ბიოპროდუქტების მწარმოებლები შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდნენ 

სიმწვანე, მწვანე, გარემო, ბიოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა და ასე შემდეგ, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აღნიშნული მიმართულებით არაერთ ინიციატივას  შემოდგომით წარმოადგენს. მანამდე კი ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებლები საგადასახადო ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდნენ. მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი ამბიცია სწორედ საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნად გადაქცევაა. მისი განცხადებით, მეწარმეები, ვინც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, სახელმწიფოსგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ. „მართალია, ნატურალური პროდუქტების ნაწილი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდა, თუმცა, ჩვენი გეგმები გაცილებით ამბიციურია. ამ პოლიტიკას შემოდგომაზე წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში იქნება, სადაც ჩვენ აქცენტი, სწორედ, ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური…

მეტი...

“დროულად მიმართეთ რაბიოლოგს, თუნდაც ცხოველი იყოს აცრილი” – ვახტანგ ლომჯარია 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდის ჩათვლით, თბილისში ცოფის მხოლოდ ერთი შემთხვევა, ივერთუბანში დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანია კლებაა. დედაქალაქში შარშან ცოფის 7 შემთხვევა გამოვლინდა. ​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამიერიდან დაკბენასთან და ცხოველის აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებული მონაცემები აღირიცხება. როგორც წესი მსგავსი მონაცემების შეგროვება სამსახურში აქამდე არ ხდებოდა, ამის გამო, რთულია ზუსტი ციფრების დასახელება, გაიზარდა თუ არა შინაური ცხოველის მიერ ადამიანების დაკბენისა და დაკაწვრის შემთხვევები. ​ვახტანგ ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ რაბიოლოგთან მიმართვიანობის გაზრდა განპირობებული იყოს მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობით და არა დაკბენის ფაქტების მატებით.…

მეტი...

მაშველებს ყველაზე ხშირად კორპუსების საჰაერო მილებში ჩაცვენილი კატების გადასარჩენად იძახებენ  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მაშველებს, გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირად, მრავალსართულიანი სახლების საჰაერო მილებში ჩაცვენილი კნუტებისა და კატების გადარჩენა უწევთ. ​ამასთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს მოუწოდებს იზრუნონ ამ პრობლემის მოგვარებაზე, საჰაერო მილი ბადით ჩაკეტონ, რათა მასში ცხოველმა ვეღარ შეაღწიოს. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ დღეს განაცხადა, ​სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამაშველო ოპერაციები, რომელთა რაოდენობაც, შარშანდელთან შედარებით 25 %-ით გაიზარდა. მარტო გაზაფხულის განმავლობაში 102 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ასევე ხშირია, შემთხვევები, როდესაც კნუტები და ლეკვები ავტომობილის ძრავში ძვრებიან და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. მისივე ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის…

მეტი...

პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაკბენის ფაქტები ხშირია – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, შინაური ცხოველების მიერ მოქალაქეთა დაკბენის ფაქტები პატრონიანი ცხოველისგან უფრო ხშირია, ვიდრე მიუსაფარი ცხოველისგან. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ დღეს განმარტა,  მიუსაფარი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის მამოტივირებელი შესაძლოა იყოს ლეკვები ან კნუტების დაცვის ინსტიქტი, ძირითადად მდედრი ცხოველის მხრიდან, სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს ცხოველის ფსიქიკური აშლილობა, ან თავის დაცვა ადამიანის აგრესიისგან. “ნებისმიერ აგრესიაზე ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. პატრონები ხშირად არ ზრუნავენ საკუთარი ცხოველის ხასიათის კორექტირებაზე. არ იცავენ გასეირნების პირობებს, მათ შორის ალიკაპის გამოყენებას. ცხოველი უნდა ასეირნო მოკლე საბმელით, ან გრძელი საბმელით და ალიკაპით. ასევე,…

მეტი...

