ბოსტნეულისგან დამზადებული ჩინური ყავა

გუანქსის პროვინციაში, ქალაქ გუილინგში ერთ უცნაურობას წავაწყდი. დავაგემოვნე ბოსტნეულისგან მომზადებული ჩინური ჩაი, რომელსაც ადგილობრივები ჩინურ ყავასაც უწოდებენ. ის არაერთ ინგრედიენტს შეიცავს და მათ შორის მწვანილებსა და მარილს. რაც შეეხება ყავის წყალს, მისთვის მდინარის წყალს იყენებენ.

მეტი...

83 კილომეტრიანი კრუიზი მდინარე ლიჯიანგზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

მდინარე ლიჯიანგი ქალაქ გუილინგთან მდებარეობს. ეს არის 83 კილომეტრიანი მდინარე, რომელიც სავსეა   კრისტალურად სუფთა წყლით, მწვანე მთებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებით, „მძინარე სოფლებითა“  და რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერიტორიის უნიკალურობას ცამდე აწვდენილი კარსტული წარმონაქმნები ქმნის. აქ ნახავთ ბუნებრივ საოცრებას,  წყაროებს, ჩანჩქერებს,  უზარმაზარი ბამბუკის ნავებს, რომელსაც ძირითადად მეთევზეები იყენებენ და ტურისტები ტკბებიამ  სანახაობით.   როგორც ამბობენ, “მდინარე ლიჯიანგის ასი კილომეტრი ჰგავს ას კილომეტრიან გალერეას”. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.   ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

რომელია ყველაზე ძვირფასი ჩაი ჩინეთში და რა ღირს ის? – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

ჩინეთში ჩაი ყველაზე ძვირფას სასმელად ითვლება. შესაბამისად, ჩაის მომზადებას, ჭურჭელს, ჩამოსხმას, მირთმევას, ყველაფერს თავისი რიტუალი აქვს. ჩაი ფასობს სიძველის მიხედვით. რეპორტაჟში კი ნახავთ, რომელიც ყველაზე ძვირი ჩაი ჩინეთში და რა ღირს ის. ეკა გულუა პეკინიდან     

მეტი...

მუზეუმი 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით – რეპორტაჟი ჩინეთიდან

ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურული მუზეუმი  ჰეპუს ოლქში, ბეიჰაიში, სამხრეთ ჩინეთის გუანქსი ჩჟუანის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. ის ცნობილია ჰანის დინასტიის 5200-ზე მეტი კულტურული რელიქვიით. ჰეპუ ჰანის დინასტიის კულტურის მუზეუმი არის სპეციალური უძველესი ადგილის მუზეუმი საგამოფენო თემით “ძველი საზღვაო აბრეშუმის გზის მარგალიტი”, სადაც გამოფენილია ჰანის დინასტიის საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურული რელიქვიები. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

ბეიჰაი – საუკეთესო ტურისტული ქალაქი ჩინეთში (ვიდეორეპორტაჟი)

გუანქსი არის ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ჩინეთში, რომელიც ვიეტნამს ესაზღვრება. ტერიტორია ცნობილია მდინარეებით, გამოქვაბულებითა და მაღალი კარსტული წარმონაქმნებით. მისი დედაქალაქია ნანინი. ბეიჰაი, მდებარეობს ჩინეთის, გუანქსის რეგიონის სამხრეთის ბოლოში. ერთი ოლქი გადაჭიმულია სამ რაიონში, რომელიც მოიცავს 4018 კვადრატულ კილომეტრ მიწას და 668 კილომეტრს სანაპირო ზოლს, სადაც 1,88 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთში, იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი, ეროვნული ისტორიული და კულტურული ქალაქი, ეროვნული ბაღის ქალაქი, საცხოვრებლად საუკეთესო ათეულში შედის,  ზამთრის კურორტი, ეროვნული დღეგრძელობის ქალაქი და ეროვნული საპილოტე ქალაქი. ეკა გულუა გუქნქსის პროვინციიდან 

მეტი...

