თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტომობილის საპარკინგე სივცრეები მოწესრიგდება 

თბილისის საბურთალოს რაიონში, საავტომობილო ნაკადებით ინტენსიურად დატვირთული სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში იგეგმება საპარკინგე სივრცეებისა და ტროტუარების მოწესრიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. აშენდება 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები. ​როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, ჩიქოვანის ქუჩა საკმაოდ ვიწრო ქუჩაა, ის დატვირთულია ინტენსიური მოძრაობით და ქვეითებისთვის ძალიან რთულია გაადგილება. ქუჩის სივიწროვის გამო ვერ ხერხდება მასზე მოძრაობის საერთოდ შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები რამდენიმე ნაწილად დაიყო. თავდაპირველად ქუჩის ერთი ნაწილი…

მეტი...

თბილისის მერიის ავტოპარკის 42 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩამოწერენ

თბილისის მერიის კუთვნილ 42 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ავტოპარკიდან ამოიღებენ. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით პრობლემებს მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან, კერძოდ, თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. “მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მფლობელებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს”, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან ქალაქში…

მეტი...

თბილისში, 90 ახალ ავტობუსს 9 თვის განმავლობაში შემოიყვანენ 

თბილისში ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს კომპანია „თეგეტა ტრაქ ენდ ბასი“ შემოიყვანს. 90 ახალი ავტობუსის შემოყვანა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის ვადაში განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული კომპანია ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის საშუალებით გამოვლინდა. „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, რომლის საერთო ღირებულება 45 მლნ ლარს შეადგენს. ​მისივე თქმით, 2018-2019 წლებში, თბილისის მუნიციპალური ავტობუსები სრულად განახლდება და ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რომელიც, კალაძის თქმით, ქალაქსა და მგზავრებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. „არაერთხელ მითქვამს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი…

მეტი...

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა 

თბილისის ვაშლიჯვრის დასახლებიდან სატრანსპორტო ნაკადების განსატვირთად, ასევე საბურთალოდან დიღმის მიმართულებით ტრანსპორტის ნაკადის გამტარობის გაზრდის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა. დღეს უშუალოდ პანდუსის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება. ​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის საშუალებით თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი, ასევე,  ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. კალაძის თქმთ, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. პროექტს ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. “ვიცით, რომ ამ ადგილას საცობების სერიოზული პრობლემა არის. ვინც მოხვედრილა ამ გზაზე, რამდენიმე საათის და წუთის განმავლობაში უწევთ საცობში…

მეტი...

თბილისში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი კერძო ტაქსების რეგისტრაცია პირველი აგვისტოდან  იწყება.  ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და სურს ანაზღაურების სანაცვლოდ მგზავრთა გადაყვანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მძღოლის სავარძლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს. ნებართვა გაიცემა ერთი წლით,  M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ტაქსის მომსახურებაზე. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ავტომობილში დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან; მგზავრთან შეთანხმების გარეშე არ გადაიყვანოს სხვა მგზავრი; ტაქსის სალონში ან საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში.…

მეტი...

მიკროავტობუსებში გასაშლელი სკამები და მგზავრების ფეხზე დგომა აიკრძალოს – პეტიცია ქალაქის მერიას  

ქალაქ რუსთავის მცხოვრებლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან და ქალაქის მერიას მთელ რიგ მოთხოვნებს უყენებენ. მათ შორის, მოითხოვენ მიკროავტობუსებში მოხსნან გასაშლელი სკამები, აიკრძალოს მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა და ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებზე დამატებითი მიკროავტობუსები დაინიშნოს. ასევე, რუსთავი – თბილისის მარშრუტზე აიკრძალოს იმ სამარშრუტო ტაქსების მუშაობა, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით. რუსთავის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან მიკროავტობუსების მძღოლების მომსახურებითაც და აცხადებენ, რომ შპს “ინტერ ტრანსის” მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან. მძღოლები მგზავრებს, ძალიან ხშირად უხეშად და უზრდელად მიმართავენ. ​მოქალაქეები მოითხოვენ აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო…

მეტი...

ბათუმის ტურისტულ ზონებში ზოგადი ხედვის კამერები ამოქმედდა

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში 125 ზოგადი ხედვის კამერა 114 ადგილზე უკვე ამოქმედდა. უახლოეს მომავალში კი კიდევ 80 კამერის ამოქმედება იგეგმება. კამერები საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებშია განთავსებული, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზე. ზოგ ქუჩასა და გზატკეცილზე 2 ან მეტი ზოგადი ხედვის კამერა მოქმედებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაოები ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და სასერვერო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს…

მეტი...