თბილისში მტვრის მასები ვრცელდება

თბლისში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში დღეს მტვრის მასები ვრცელდება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა, მტვრის რა­ო­დე­ნო­ბა და­საშ­ვებ ნორ­მას 4-ჯერ აჭარ­ბებს მოსაზღვრე ქვეყანში, აზერბაიჯანში.  BAKU.WS-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით,  მტვრის ღრუ­ბე­ლი  თურ­ქმე­ნე­თი­დან შე­ვი­და.

მეტი...

“იქნება გადავხედოთ გაცემულ ნებართვებს” – ნინო ჩხობაძე ხე-ტყის უკანონო ჭრაზე 

მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ხე-ტყის მასობრივი ჭრის აღსაკვეთათ ხელისუფლებას ურჩევს დაინტერესდნენ კანონიერი გზით გაცემული ნებართვებით და ხე-ტყის სახერხი საამქროების მუშაობით, რომლებიც საქართველოში მრავლად არის. ასევე, დასარეგულირებელია ბაზარი. როგორც ნინო ჩხობაძემ მედიაცეტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ძალიან ბევრი სახერხია გახსნილი საქართველოში, რომელიც ადგილზე მოჭრილ ხე-ტყეს ამუშავებს. ასევე  სერიოზული კვლევაა საჭირო თუ რა ხდება ბაზართან მიმართებაში. ​მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვის დროზე და ახლაც, გარემოს დაცვის სამინისტრომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მასობრივი ჭრები და მუდმივი კონტროლი დაწესებულიყო, მაინც ხდება არალეგალური ჭრები და საკმაოდ მაღალი პროცენტით. აქედან გამომდინარე, ჩხობაძის…

მეტი...

ტყე გამოიყენება შეშად, რაც შესაცვლელია – ლევან დავითაშვილი “სატყეო კოდექსზე”   

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო “სატყეო კოდექსს” მთავრობას სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვი​ს წარუდგენს. დოკუმენტში საუბარია რამდენიმე მიმართულებით რეფორმების გატარებაზე და საკანონდებლო ცვლილებების განხორციელებაზე. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ტყის მართვასთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს საქართველოში პრობლემებია. ტყე გამოიყენება სოციალური დანიშნულებით, გათბობის მიზნით, მაშინ, როდესაც მას სოციალური და ეკოლოგიური ფუნქცია აქვს. “დღეს ტყე გამოიყენება საშეშედ და გასათბობად, რაც შესაცვლელია. ჩვენი რეფორმები იქნება რამდენიმე მიმართულებით, ეს უკავშირდება კანონმდებლობის მოწესრიგებას, ვფიქრობთ, მომავალ კვირას წარმოვადგენთ ახალ სატყეო კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის ახალ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. ეს კოდექსი…

მეტი...

პირველად მოვისმინე სტიქიის მიზეზების სწორი შეფასება – თეიმურაზ კანდელაკი

ორგანიზაცია “მეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ ჭუბერის წყალდიდობის შემდეგ, მან პირველად მოისმინა მთავრობის მეთაურის მხრიდან სტიქიის მიზეზების სწორი შეფასება, რადგან, მანამდე, ყველა ხელისუფლების პირობებში თავს არიდებდნენ ტყეების უკონტროლო ჭრის პრობლემაზე საუბარს. “მას შემდეგ რაც მოხდა ჭუბერის წყალდიდობა, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს მოხდა ტყეების გაჩეხვის გამო. მსგავსი რამ პირველად და სწორად ითქვა ხელისუფლების მხრიდან. ყველა მანამდელი ხელისუფლება ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს”,  – აცხადებს მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეიმურაზ კანდელაკმა დღეს განაცხადა,  ცნობილი ფაქტია, რომ ხე-ტყე სვანეთის მოსახლეობისთვის საარსებო წყაროა, მაგრამ როდესაც საუბარია უკვე ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევაზე,…

მეტი...

