რობაქიძის გამზირის, შარტავასა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა 

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. “რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და აქვე განმარტავს, რომ გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ძირითადი, რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. ​მისივე ინფორმაციით, რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავასა და შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ…

მეტი...

თბილისში ძველ ავტოფარეხებს ანგრევენ  

თბილისის ისნის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, დაპირებისამებრ მოწესრიგდება ტერიტორიაზე მდებარე , N172-ე საჯარო სკოლის შენობასთან მისასვლელი გზა და 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება. ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს…

მეტი...

“ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ”- კახა კალაძე თავის წინამორბედებზე

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, დედაქალაქის გზები მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამოსასწორებლად, მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. ​როგორც კახა კალაძემ, დღეს, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, წლების წინ, ერთ-ორ პროექტს განახორციელებდნენ და ქალაქის მერია ამით კმაყოფილდებოდა. “სტატისტიკას თუ გადახედავთ, დედაქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად არასდროს ჩატარებულა. ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ქალაქში მდგომარეობა რამდენად მძიმეა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს კიდევ ბევრი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. წლების წინ, ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ ოთხი წლით ვართ მოსული, რაც საკმაოდ ცოტა დროა. ამ…

მეტი...

თბილისის ერთ-ერთი პარკის გარშემო 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა​

​თბილისში, გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკის გარშემო, 700 მეტრის სიგრძის საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, ხოლო პარკის ტერიტორიაზე, რომელის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი დაირგვება, მათ შორის, ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი. მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, ასევე, განთავსდება 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის…

მეტი...

თბილისში მიმდინარე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

თბილისში, ზაფხულის განმავლობაში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება და სექტემბრისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მათ შორის, დასრულებულია მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საერთი მიმართულება უკვე დასრულებულია და მეორე მიმართულების მოასფალტება უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოების მეორე ეტაპზე მოწესრიგდება ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათება და სხვა. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაშვილის აღმართზე, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარებზე ქვაფენილი მოეწყობა. მოწესრიდგება გარე განათება, ძველი ბოძები შეიცვლება და ახალი სანათები დამონტაჟდება. ადგილზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, მოწესრიგდა კლდიდან ასავლელი კიბე, რომლითაც ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქტიურად სარგებლობენ. “ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ…

მეტი...

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობაში მზის პანელები დამონტაჟდება  

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, დამონტაჟდება მზის პანელები და 100-ზე მეტი სოფელი ელექტროენერგიით მომარაგდება. საუბარია 400 -მდე ოჯახზე, რომლებსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებათ. პროექტი ​საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ წინა კვირას მიიღო. ფშავ – ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისებას და ახალ სიცოცხლეს შესძენს რეგიონს. ” ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი ტურიზმის განვითარების მიმართულებით და რა თქმა უნდა,   ინტერნეტიზაცია დამატებით შეუწყობს ხელს იმას, რომ…

მეტი...

კოსტავას ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელი პირვანდელი სახით აღადგინეს 

თბილისის მთაწმინდის რაიონში, კერძოდ, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა – ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.​ რეაბილიტაციის შედეგს შპს “თბილსერვისჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე, დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.  

მეტი...

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის სასწავლო დაწესებულებებთან ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ 

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. შანდორ პეტეფის ქუჩის N157-ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. მოეწყობა კიბემდე მისასვლელი ბილიკიც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს. ასევე, N163 საბავშვო ბაგა-ბაღის შესასვლელთან, მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე – ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის…

მეტი...

თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა 

თბილისში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 350 აღსაზრდელზე გათვლილი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. პალიასტომის ქუჩის N 1 -ში მდებარე ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.​ ​ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, ახალი ბაგა-ბაღი ​ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რაიონის გამგეობისა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგად აშენდა. ​როგორც საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე აცხადებს, საბავშვო ბაღების ნაკლებობა ჩუღურეთის რაიონისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ეტაპობრივად გვარდება. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს…

მეტი...

თბილისში კიდევ ერთი სკვერი განახლდა, რისთვისაც 180 000 ლარი დაიხარჯა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.  მოეწყო განათების სისტემა, სავალი ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანების ზოლებში კი, რულონური ბალახის საფარი დაიგო. სკვერი  სხვადასხვა სახის მცენარეებით გამწვანდა.  განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტუქტურა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ. „ჩვენი მიზანია, საბურთალოზე რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი არსებობდეს. წლების განმავლობაში, ეს ადგილი მოუწესრიგებელი იყო. ახლა კი, მოსახლეობა განახლებულ, კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მათი დაკვეთით პროექტი კომპანია შპს„გრინსერვის+“-მა განახორციელა. სკვერის რეაბილიტაციაზე 180…

მეტი...