ზაფხულის სეზონზე თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადავიდა, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ახალ განრიგზე გადასვლის გამო მცირედით შეიცვალა არსებულ განრიგი და GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, 08:15-ზე გავა. მათივე ინფორმაციით, 19 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) 8 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ, როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მათივე ინფორმაციით, მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. “მატარებლების სრული განრიგი…

მეტი...

თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის 37-ჯერ ნაკლები შემცველობა ფიქსირდება – ნოე მეგრელიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა არ მოიხმარს ტყვიის შემცველ ბენზინს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, ჰაერში ტყვიის 37 -ჯერ ნაკლები შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე არის ევროპული ნორმა. როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ატმოსფერული ჰაერის მთავარი დაბინძურების წყარო დღეს არის მტვერი და აზოტის დიოქსიდი. რაც შეეხება სუნელებში ტყვიის აღმოჩენას, ის შესაძლოა მოხვედრილიყო ხელოვნური საღებავებიდან და არა ატმოსფეროდან. “ჰაერის კუთხით ვსაუბრობ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით. გარემოს ეროვნული სააგენტო ატარებს მუდმივ მონიტორინგს ატმოსფერულ…

მეტი...

“მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას” – გელა კვაშილავა გაეროს რეკომენდაციებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და ქვეყნის ახალ მთავრობას ამ მიმართულებით გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გელა კვაშვილავამ განაცხადა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ნებისმიერი გზა უსაფრთხოებაზე, რადგან მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას; სავალდებულო უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოების პროექტების დაფინანსება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კანონის აღსრულების თვალსაზრისით, რაც გაეროს ექსპერტების საქართველოში ორწლიანი მუშაობის შედეგად მიღებული რეკომენდაციების ნაწილია. გელა კვაშილავას ინფორმაციით, უპირველესი, რასაც გაერო ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას არის საგზაო უსაფრთხოების საკითხი ცენტრალურ და ადგილობრივ…

მეტი...

რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა საერთოდ არ განიხილება – ეკა ლალიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში, წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, უცნობია რა რეაგირებას ახდენს და რა პასუხი აქვს იმ უწყებების საკოორდინაციო რგოლს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამ გამოწვევებზე, ხოლო რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების თემა საერთოდ არ განიხილება. როგორც ეკა ლალიაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკოორდინაციო რგოლი არის ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა, მას აქვს მხოლოდ კოორდინაციის ფუნქცია, მაშინ როდესაც, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების თანახმად, მას უნდა ჰქონდეს მონიტორინგის, შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების გაცემის ფუნქცია. ​ ​მისივე თქმით, საკოორდინაციო რგოლის შემადგენლობაში არ…

მეტი...

გუდაურში კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროების განახლება მიმდინარეობს

გუდაურში, 30 წლის წინათ აშენებულ საბაგირო გზას, ახალი, ექვსადგილიანი, ჩახსნადი სავარძლებით აღჭურვილი, ახალი საბაგირო ჩაანაცვლებს, რომლის გამტარობა გაცილებით მაღალი იქნება. ახალი საბაგირო 2,2 მ/წმ -ის ნაცვლად, 6 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებს და 1000 ადამიანით მეტს გადაიყვანს. მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტოებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი, ირაკლი ჟოჟუაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.  პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1986 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია. როგორც მედიაცენტრ “მთავარს”…

მეტი...

ტაქსით უნებართვო მომსახურება, პირველი ნოემბრიდან დასჯადი იქნება  

ტაქსების რეგულირებისა და სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თბილისის მერია გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უკვე ძალაშია შესული და პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობა დასჯადი იქნება. როგორც ​დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა,  ტაქსების კომპანიებს რეგულაციები არ უწესდებათ. ​„ტაქსების კომპანიებისთვის არანაირი რეგულაციები არ დგება. რაც შეეხება ზოგადად, ტაქსების რეგულირებას და სატრანსპორტო პოლიტიკას, მომავალ კვირას გვექნება სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია, თუ რას ვგეგმავთ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჭრილში განხილვის თვალსაზრისით”, – აცხადებს ბითაძე. რაც შეეხება ნებართვის საფასურს, მერის მოადგილის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავომობილების მფლობელებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ,…

მეტი...