სატყეო სააგენტო უნდა იყოს ცალკე ორგანო – თეიმურაზ კანდელაკი  

​ორგანიზაცია “მეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის,  ​სატყეო სააგენტოს, გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროდან გამოყოფას და მის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ასახელებს. ​”სატყეო სააგენტო უნდა იყოს ცალკე ორგანო, მას არაფერი ესაქმება გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. გარემოს დაცვის სამინისტრო იყო მაკონტროლებელი ორგანო, ახლა ის ჭრის კიდეც, გეგმავს კიდეც და აკონტროლებს კიდეც. სატყეო მეურნეობის ორგანოს ჰქონდა მონიტორინგის ფუნქცია და რეგიონული სამსახურები, დღეს ეს ყველაფერი მოშლილია. 2016 წლის მონაცემებით, 88 ჰექტარით არის შემცირებული სვანეთის ტყის ფონდი”, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი. ​მეტყევე საუბრობს ტყის მასივების გაჩანაგების სხვადასხვა…

მეტი...

სვანეთის სტიქიაში ჰესის მშენებლობის ფაქტორი ძალიან მცირეა – თემურ კანდელაკი

ორგანიზაცია “მეტყევეთა საზოგადოების” პრეზიდენტი თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ სვანეთის ბოლო ხანების სტიქიაში ჭუბერში ჰესის მშენებლობის ფაქტორი ძალიან მცირეა, რადგან მაშინ საუბარი იყო ხეების 200 ჰექტრამდე ფართობზე მოჭრაზე. პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა, სვანეთში ტყეების უკანონო ჭრა მიმდინარეობს და ტყის დიდი ფართობები ნადგურდება. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ კანდელაკმა დღეს განაცხადა,  საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 550 ხის საამქრო, არალეგალური სამხერხაოები კი გაცილებით მეტია. მისივე თქმით, 2003-2004 წლების შემდეგ შეწყვეტილია ტყეების ხელოვნური განახლება. “გავრცელებულ კადრებში თქვენ ნახეთ ყველამ, რომ დაცურებით მოაქვთ ხე-ტყე. კარგად მახსოვს, როდესაც ზუგდიდში ენგურის ქაღალდის კომბინატი მუშაობდა, მაშინ სვანეთი ამარაგებდა ხე-ტყით და…

მეტი...

დავივიწყოთ ტყე როგორც რესურსი და მივიღოთ ის დაცვის ფუნქციით – ნინო ჩხობაძე

მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ სვანეთში მდინარე ნესკრას ადიდების ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო გაჩეხილი ტყეები. დასახლებულ პუნქტში წყალი რომ შევიდა ნიშნავდა იმას, რომ ტყემ ვერ შეაჩერა წყლის ნაკადი. მისივე თქმით, მთაში უნდა აიკრძალოს პირწმინდა ჭრა, რადგან ის აღმოცენების ნაკლები უნარი აქვს ტყეს, ვიდრე ბარში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ავირიდოთ თავიდან ღვარცოფები. როგორც ნინო ჩხობაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ადიდებულმა მდინარე ნესკრამ მოჭრილი მორები ჩაგამოტანა, რაც იმას მოწმობს, რომ რეგიონში ტყის უკონტროლო და მასშტაბური ჭრა მიდის. მისივე თქმით, საქართველოში ტყეების პირველი ფუნქცია არის დაცვითი, ის არის მდინარის ნაპირების გამაგრების საშუალება,…

მეტი...

კატასტროფა მოხდა იმიტომ, რომ გაჩეხილია ტყე – თეიმურაზ კანდელაკი სვანეთის მეწყერის მიზეზებზე

საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის პროფესორი, მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ტყეების განადგურების რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მათ შორის, უნებართვოს ჭრა, დაავადებები, ხანძრები, არ მუშაობს ტყის აღდგენის პროგრამები, საქონლის ძოვება, შეშა და სხვა. მისივე თქმით, ჰესების ასაშენებლად ხეების მოჭრა არ გამოიწვევს მეწყერულ პროცესებს, პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია. უკონტროლო ჭრის გამო იჭრება ნიადაგის დამცველი ფუნქციის მქონე ტყეები. როგორც თეიმურაზ კანდელაკმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​საქართველოში ტყეებს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, სასწრაფოდ შესამუშავებელია სწორი სტრატეგია, ამ პროცესში უნდა ჩერთონ მეტყევეები, რომლებიც არ არიან დღეს სათანადოდ წარმოდგენილნი. “სვანეთი ტყის გარეშე წარმოუდგენელია, ბუნება ვეღარ უძლებს ასეთ ჩარევას. საქართველოში…

მეტი...