თბილისში ოთხი სკვერი ეწყობა

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერის ეწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დღეს დაათვალიერა.    

მეტი...

წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი სამკურნალო კომპლექსი აშენდება 

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გაივლიან. შენობა უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. კომპლექსს ექნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი,  შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. ცენტრში განთავსდება მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი სამშენებლო კომპანია შპს LCONS -ის, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით (Foreign…

მეტი...

კრწანისი-შინდისის მაგისტრალზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში, ტაბიძის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებისფარგლებში, 64 კვადრატულიმეტრისფართობზერკინა-ბეტონი, 34 კვ.მ-ზეკი, ლითონისმოაჯირიმოეწყობა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მერიაში განუცხადეს. კრწანისი-შინდისის დამაკაშირებელ გისტრალზე, რომელზეც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა, გზის ჩამოშლისა და მოცურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, რაიონის გამგეობამ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. არსებულ მონაკვეთზე ასევე, მოეწყობა ტროტუარი. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობისბიუჯეტიდან 34 300 ლარია გამოყოფილი, აგვისტოს ბოლო სდასრულდება. მიმდინარე წელს, ქვემოფონიჭალის მოსახლეობისთვის რამდენიმე მისამართზე რეკრეაციული სივრცეები ეწყობა. ამეტაპზე, რუსთავისგზატკეცილის N18-შიმდებარერეკრეაციულსივრცეში გამწვანების სამუშაოები ტარდება, რუსთავისგზატკეცილის N19-შიმდებარე N4 კორპუსისმიმდებარედ კი, საბავშვოკუთხისმოწყობა უკვე დასრულებულია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაიონში არსებული კიდევ…

მეტი...

მიწისქვეშა ავტოსადგომების აშენებაში სახელმწიფომ ფული არ უნდა აიღოს – ბიძინა ივანიშვილი 

​მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით იმდენად არაეფექტიანია, რომ არც ერთი კომპანია არ ინტერესდება თბილისის მერიის შეთავაზებით. ​ ​როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას განაცხადა, იმ დროს, როდესაც ავტოსადგომებზე ასეთი მაღალი მოთხოვნაა, სახელმწიფომ მათ აშენებაში ფული არ უნდა აიღოს. “​მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს, ივანიშვილმა ერთ ლარად იყიდა პუშკინის სკვერიო, ამ დროს პუშკინის სკვერი კი არა, სასტუმროს ქვეშ მიწისქვეშა ავტოსადგომზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, მე ამას გადავიხდიდი და სალაპარაკოდ არ გავხდიდი ერთ ლარსაც, მაგრამ პროცესს ისევ “დავარღვევდი”, რაღაცას ისევ “დავამახინჯებდი” და რაღაცას…

მეტი...

მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი 9 კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება 

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მთაწმინდის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, მიმდინარე წელს, გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით,…

მეტი...

მორიგი ვანდალიზმი თბილისის ერთ-ერთ სკვერში

თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში არსებულ სკვერში, ინვენტარი დაზიანებულია, მორყეულია საპარკე სკამის ჩაბეტონებული ფეხი. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ვანდალიზმის ფაქტები, სამწუხაროდ ხშირია ქალაქში. სხვადასხვა მისამართებზე, მოქალაქეები ხშირად აზიანებენ საბავშვო ატრაქციონებს, საპარკე სკამებს, სანაგვე ურნებს, სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურას. “რამდენიმე შემთხვევაში ინვენტარი განსაკუთრებულად იყო დაზიანებული და ეს არ იყო შემთხვევითობა. ყოველი მსგავსი ქმედების შემდეგ ჩვენ მივმართავთ საპატრულო პოლიციას და ეს აქტები ფიქსირდება”, – აცხადებენ გამგეობაში.  

მეტი...

ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება

თბილისის ისნის რაიონში, ბარათაშვილის აღმართის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოძრაობა ცალმხრივად გადაიკეტება და აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. კერძოდ, 17 ივლისის, 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 18 ივლისიდან, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. ასევე, შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც. ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაწყებულ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანად მოწესრიგდება. სანიაღვრე სისტემასთან ერთად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და მოწესრიგდება…

მეტი...

ლიბანის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

თბილისის გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩის N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა. მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური, ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა გარე განათება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შემოდგომით სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.

მეტი...

ყაზბეგის მოსახლეობა სასმელი წყლის, ბუნებრივ აირისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაბა სტეფანწმინდაში, ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე სისაური. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, შეხვედრის დაგეგმვა განაპირობა მხარის გუბერნატორის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციამ, სადაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით აქტუალურია მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ქონების განკარგვის საკითხები, სასმელი…

მეტი...