ვიდეორეპორტაჟი ჩინეთის ეროვნული კონგრესის (პარლამენტის) შენობიდან

ეს ჩინეთის დედაქალაქი პეკინია, მთავარი პოლიტიკური ცენტრი. ჩანგანის ქუჩა ყველაზე მთავარი ქუჩაა ჩინთში, სადაც მდებარეობს მავზოლეუმი, ეროვნლი სახალხო კონგრესის შენობა, ეროვნული მუზეუმი და სხვა ობიექტები. ქუჩა არის დაახლოებით 12 კილომეტრი და მისი სახელი უკავშირდება დაცულობას და მშვიდობას.  

მეტი...

როგორ მუშაობს ჩინეთის პარლამენტი – ყოველწლიური სესია დღეს გაიხსნა (ვიდეორეპორტაჟი)

დღეს, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის სესია გაიხსნა. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წელს პირველი ყოველწლიური სესია განახლდა, რომელსაც პრეზიდენტი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო. წელს ეროვნული სახალხო კონგრესის 70-ე წლისთავია.  კონგრესი არის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტი. პირველად ის 1954 წელს შეიკრიბა, სადაც დეპუტატებმა ჩინეთის კონსტიტუცია დაამტკიცეს. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იღებს კანონებს და წყვეტს ძირითად საკითხებს.  სახალხო კონგრესის სისტემა ფუნდამენტური პოლიტიკური სისტემაა ჩინეთში. კონგრესი  დაახლოებით 3000 წევრისგან შედგება და ქალები თითქმის მეოთხედს შეადგენს. ასევე, ყველა ეთნიკურ ჯგუფს ჰყავს თავისი წარმომადგენელი – დეპუტატი ან მოადგილეები. ჩინეთის მთავრობის  მეთაურმა, ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა…

მეტი...

ჩინეთში აეროპორტები და სადგურები გადატვირთულია, ბილეთების არ იშოვება (ვიდეო)

ეს შანხაია, ჩინეთი. მსგავსი ვითრებაა თითქმის ყველა აერპორტსა თუ სადგურში. ჩინური ახალი წლის სამზადისი დაიწყო და შესაბამისად, ყველა მიდის სახლში, მშობლებთან, წარმომავლობის ადგილებში, რომ ერთად აღნიშნონ ახალი წელი.  ბილეთების შოვნაც კი პრობლემაა. ჩინელები ახალი წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. განათებულია ქუჩები,  მორთულია შენობები, სპეციალურად გაფორმებული მაღაზიები ულამაზესი სანახავია.  უზარმაზარ დრაკონის გამოსახულებებს ყველგან შეხვდებით. აცხობენ სპეციალურ პუნთუშებს დრაკონის გამოსახულებებით. ჩინური ახალი წელი იწყება  ახალ მთვარეზე, რომელიც მერყეობს  21 იანვრიდან 20 თებერვლამდე. წელს კი ჩინეთში ახალი წელი 10 თებერვლიდან დადგება. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში.

მეტი...

ჩინეთი – საერთაშორისო მედია და ცეკვა აჭარული (ვიდეო)

ეს ჩინეთია, იუნანის პროვინცია, სადაც საერთაშორისო მედია მოგზაურობს. მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი, რომლის შესრულებულმა „აჭარულმა“ 15 ქვეყნის წამყვანი მედია-მენეჯერები აღაფრთოვანა და ააცეკვა.  

მეტი...

ზამთრის პეკინი (ვიდეოკადრები)

პეკინი – სუფთა, კომფორტული, ტურისტული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ქალაქი. ქალაქი სადაც ყველაფერი მორგებულია ადამიანზე – ტრანსპორტი, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სკვერები. აქ ზამთარში სეირნობაც კი სასიამოვნოა. ჰაერი სუფთაა, რადგანაც პრიორიტეტი ელექტრო მანქანებია. ველოსიპედები კი ერთ-ერთი სახალხო, მარტივი და ყველაზე იაფი ტრანსპორტია. ვერსაც ნახავთ ჩამოვარდნილ ხის ფოთოლსაც კი, ნაგავზე საუბარიც ზედმეტია. ეკა გულუა პეკინიდან       

მეტი...