ხაიშელები სანქციებს გადაურჩნენ, თუმცა მოლაპარაკების მეორე ეტაპი გაცილებით რთული იქნება  

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა დროებით გახსნეს, თუმცა ხე-ტყის უკანონო ჭრის კონტროლი მკაცრდება.  ადგილობრივები ხე-ტყის საჭრელ ე.წ. ცეხებს თვითნებურად ვერ ამუშავებენ და არალეგალური ქმედებებისთვის შესაბამისად აგებენ პასუხს. ადგილობრივებმა სავალი გზა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შემდეგ გახსნეს. “დაგვპირდნენ, რომ მაქსიმუმ ათ დღეში მთავრობა გაფართოებული ფორმატით ჩამოვა აქ და ყველა საკითხს გავივლით. ხეების ჭრა ჩვენი სურვილით არ ხდება, ეს არის არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვენი გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „მთავართან“ საუბრისას. აქციის მონაწილეების თქმით, თუ…

მეტი...

ნიტრატების გადაჭარბებული ოდენობა ნესვში აღმოაჩინეს

ბათუმსა და ქუთაისის სავაჭრო ობიექტებიდან აღებული ნესვის ნიმუშებიდან, ორ მათგანში, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, კერძოდ, რაოდენობამ შეადგინა  480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 212 მგ/კგ (ნორმა – 90 მგ/კგ). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ  სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა. მათივე ინფორმაციით, აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე  ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20  ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია…

მეტი...

სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საქართველოში 1500 ბავშვს გამოიკვლევენ 

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელ თაკო უგულავას განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საქართველოში სექტემბრიდან 2-დან 10 წლამდე ასაკის, 1500 ბავშვს ჩაუტარდება კვლევა. გაეროს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევლენ 14 000 ოჯახში და ოჯახის ირგვლივ არსებულ ყველა ფაქტორებს შეისწავლიან, მათ შორის ბავშვის და დედის მდგომარეობას, დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობას, ბავშვის ჯანმრთელობას, ექიმს როგორ მიმართავენ, აქვს თუ არა ბავშვს სახლში სათამაშო და სხვა. კითხვარის გარდა, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გაზომვა – აწონვა  განხორციელდება, რის მიხედვითაც დადგინდება ნუტრიციული დეფიციტი. ​როგორც თაკო უგულავამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყარო შესაძლოა იყოს წყალი, რომელიც…

მეტი...

თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის 37-ჯერ ნაკლები შემცველობა ფიქსირდება – ნოე მეგრელიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა არ მოიხმარს ტყვიის შემცველ ბენზინს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, ჰაერში ტყვიის 37 -ჯერ ნაკლები შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე არის ევროპული ნორმა. როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ატმოსფერული ჰაერის მთავარი დაბინძურების წყარო დღეს არის მტვერი და აზოტის დიოქსიდი. რაც შეეხება სუნელებში ტყვიის აღმოჩენას, ის შესაძლოა მოხვედრილიყო ხელოვნური საღებავებიდან და არა ატმოსფეროდან. “ჰაერის კუთხით ვსაუბრობ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით. გარემოს ეროვნული სააგენტო ატარებს მუდმივ მონიტორინგს ატმოსფერულ…

მეტი...

დიდ დიღომში, რეკრეაციულ ზონაში დაწყებული მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მერიამ, დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობის შეჩერებისა და ნაგებობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მშენებარე ობიექტის ფოტოები თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ რეკრეაციულ ზონაში მსგავსი ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, დარღვეულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ყველანაირი პირობა და ყველანაირად პრობლემას წარმოადგენს ამ ობიექტის პროექტის განხორციელება. ​ ​კალაძის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარი შევიდა მერიაში. კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, ობიექტის მესაკუთრის უფლებები მაქსიმალურად დაიცვან, შეხვდნენ მესაკუთრეებს და საჭიროების შემთხვევაში…

მეტი...