ძველი ჰიბრიდული ავტომობილები სერიოზული პრობლემაა გარემოსთვის – თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქს სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას უქმნის შემოყვანილი ძველი ჰიბრიდული ავტომობილებიდან ამოღებული ბატარეების გადაყრა. ​თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საუბარია დიზელის მიმართულებაზე და დასძინა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოყვანა, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ელექსტრომობილებზე მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა, რათა რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიოდებზე, თუმცა ჯერჯერობთ შემოდის მხოლოდ ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის, იმიტომ, რომ ეს არის ძირითადად ის ავტომობილები,…

მეტი...

გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერა ამოქმედდება

ქვეყნის მასშტაბით, გადატვირთულ საავტომობილო გზებზე, წლის ბოლომდე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება იგეგმება. ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად დადგინდა ე.წ. შავი წერტილები, სადაც მძღოლები ყველაზე ხშირია მოძრაობენ დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბებით. ასეთ ადგილებში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება. “საქართველოში არსებული საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება, ავტოსაგზაო შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა და…

მეტი...

თბილისში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, ავტომობილის ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით უკვე მესამე დღეა ამოქმედდა. გარდა ამისა, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა დამონტაჟდა,  რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. მათივე ინფორმაციით,  საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად განისაზღვრა ე.წ. შავი წერტილები, სადაც  ყველაზე ხშირად ფიქსირდება მძოლების მიერ დადგენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები.  ასეთ ადგილებზე შსს- ს სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამონტაჟდა. ვიდეოკამერების…

მეტი...

ტაქსის მომსახურების ნებართვა ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება 

თბილისის მერია ტაქსის კომპანიებს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომობილებზე ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის აღების საფასური ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ნებართვის​ასაღებად ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს. ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ. როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც, საკანონმდებლო ინიციატივას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს. მისივე განმარტებით, ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც მალე იქნება…

მეტი...

ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩებზე საგზაო მონიშვნების განთავსება დაიწყო 

თბილისის ისნის რაიონში, ავლაბრის მოედნის მიმდებარედ, ზურაბაშვილის ქუჩიდან ქეთევან წამებულის  გამზირამდე, დაახლოებით 2200-მეტრიანი მონაკვეთზე, საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყო. ქვეითთა გადასასვლელები, თერმო და ცივი პლასტით იხაზება. ის მდგრადი საღებავია და ასფალტზე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.​ ​სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე. მისი ინფორმაციით, სამუშაოებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ელიტ ტექნოლოჯი“ ასრულებს.

მეტი...

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლისტი ემსხვერპლა

თბილისში, გლდანის ხიდებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს, ერთი ადამიანი დაიღუპა. მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ის­რო­ლა. ახალ­გაზ­რდა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ადგილზე მის­ვლამ­დე დაიღუპა. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 276 მუხლის 5-ე პუნქტის საფუძველზე, რაც გაუთვალისწინებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთა ითვალისწინებს.

მეტი...

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ქანების გადაადგილებისას სიგნალიზაცია ამოქმედდება და შლაგბაუმი ავტომატურად ჩაიკეტება 

  თბილისის შემოგარენში, წყნეთი-ბეთანიის ახალგახსნილ გზაზე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაინგრა, წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება. ასევე, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, 3 წლის წინათ, მეწყერის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციისას სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება. მათივე ინფორმაციით, წყნეთი-სამადლოსა და…

მეტი...

გომბორის უღელტეხილზე დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. საავადმყოფოს მენეჯერის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორს შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენ ექვს პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. “სუზუკის” მარკის ავტობუსში, რომელიც ცოტა ხნის წინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, 27 მგზავრი, ბელორუსელი ტურისტები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნისგან ჯებირებმა იხსნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ,ზუსტად ამ ადგილას მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა,რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

მეტი...

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯება 

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობის პროცესს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას ითვალისწინებს. კვანძის მშენებლობა სამ მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, 140 ძირი ნერგი დაირგო, მათ შორის, ჰიმალაის კედარი, ტირიფი, აკაცია და დეკორატიული ტყემალი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. ​კახა კალაძის განცხადებით, დაწყებულია თამარაშვილის ქუჩის კვანძის კვლევა,…

მეტი...

სამთავრობო შავი ჯიპების გათეთრება ისევ ძალაშია 

  სამთავრობო ავტომობილების განახლების საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას. კერძოდ, საუბარია შავი  ფერის და დაბურულ ავტომობილებზე, რომლის გათეთრების პირობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დადო. ახალი პრემიერ-მიინსტრი მამუკა ბახტაძე, უახლოეს დღეებში  მთავრობას ახალ ინიციატივას წარუდგენს , რომელიც არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს – განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს შეეხება. როგორც ეკონომიკისსამინისტროში აცხადებენ, სამთავრობო ავტოპარკი შესაცვლელია. მინისტრისმოადგილის, გიორგიჩიქოვანისგანცხადებით, შავი ჯიპების ჩანაცვლება ძალაშია. “ესპროექტიძალაშირჩებადასამინისტროგეგმავსარსებულიმანქანებისელექტროავტომობილებითჩანაცვლებას, თუმცაროდისთვისმოხდებაეს, ამასვერგეტყვით“ – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

მეტი...

მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხეფასების დაქვითვას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის, კერძოდ,  კონდუქტორების და კონტროლიორების ხელფასების დაქვითვა არ იგეგმება. როგორც ირაკლი ხმალაძე აცხადებს, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვის გამო, კონდუქტორებსა და კონტროლიორებს 3 დღის ხელფასი  ჩამოეჭრებათ. „ეს არის მცდარი ინფორმაცია. ეს ადამიანები იმ მოცდენილი პერიოდის ხელფასებს, რა თქმა უნდა, უკლებლივ აიღებენ“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

მეტი...

ზაფხულის პერიოდში თბილისში, მუნიციპალური ავტობუსები ღამის საათებშიც იმოძრავებენ

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით, ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მეტროსადგურ “ახმეტელიდან” სადგურ “ვარკეთილამდე” მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 საათამდე იმოძრავებს. როგორც ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მარშრუტი იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ დედაქალაქის ტურისტული კერები დააკავშიროს ერთმანეთთან, კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი, შემდეგ მარშრუტი გაუყვება მდინარე მტკვრის სანაპიროს, გავლის აბანოთუბანს. მეტროსადგურ „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი და ამის შემდეგ დაუკავშირდება ვარკეთილს. მისივე თქმით, ავტობუსები 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მაშინ იმოძრავებენ, როცა დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტი არ იმუშავებს. ​”როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ…

მეტი...

თბილისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან 

თბილისში, ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, “ლისი ვანდერლენდში” დღეს, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი – TBILISI OPEN AIR 2018, გაიხსნება და 25 ივნისამდე გასტანს. ფესტივალს მუნიციპალური ტრანსპორტით თბილისის მერია მოემსახურება და ღონისძიებაზე დასწრების მსურველების გადაადგილებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით,„ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ. როგორც მედიაცენტრ “მთავარს”  თბილისის მერიაში განუცხადეს, TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის 5000-მდე ტურისტი. ფესტივალის გამო ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან,…

მეტი...

საქართველოში მეტროს და სამგზავრო მატარებლის ვაგონების მწარმოებელი ქარხანა აშენდება  

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში, მეტროს და სამგზავრო მატარებლის ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მოაწერეს. „რამდენიმე წლის წინ, საქართველოს 2 ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, – განაცხადა პეტერ შპულერმა.​ ​თბილისის მერის შეფასებით, ახალი ქარხნის მშენებლობა…

მეტი...

ყაზბეგის გამზირზე 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა

თბილისში კიდევ ერთი ველობილიკი მოეწყობა, კერძოდ, საუბარია ყაზბეგის გამზირზე არსებული ვასო გოძიაშვილის სახელოების ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა. “წითელი ბაღი” მოიცავს 35 ათას კვ.მ ტერიტორიას. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჭადრაკო დაფა, საბავშვო სათამაშო მოედნები, საპიკნიკე სივრცეები. ასევე “დეკის” ბილიკით გამოყოფილი სავარჯიშო და დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე და მცირე ზომის ღია კინოთეატრი, დახურული სივრცე კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბაღის სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 25 ივნისს დასრულდება.ბაღის რეაბილიტაცია წელს…

მეტი...

მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოსიპედით დადის

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე სამსახურში ველოსიპედს ინახავს, რომელსაც მერიაში მისასვლელად, ან ახლო მანძილზე გადასაადგილებლად იყენებს. ​ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება: “ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე ოფისიდან მერიაში საკუთარი ველოთი მიდის. მიცკევიჩიდან შარტავამდე ხომ არ არის შორი, მაგრამ მერიამდე ველოსიპედით მისვლა ავტომობილზე უფრო სწრაფად და კომფორტულად შეიძლება. ახლო მანძილებზე მანქანით მოძრაობა დანაშაულია, ხოლო ველოსიპედით სიარული სასიამოვნოც არის და სასარგებლოცო. თავის ძველ, გერმანულ ველოსიპედს სამსახურში ინახავს და მერიაში, ან ახლო-მახლო საქმეზე ტრანსპორტირებისთვის იყენებს. დღეს ოფისთან გამოვიჭირე და გადავუღე. მეც კი მაგულიანებს: იყიდე, მეორადი იაფია და ერთად ვიაროთო,…

მეტი...