ჩინური ქორწილი და მთავარი კერძი – კუს წვნიანი (ვიდეო)

ჩინური ქორწილი ჩვეულერბრივ ხალხმრავალია. პატარძალი საპატარძლო კაბაშია გამოწყობილი, სიძეც საზეიმოდ – პიჯაკში. მაყრიონი პატარძალს სახლიდან მიჰყვება. მანქანაც შესაბამისად ყვავილებით ირთვება. საქორწილო დარბაზი მორთულია ყვავილებით, სადაც ძირითადად წითელი ფერი ჭარბობს. რაც შეეხება სუფრას, მთავარი კერძი კუს წვნიანია, რომელიც დელიკატესად ითვლება. აღნიშნული ქორწილი ერთ-ერთი პროვინციაში გაიმართა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

ცაში ჩამოკიდებული სოფელი ჰუაუ (ვიდეო)

ეს არის სოფელი ჰუაუ. ის მდებარეობს ჩინეთის გუიჟოუს პროვინციაში. მისი  მთავრი ბუნებრივი უპირატესობაა მაღალი ეკოლოგიური გარემო, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს.  აქ ტყით დაფარვის მაჩვენებელი დაახლოებით 70% -ს შეადგენს. აქ მოჰყავთ თეთრი ჩაი,  მარწყვი, ჩილის სოუსი. ამავე სოფელში მდებარეობს დასასვენებელი ზონა ბანაკების სახით.  პროექტის საერთო ფართობი 1500 კვადრატული მეტრია. სწორედ ეს არის სოფლის უნიკალური ხიბლი. შეგრძნებაა ისეთი, თითქოს გამოკიდული ხარ ჰაერში. აქ ყველაფერი სიძველის ეფექტითაა შენარჩუნებული.  დილით აქ თითქმის არაფერი ჩანს, ნისლშია მთელი სოფელი გახვეული. ტერასებზი გაფენილია თეთრი  კარვები, სადაც შეგიძლია მთელი დღე გაატარო. დაისვენო, დააგემოვნო ტრადიციული საკვები გაერთო, იმხიარულო. ეწყობა…

მეტი...

500 ფერმერის გრანდიოზული შოუ „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში

ლიჯიანგი, სოფელი იუჰუ. ეს სასწაული სანახაობა, რომელშიც 500 ფერმერი მონაწილეობას, არც ფილმებში გექნებათ ნანახი, არც გაგონილი და მით უმეტეს, არც წაკითხული. ეს არის გრანდიოზული სპექტაკლი, რომელიც  დადგმულია ღია კოლიზეუმის სტილის თეატრში და მასში  500 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობს  10 ეთნიკური ჯგუფიდან. ისინი  16 ახლომდებარე სოფელს წარმოადგენენ. ეს 60 წუთიანი შოუ ზღვის დონიდნ 3100 მეტრ სიმაღლეზე იმართება და აუცილებად უნდა ნახოთ, რომ ჩინური კულტურის კიდევ ერთი სასწაულის მნახველი გახდეთ. ვიდეორეპორტაჟი იუჰუდან. ეკა გულუა სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ფოტორეპორტაჟი იუჰუდან  

მეტი...

მოგზაურობა ჩინეთში – ვიდეოკოლაჟი

ჩინეთი –  სხვა პლანეტა, სხვა სამყარო, აღმოჩენა. ეს არის თანამედროვე, განვითარებული, ციფრული, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ტექნოლოგიური ჰაბი. ეს არის აღმოჩენების ქვეყანა, სადაც შესაძლებლობები ამოუწურავია. ეს 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟი მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც ჩინეთში ვნახე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი განვითარებული და მაღალი დონის პროვინციები არც კი წარმომედგინა. ვიდეოკოლაჟი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ეკა გულუა  

მეტი...