ყველას გასაგონად, ვინც თბილისის მერიას შანტაჟის ტონით ესაუბრება – მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოზე  

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააგენტოს თითოეული თანამშრომლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია. მაია ბითაძე რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კადრები დადგმულია და მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. „ყველა ადამიანის გასაგონად, რომელიც მანიპულირებს და შანტაჟის გზით ელაპარაკება თბილისის მერიას, მათ შორის, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, ხაზგასმით მინდა ვთქვა – ძალიან ვთხოვ, დააფასოს თითოეული ადამიანის შრომა,…

მეტი...

მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერით ჰაერის დაბინძურებაზე რეგულაციები გამკაცრდება

თბილისში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით რეგულაციები გამკაცრდება. ცვლილებები მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და საშენი მასალების ტრანსპორტირებას შეეხება. დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას გულისხმობს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი და კომპლექსური პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა, რასაც მასშტაბური მიდგომები სჭირდება. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, სერიოზული პრობლემაა მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი. “ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი…

მეტი...

თბილისის პარალელურად ცხოველების კასტრაცია ქვეყნის რეგიონებშიც უნდა დაიწყოს

თბილისში მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად, დედაქალაქის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ყველაზე ჰუმანური და ეფექტიან მეთოდად, სტერილიზაცია – კასტრაცია მიაჩნიათ. თუმცა თბილისის პარალელურად პროცესი ქვეყნის რეგიონებში უნდა დაიწყოს, რადგან დედაქალაქში ცხოველთა რაოდენობის შემცირებას არ მოჰყვეს რეგიონებიდან მათი შემოდინება. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა,  საქართველოში მიუსაფარი ცხოველები ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოდიან და შემდგომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდებიან, უშუალოდ თბილისში კი ქუჩის ცხოველები ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან შემოდიან. მისივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. “კასტრაცია -სტერილიზაციის ოპერაციას ჩვენთან ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტები ატარებენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ერთ-ერთი მთავარი…

მეტი...

ძაღლებისა და კატების მოშენებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება

შინაური ცხოველების გამრავლებისთვის, მათ მეპატრონეებს მალე, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს, ​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს შინაური ცხოველების გამრავლების კონტროლს. კერძოდ, ადამიანს, რომელსაც სურს ცხოველების მოშენება, დასჭირდება სპეციალური ნებართვა, ლიცენზია. “ეს საკანონმდებლო ცვლილება შედეგად მოგცემს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას ჰუმანური მეთოდებით, მათი გამრავლების უნარის შეზღუდვას სტერილიზაცია-კასტრაციით, ასევე, შესაძლებელი იქნება  ცხოველების გამრავლების გაკონტროლება”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია. ​მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც არ აპირებენ თავიანთი ოთხფეხა ბინადრის გამრავლებას, უმჯობესია მას კასტრაცია-სტერილიზაცია ჩაუტარონ, რათა ცხოველი…

მეტი...

კასტრაცია-სტერილიზაცია ცხოველს იცავს სიმსივნური დაავადებებისგან – ვახტანგ ლომჯარია

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ შინაური ცხოველი გამრავლების მიზნით არ ჰყავთ და მათთვის ეს ბიზნესის წყაროს არ წარმოადგენს, იზრუნონ მათ კასტრაცია-სტერილიზაციაზე. ამ შემთხვევაში ცხოველი დაცული იქნება სხვადასხვა სიმსივნური დაავადებებისგან და რამდენიმე წლით გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. ​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუსაფარ ცხოველებს თბილისის მასშტაბით, წელიწადში 4 000-მდე კასტრაციის ოპერაცია უტარდებათ, პირველი სამი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა 270-მდე ოპერაცია. დღეში საშუალოდ  17 ოპერაციაა ტარდება. ​ლომჯარიას თქმით, ეს ძალიან ცოტაა იმ ფონზე, რა რაოდენობის ცხოველის არსებობს დედაქალაქში. “საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ჯიშების შენახვის მხრივ, აკრძალულია მეტისების…

მეტი...