Myway Airline -მა პირველი ფრენა განახორციელა და ხარკოვში საზეიმოდ დახვდნენ 

ახალმა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airline -მა ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან ხარკოვის მიმართულებით დაიწყო. პირველ რეისს თბილისი–ხარკოვი–თბილისი ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. როგორც ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა, ვლადიმერ ვასილჩენკომ აღნიშნა, ახალი რეისის გახსნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი საფუძველი იქნება. „თბილისი-ხარკოვს შორის ფრენები 40 წელზე მეტია ხორციელდება. პირველი ფრენა 60-იან წლებში განხორციელდა და როგორც ამბობენ, 100%-იანი დატვირთვით“, – განაცხადა მან. Myway Airlines -ის კომერციული დირექტორის მოადგილე გრიგორი პომერანცევს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფრენები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის: „ხარკოვის მიმართულებით პირველი რესისი წარმატებული ნაბიჯია. Myway Airlines არის სრული მომსახურების პაკეტის მქონე ავიაკომპანია და ჩვენ ვხედავთ დიდ…

მეტი...

თბილისში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ყვითელი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსებია – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამონაბოლქვი ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია. დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მერია, ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში, თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას წარმოადგენს, რომლებიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი და მოძველებული სატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებას გულისხმობს. „ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა…

მეტი...

მგზავრმა ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი თაღლითობაში ამხილა

​თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს მგზავრები თაღლითობაში ხშირად ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში კონკრეტული ფაქტის შესახებ წერს, თუ როგორ შეჰყავდა მძღოლს მიკროავტობუსის მგზავრები შეცდომაში და აიძულებდა მათ 0,65 თეთრის ნაცვლად 0,80 თეთრი გადაეხადათ. ” მეგობრებო! დღეს მიკროავტობუსით მგზავრობისას მძღოლი მგზავრებს გვაფრთხილებდა, რომ ბარათის წამკითხველები არ მუშაობდა და მგზავრობის საფასურის ქეშად გადახდას მოითხოვდა. ყველამ იცით,რომ ბარათის განმეორებით გადახდის შემთხვევაში მგზავრობაზე ფასდაკლება მოქმედებს და 0,80 თეთრის ნაცვლად 0,65 თეთრი გეჭრება. ჩასვლისას ბარათით მაინც გადავიხადე და აღმოჩნდა, რომ ბარათის წამკითხველი სულაც არ იყო დაზიანებული, მგზავრობის თანხაც ჩამოიჭრა ანგარიშიდან. ასე რომ, თუ რომელიმე მძღოლისგან მსგავს რამეს მოისმენთ,…

მეტი...

“ბავშვთა დღეს” დატრიალებული ტრაგედიის დეტალები – მთაწმინდის საბაგიროს ავბედითი კონსტრუქციის შესახებ

28 წლის წინ, ზაფხულის პირველი დღეს თბილისში, საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 1990 წლის პირველ ივნისს, მთაწმინდის საბაგიროზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 42 –  დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხის №5 საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ „ბავშვთა დღის“ აღნიშნავად. მცირე ნაწილი ჯარისკაცები, დანარჩენი კი უბრალო მოქალაქეები. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ კაბინაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი ირაკლი ჟოჟუაშვილი განუმარტავს,​ ​უბედური შემთხვევა ორი კაბინის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ. წითელი კაბინა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ…

მეტი...

თბილისის სამ მარშრუტზე, საშუალო ტევადობის ავტობუსების ნაცვლად, დიდი ავტობუსები დაინიშნება

​თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, დედაქალაქის გზებზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების პროექტი განიხილეს, რაც, კალაძის შეფასებით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული რაიონებისა და ქუჩებისთვის, სადაც მუდმივად არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ზოგ ქუჩაზე კი საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ცდის ინტერვალი. ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება. “როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება. კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი,…

მეტი...

ელექტროავტობუსების იმპორტი თუ ადგილობრივი წარმოება – თბილისის მერიის ინიციატივა პარლამენტს 

თბილისის მერია გამოდის ინიციატივით, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს და შესაბამისი წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ასეთი ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად. “ეს ჩვენი მხრიდან ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ამ საკითხს განიხილავენ და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ. ​ ​მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ელექტროავტობუსების საქართველოში წარმოებას გეგმავს კომპანია „ფრეგობასი“, გერმანულ კომპანია EURABUS -თან და ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-თან ერთად, სადაც…

მეტი...