„ლურჯი მთვარის ველი“ და სამოთხე დედამიწაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ეს ქალაქი ლიჯიანგია,  „ლურჯი მთვარის ველი“. ლიჯიანგი იუნანის პროვინცოას მიეკუთვნება. აქ ნამდვილად სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ჩანჩქერები, კამკამა წყალი, ფირუზისფერი  მდინარე, თოვლიანი მწვერვალები და საოცარი სანახაობა. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. ლიჯიანგმა წლის პირველ კვარდალში 18 მილიოზე მეტი ტურისტი მიიღო. ამ პროვინციაში ძირითადად არის მთიანი რელიეფი, განსაკუთრებით მის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1980 მეტრია,…

მეტი...

ქართულ-ჩინური ოჯახი და „მიქსდ“ შვილები – ვიდეორეპორტაჟი შანხაიდან

გოგო ქართველი – დაკო აბულაძე, მოდელი; ბიჭი ჩინელი – არაჩვეულებრივი ბილი; შვილები – 3 წლის მოდელი და 8 წლის სკოლის მოსწავლე. დაკო ჩინეთში 13 წლის წინ ჩავიდა როგორც მოდელი, 5 თვიანი კონტრქტით, თუმცა, გადაეყარა ბილის და რა მოხდა შემდეგ? მოხდა გადატრიალება. „არასდროს მიფიქრია, რომ ჩინელი მეუღლე მეყოლებოდა, ჩინელ კაცს სერიოზულად არც კი ვუყურებდი“ – ამბობს დაკო „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. ჩვენ ერთმანეთს შანხაიში შევხვდით. ბიჭმა, ანუ, ქართველების სიძე ბილიმ დაახლოებთ 1 წელი იწვალა რომ, დაკოს გული მოეგო. როგორ მიიღეს ქართველებმა ჩინელი სიძე; როგორია დედამთილ-მამამთილ-მულის ინსტიტუტი ჩინეთში; როგორ ინაწილებენ მეუღლეები ოჯახურ საქმიანობას;…

მეტი...

როგორ იწყება კურიერების დღე ჩინეთში?! (video)

კურიერის სამსახური ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რადგანაც აქ ყველა და ყველაფერი გადასულია ინტერმომსახურებაზე. ყველფერს ინტერნეტით ყიდულობენ, საკვებიდან დაწყებული, ყველა სხვა ელემენტარულით დამთავრებული. შესბამისად, კურიერები, სანამ სამსახურს დაიწყებენ, სათანადო მომზადებასა და შემოწმებას გადიან, რომ სუფთა და მოწესრიგებული ჩანთები ჰქონდეთ და ამის შემდეგ იწყებენ მომსახურებას. მსგავს სიტუაციას პეკინში არაერთხელ შევესწარი. დეზინფექციის გარეშე სამსახურში არ გადიან

მეტი...

რატომ არის მიწა წითელი ჩინეთის პროვინციაში?!

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მიწის ფერიც კი განსხვავებულია. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია წითელი ფერის მიწა. დავინტერესდი, რატომ იყო მიწა წითელი შეფერილობის. როგორც ამიხსნეს, აქ მიწა მდიდარია მეტალითა და რკინით, რის გამოც ის წითელ შეფერილობას იძლევა. შესაბამისად, ამ პროვინციას „წითელ დედამიწასაც“ უწოდებენ“. იუნანი არის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი ლანდშაფტით,  დათოვლილი მთებით, ბრინჯის ტერასებით, ტბებითა და ხეობებით. რეგიონი ასევე  ცნობილია ეთნიკური უმცირესობების დიდი რაოდენობით. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

თოლიების შემოსევა “ღრუბლების სამხრეთ ქვეყანაში” – ვიდეორეპორტაჟი კუნმინგიდან

ქალაქს, რომელიც სამხრეთ დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს კუნმინგი ქვია. ის არის იუნანის  პროვინციის თანამედროვე დედაქალაქი. იუნანის პროვინცია ითარგმნება როგორც “ღრუბლების სამხრეთი ქვეყანა” და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ფერად რეგიონად ითვლება. ეს არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს მთებს, მდინარეებს,  ტბებს, ასობით ტაძარს, მრავალ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას. კუნმინგს „გაზაფხულის ქალაქს“ უწოდებენ. ასევე მისი მეორე სახელის „ყვავლების სამეფო“.  მისი ერთ-ერთი სასწაული სანახაობაა დიანჩის ტბა, იგივე “ცქრიალა მარგალიტი ჩაშენებული მაღალმთიანეთში.” ვნახოთ რეპორტაჟში, რა სასწაული ხდება ამ ნახევარმთვარის ფორმის ტბის ირგვლივ და როგორია კონტაქტი ადამიანებსა და ფრინველებს შორის. ეკა გულუა ჩინეთიდან    

მეტი...