ზაფხულში ავტომობილში შინაური ცხოველის დატოვება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს  

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ავტომობილების მფლობელებს მოუწოდებს, ავტომობილის დაძვრამდე დარწმუნდნენ, მის ქვეშ სიცხეს თავშეფარებული ცხოველი ხომ არ წევს და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ მოძრაობა. ასევე, ცხელ ამინდებში  გაჩერებული ავტომობილის სალონში უმეთვალყურეოდ არ დატოვონ ოთხფეხა მეგობარი,  რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს. ​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა,  არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც კატები ან მცირე ზომის ძაღლები მძღოლებს გაუფრთხილებლობის გამო მოუკლავთ. “ავტომობილების ქვეშ შეფარებული ცხოველების გაუფრთხილებლად მოკვლის შემთხვევები არის, მაგრამ საბედნიეროდ ხშირად არა. ამიტომ ყოველთვის, ავტომობილის დაძვრამდე სასურველია მცირე დროით ჩართული ძრავით გაჩერდეთ. მცირე პაუზა სავსებით საკმარისია…

მეტი...

ვაქცინირებული პირუტყვის რძე და ხორცი ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ უნდა გამოიყენებოდეს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსულ-ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ აცრა მიმდინარეობს. ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჟამად 150 000-ზე მეტ მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა აჭარაში, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში. ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ.​ ​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებულ პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით, შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით გადაცემა.​ ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება!​ მათივე…

მეტი...

ხილი მაშინ არის სასარგებლო, როცა მის შემადგენლობაში ყველაფერი ნორმაშია – ეკოტოქსიკოლოგი

​გაეროს ექსპერტი, ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ ხშირად სეზონური ბაღჩეული კულტურებისა და ხილის ტრანსპორტირება ხორციელდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლის საბარგულით მანამდე სასუქი ან რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებები გადაზიდეს, ამ თვალსაზრისით არ ხორციელდება კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია როგორ მოიყვანეს ნაყოფი, წელიწადის რა დროს მოიკრიფა და სხვა. ​როგორც ხათუნა ახალაიამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხილი მაშინ არის სასარგებლო, როცა მის შემადგენლობაში ყველაფერი ნორმაშია. მისი დაბინძურების პირველწყარო კი არის ფერმერი, რომელიც იყენებს მინერალურ სასუქს ისე, რომ ხშირ შემთხვევაში არ იცის მისი საჭირო ოდენობით გამოყენების წესები. ახალაიას მიაჩნია, რომ ფერმერულ მეურნეობებში აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს გამოყენებული ქიმიური სასუქები.…

მეტი...

საზამთროსა და ნესვში აღმოჩენილი ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას აღემატება – ეკოლოგი

​გაეროს ექსპერტის, ეკოტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,  სეზონურ ხილში, კერძოდ, საზამთროსა და ნესვის შემადგენლობაში, დაშვებულ ნორმაზე 3-4 -ჯერ მეტი ნიტრატები და ნიტრიტებია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი პროგრესი არ ხდება ფერმერულ მეურნეობაში, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა აწარმოონ ფერმერებმა ასეთი ტიპის პროდუქტები. როგორც ხათუნა ახალაიამ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ძალიან რთულია ვიზუალურად ნიტრიტებისა და ნიტრატების გაკონტროლება, ამიტომ უმჯობესია მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში და ბაზარში შეიძინონ, ვიდრე ქუჩაში ღია ბაზრობებზე. “ფერმერულმა მეურნეობებმა თავადვე უნდა იფიქრონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს…

მეტი...