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყება

​მცეთა-მთიანეთის რეგიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები იგეგმება, კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის და იბერიელის ქუჩის ჩიხების ასფალტობეტონის საფარით მოწყობა; ახალსოფლის შიდა გზის, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის ქუჩის, გალავანი – წინამძღვრიანთ კარი – ბიწმენდი – ჯიღაურა -საგურამოს დამაკავშირებელი გზის, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კილომეტრიდან წმ. დიმიტრი თესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მალე დაიწყება ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა წლის ბოლოსთვის შეძლებს ისარგებლონ კეთილმოწყობილი გზით. მათივე ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – მოსწორება,…

მეტი...

სოფელ ბალღოჯიანში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს  

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში 1.400 გრძივი მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავდროულად, იწყება სოფელში არსებული სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის მიმდინარეობა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, პარლამენტში რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილმა დაათვალიერეს. “საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, მიმდინარე წელს დაიწყება სოფელ ბალღოჯიანში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მოქალაქეებს დასვენების, ბავშვებს კი გართობის საშუალება ექნებათ. ახალი გზის მშენებლობა კი ხელს შეუწყობს ადგილობრივთა სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას“ – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა. როსტომ სესიაშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და რაიონის ყველა…

მეტი...

კოსტავას ქუჩაზე მისიწქვეშა გადასასვლელი გარემონტდება

თბილისის კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით მოქალაქეები 24 აგვისტომდე ვეღარ ისარგებმებენ. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. როგორც შპს “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები ხვალიდან,  10 ივლისიდან დაიწყება. შესაბამისად, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. „თბილსერვის ჯგუფი“ თანამოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშის უხდის შეფერხებისთვის.    

მეტი...

ღია კაფეების უმეტესობა ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ღია კაფეების დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ქვეითებისთვის შეუძლებელი ხდება ტროტუარებზე გადაადგილება , რომ არაფერს ითქვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე. როგორც თბილისის მერი ამბობს,  ვერ დაუშვებს ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. ​ ​კახა კალაძემ, ​დედაქალაქის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ  დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ. „ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს…

მეტი...

ფიფიას ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო

თბილისის დიდუბის რაიონში, ფიფიას ქუჩაზე, კერძოდ, წერეთლის გამზირის N 49/51/51-ა – სთან, 20-მდე ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს. ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ მრავალსართულიან სახლთან მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. სახლამდე ვერც სასწრაფო დახმარების თუ სახანძრო მანქანები აღწევს. გარდა ამისა, ავტოფარეხებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი უკავია, რის გამოც, ქვეითად მოსიარულეებს, ხშირად კი ბავშვებს, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ, შესაბამისად მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ​ფიფიას ქუჩაზე არსებული ავტოფარეხების დანგრევას ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების სასარგებლოდ მიიღო და ავტოფარეხების…

მეტი...

რეგიონული განვითარებისა  სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდას მივესალმები – ბექა ნაცვლიშვილი 

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება და მას შეუერთდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული იქნება მშენებლობასთან, სივრცით მოწყობასთან და განვითარებასთან. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ზოგი სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდას, მათ შორის განსაკუთრებულ ეფექტს ელის რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდის მიმართულებით. მისივე შეფასებით, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ უნდა გაკეთებულიყო და ძალიან კარგია, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება. “​ამ სამინისტროს აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება დაგროვებული ამ მიმართულებით, შესაბამისად ეს სამინისტრო ახორციელებს იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება…

მეტი...

თბილისი მთლიანად LED სანათებით განათდება 

​თბილისის ქუჩების ღამის განათების LED განათებით ჩანაცვლების პროექტზე, დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ კომპონენტს 10 წლით გადაიბარებს და ქალაქის განათებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვებული იქნება ის კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავრობას მინიმალურ საოპერაციო თანხებს შესთავაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, დაიზოგება  ელექტროენერგიისა და საბიუჯეტო სახსრები, ქალაქს კი, თანამედროვე და მოწესრიგებული გარე განათება ექნება.

მეტი...

 თბილისში მიწისქვეშა პარკირებების მოწყობით კერძო კომპანიები არ ინტერესდებიან

თბილისში, მიწისქვეშა პარკირებების მოწყობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის სურვილი, არც ერთმა კერძო კომპანიამ არ გამოთქვა. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა. დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებს, მეტროსადგური “ვარკეთილის”, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად სთავაზობდა. თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესაქტივობა საკმაოდ დაბალია. ​მისივე თქმით, ეს ბიზნესი არარენტაბელურია ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც, ამიტომ მსგავსი პროექტების სუბსიდირება ან მუნიციპალიტეტის მხრიდან ხორციელდება, ან თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს. “რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ პროცესში ბიზნესიც…

მეტი...