ჩაის 1100 წლიანი ხე და სოფლის სამოთხე – ვიდეორეპორტაჟი

ყველაზე დიდი და ძველი ჩაის ხის კულტურა ჩინეთში 1100 წლისაა. ეს არ არის ბუჩქი, ეს არის ძალიან დიდი ხე, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის ჩაის ამზადებენ. სოფელი ჟიუო ჯიმპინგს ეკუთვნის. აქ ძირითადად სამი სახეობის ჩაის აწარმოებენ – შავი, თეთრი და ფუა, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჩინეთში. სად მდებარეობს სოფელი ჟიუო და რა პროცესს გადის ჩაის ფოთლები დაკრეფიდან საბოლოო პროდუქტამდე, ვნახოთ ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა, ჩინეთიდან 

მეტი...

„სიყვარულის წვნიანი“ ხიდის სუფრაზე – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთის პროვინციიდან

„ხიდის სუფრა“ სწორედ ასე ჰქვია ტრადიციას, რომლითაც ქალაქ მანცი-ში სტუმრებს ხვდებიან. ეს ქალაქი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ყველა პროვინციას საკუთარი კულტურა, ისტორია, ტრადიცია და სამზარეულო გააჩნია. შესაბამისად, პირველი, სადაც სტუმარი მიჰყავთ და საკუთარი თავის წარმოჩენას იწყებენ, სწორედ სამზარეულოა. ამ ქალაქში კი რადიკალურად განსხვავებული, ეროვნული სამზარეულო დავაგემოვნე, რომელიც არსად მინახავს და არსად გამიგია. დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

ჟიჯინის ოლქი – გამორჩეული არქიტექტურა და მწვანე დასახლება

გუიჟოუ არის მთიანი პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. ის  ცნობილია თავისი ტრადიციული სოფლებით, დასახლებული უმცირესობების ჯგუფებით, როგორიცაა მიაო და დონგი. ის ასევე განთქმულია 74 მეტრის სიმაღლის ჰუანგუოშუს ჩანჩქერით. ახლომახლო, Dragon Palace Cave არის ფართო მიწისქვეშა სისტემა წყლის გზებით. აქ უამრავი სანახაობაა. გარდა გამოქვაბულის, ჩაჩქერის და სხვა ღირსშესანიშაობებისა, ჟიჯინო გამორჩეულია არქიტექტურით და არაჩვეულებრივი ბუნებით. დანარჩენი კი რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან. უდიდესი გამოქვაბული ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერი ჩინეთში – ვიდეორეპორტაჟი

მეტი...

შანხაი – სავაჭრო და ტურისტული უბანი

ეს შანხაია, აქტიური, დატვირთული, მოძრავი და ხალხმრავალი ქალაქი.  ვიდეორეპორტაჟში კი ასახულია შანხაის ერთ-ერთი სავაჭრო და ტურისტული უბანი თავისი გამორჩეული არქიტექტურითა და სანახაობით. აქ უამრავი ადამიანი მოძრაობს, დატვირთულია როგოც ტურისტებით, ისე ადგილობრივებით. ტერიტორია საკმაოდ ვრცელ ფართობზეა გაშლილი, სადაც ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, რომელიც წყალზე დგას, წყალში კი სხვადასხვა სახის თევზი დაცურავს. ქუჩები ძირითადად ვიწროა, რომელიც ერთმანეთს უერთდება. სავაჭრო უბანი დატვირთულია მაღაზიებით, კაფეებით, რესტორნებითა და სხვა სანახაობებით. რეპორტაჟი შანხაიდან. ეკა გულუა

მეტი...