მდინარე ნენსკრაზე დროებით პანელური ხიდი მოეწყობა ​

მესტიის მუნიციპალიტეტში, ადიდებული მდინარე ნენსრკას საშენი და ნაშალი მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარეზე 50 მეტრიანი პანელური ხიდი მოეწყობა, რომელიც ჭუბერის ორივე მხარეს მანამდე დააკავშირებს ერთმანეთთან, სანამ აღდგება მდინარეზე არსებული ხიდები. პანელური ხიდის დამონტაჟება 3-4 დღის განმავლობაში დასრულდება. ხიდი ადგილზე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სამსახურის მოთხოვნით  ჩაიტანეს. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მდინარის დონემ ამ დროისთვის 1 მეტრითა 300 სმ-ით დაიკლო. დილიდან მიმდინარეობს ნაპირის გამაგრება და გაწმენდის სამუშაოები. ცდილობენ მდინარეს კალაპოტი შეუცვალონ, რათა არ შეუქმნას საფრთხე მოსახლეობას. ხეობაში 50 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, ​​მათივე ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის…

მეტი...

მოსახლეობის მიერ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერა იწყება – კონკურსი “ეკომონადირე” 

საქართველოს ეროვნულიბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ-სთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „ეკომონადირე”, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ  თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმა iNaturalist -ის საშუალებით. ​პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, iNaturalist -ი ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და…

მეტი...

პრემიერის შეფასებით, სვანეთში სტიქიის პროვოცირებას ტყის ჩეხვამ შეუწყო ხელი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე სვანეთში მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს. მისი მოსაზრებით, მიმდინარე პროცესებს ტყის უსისტემო ჭრამ შეუწყო ხელი, ამდენად ტყის უსისტემო ჭრა მისახედია. „სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექის მოსვლამ. მისგან დაზღვეული არავინაა“, – განაცხადა ბახტაძემ. პრემიერმა შეფასება მესტიაში მიმდინარე  ჰესის მშენებლობაზეც გააკეთა და აღნიშნა რომ…

მეტი...

ნენსკრაჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს – სეისმოლოგი მესტიის სტიქიაზე

​ნენსკრა ჰესს ამ კონკრეტულ შემთხვევაში განვითარებულ მოვლენებთან საერთო არ აქვს, როგორც მდინარე ოკრილა, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, ჰესისგან 2 კმ-ით არის დაშორებული. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს, რადგან ადვილი შესაძლებელია ​მსგავსი პროცესები მდინარე ნენსკრაზეც განვითარდეს. “ყოველ წუთს ვარ მზად ჩავიდეს ადგილზე, თუ გამოიყოფა ამისთვის ვერტმფრენი. სამეცნიერო გუნდმა უნდა დაათვალიეროს, რა მდგომარეობაა ადგილზე. რამ გამოიწვია ეს პროცესები. ვიზუალური დაკვირვების გარეშე ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. იმიტომ, რომ ერთადერთი საშუალება გარდა ვერტმფრენისა ამ შემთხვევაში არ ასებობს. რეგიონი გარესამყაროს მოწყვეტილია, არ არის გზები, ყველა ხიდი წაღებულია. აქედან გამომდინარე ვიზუალური…

მეტი...

სვანეთში ამინდის გაუარესების შემთხვევაში ღვარცოფის რისკი მაღალია

„სვანეთში ამინდის გაუარესება  მიმდინარე პროცესებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მოჭარბებული ნალექი შესაძლებელია,  მეწყრული პროცესების ტრიგელი, მამოძრავებელი გახდეს“ – განაცხადა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით,  მდინარეებზე მონიტორინგი არ ხორციელდება. „მდინარეებზე მონიტორინგი  უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ხდება.  ერთადერთი, სადაც  მონიტორინგის სისტემა დაყენებულია,  ვერეს ხეობაა, სხვაგან –  არსად.  ამინდის გაუარესება გამოიწვევს ნალექის მომატებას, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს გრუნტის გაჯერებას. გრუნტის წყლით გაჯერება კი ღვარცოფულ პროცსების დიდი რისკია.  რისკი ნამდვოდა არსებობს, ნებსმიერი ძლიერი წვიმის დროს ღვარცოფის  რისკი იზრდება“, – განაცხადა გოდოლაძემ „მთავარში“ სვანეთში მიმდინარე მეწყრული…

მეტი...

გეოლოგები პროცესებში ვერტმფრენის სასწრაფოდ ჩართვას ითხოვენ – სტიქია სვანეთში

  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, დისტანცირებულად უჭირს იმის თქმა თუ რეალურად რა მოხდა ადგილზე, მაგრამ ვარაუდობს, რომ სტიქია მდინარე ნესკრაზე მასშტაბურმა წყალმოვარდნა გამოიწვია. შედეგად, მდინარე ოკრილაში წამოვიდა მასშტაბური ღვარცოფი. შესაძლოა ამას მთის მასის ჩამოწოლაც გამოეწვია. “​ეს არის ბუნებრივი პროცესები. გაზრდილია ნალექიანობა. წყალმოვარდნა დამახასიათებელია საქართველოს მთის მდინარეებისთვის, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან. შარშან მესტია-ჭალაზე რომ განვითარდა ღვარცოფული მოვლენები, ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო”, – აცხადებს თეა გოდოლაძე. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ​​სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა…

მეტი...

გლდანიში, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკი და ამბრის ხეების ხეივანი გაშენდება  

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პარკში ამბრის ხეებისგან ხეივანი და ველობილიკები მოეწყობა​. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ​პროექტის ფარგლებში იგეგმება კალათბურთის მოედნის, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო სივრცის, სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, სარწყავი სისტემის მოწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო.

მეტი...

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება ტერიტორიები აჭარის, გურიის, მერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლებში. ივლისის შუა რიცხვებიდან იგეგმება საყანე ფართობების შეწამვლა. როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის, ნიმფების დაფრთიანებამდე მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა – საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.​ ​მათივე ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ასევე, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე…

მეტი...

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ქუჩის ძაღლების გამოსაკვები აპარატები განთავსება 

​ ცხოველთა უფლებების დამცველი თეიმურაზ წიქორიძე რუსთავის ავტობაზრობის შემთხვევას სოციალური ქსელით ეხმიანება და ბაზრობის დირექტორთან სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროვებს. როგორც ცხოველთა დამცველი წერს, რუსთავის ავობაზრობის ადმინისტრაციას ძალიან აწუხებს უპატრონო ძალების პრობლემა. ზოგჯერ არის ადამიანების დაკბენის ფაქტებიც. პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის ადმინისტრაციამ მიმართა ქალაქის მერიას, მაგრამ მათგან მიიღეს პასუხი, რომ ეს კერძო ტერიტორიაა და თვითონ უნდა მოაგვარონ იგი. ​რუსთავის ავტობაზრობის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბაზრობაზე გამოიყოფა ტერიტორია, სადაც დაიდგმება ძაღლებისთვის სახლები და ძაღლების საკვების აპარატები. ასევე, განთავსდება სპეციალური ბანერები ცხოველებთან ურთიერთობის და კვების წესებთან დაკავშირებით. “დღეს, 2 ივლისს, დამიკავშირდა რუსთავის ავტობაზრის გენერალური დირექტორი ევგენი უსტინოვი. საუბარი შეეხო…

მეტი...

მიუსაფარ ცხოველთა გამოკვება დასჯადია?! – ფოტო რუსთავის ავტობაზრობიდან 

ქალაქ რუსთავში, კერძოდ ავტობაზრობის ტერიტორიაზე უჩვეული გამაფრთხილებელი წარწერა გამოჩნდა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას კრძალავს. ადამიანი, რომელიც ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილება 50 ლარით დაჯარიმდება. ფაქტის ამსახველ ფოტოს და შესაბამის სტატუსს ​სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებელი, ნანუკა ძირკბილაშვილი აქვეყნებს, სადაც მიუთითებს, რომ მსგავი ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არსებობს. “არ გეჩვენებათ! რასაც ხედავთ გაფრთხილებაა: თუ მიუსაფარ დამშეულ და მწყურვალ ცხოველს საკვებს მიაწვდით, თქვენ დაჯარიმდებით 50 ლარით! ანუ, არც მეტი, არც ნაკლები, სიკეთე ჯარიმას ექვემდებარება. თუმცა, მსგავს ჯარიმას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ იცნობს! ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა, რაც მიუსაფრებისადმი მეტ ემპათიას…

მეტი...