ჩინელი მშრომელი ბებო მთელი დღე საფქვავას ატრიალებს (ვიდეო)

ეს ჩინელი ბებო შანხაიში, ერთ-ერთ ტურისტულ ქუჩაზე, მაღაზიაში მთელი დღე შრომობს. ის სანელებლებს ფქვავს და მთელი დღე ამ საფქვავს ატრიალებს. კარგა ხანი ვუყურე, შემეცოდა, მივუახლოვდი და რობოტი აღმოჩნდა.

მეტი...

ჩინელების “სა-ქარ-თვე-ლო”

ეს მიაოს და ჟუანგის ხალხია. კეთილები, თბილები, სტუმართმოყვარეები. უცხო ენასაც მარტივად ითვისებენ. ქართული ნამდვილად არ გასჭირვებიათ, რაც ვიდეოში კარგად ჩანს.  

მეტი...

ღამის ცხოვრება პეკინში (რეპორტაჟი ჩინეთიდან)

დღეც და ღამეც, აქ, პეკინში მუდმივად მხიარულებაა. ამ, ხალისიანი განწყობით იწყებენ დღეს და ასევე ხალისიანი განწყობით ასრულებენ. თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მსგავს სანახაობას. ერთ მხარეს  ცეკვავენ, მეორე მხარეს თამაშობენ, მესამე მხარეს მღერიან. ასე ახალისებენ ერთმანეთს და იხალისებენ ცხოვრებას. ამ ყველაფერს კი ასაკოვნები აკეთებენ, ისინი თავად ზრუნავენ განწყობაზეც და ცხორების წესზეც. თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახვთ ჯგუფებს, რომლებიც ასე ერთობიან. ნებისმიერს შეუძლია შეუერთდეს და გაიხალისოს ცხოვრება. ეკა გულუა პეკინიდან     

მეტი...

„ისრაელმა კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე“ – საქართველოს ელჩის ვიდეომიმართვა

საქართველოს ელჩი ისრაელში – ლაშა ჟვანია ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებთ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აცხადებს რომ ისრაელში ვითარება იცვლება. ელჩის თქმით, „რკინის გუმბათი“  იგერიებს თავდასხმის აბსოლუტურ უმრავლესობას. ელჩის თქით, ვითარება იცვლება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მიმართულებით და ამერიკის პრეზიდენტის განცხადება საკმაოდ სერიოზული და მკაცრი გზავნილია.   „ქალები გააუპატიურეს… „ჰამასის“ სისხლიანი ხელები – ამერიკის პრეზიდენტი

მეტი...

ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო)

ეს 6 ტონიანი ჭაღი ჰუაიჟოუს რაიონში, იენციჰუს პარკში, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში კიდია. ცენტრი 2011 წელს აშენდა. ეს არის ადგილი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ჭაღი, რომელიც ამ დარბაზში კიდია 6 ტონას იწონის და ის მთლიანად ბრილიანტის ქვებითაა მორთული. დიახ, ეს ნამდვილი ბრილიანტებია. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. ამ  საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში  ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. გარდა…

მეტი...

ქართული ღვინო ჩინეთის რუსულ მაღაზიაში იყიდება, როგორია ფასი – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან (ვიდეო)

პეკინის ცენტრში, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ორი რუსული მაღაზია „იურა“ მდებარეობს, სადაც ქართული ღვინო იყიდება. აქ წავაწყდი სხვადასხვა დასახელების ღვინოს, რომლის ფასი, ერთი ბოთლი, 20-დან 60-დოლარამდე ღირს. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა პეკინიდან  

მეტი...

ყველაზე ძვირი ჩაი მსოფლიოში 785 დოლარი ღირს

ეს არის შავი, ჩინური  ჩაის ყველაზე ძველი სახეობა, რომელიც 357 გრამს იწონის და მისი ფასი 785 დოლრია. მას წრიული ფორმა აქვს, პატარა ნატეხებად აქუცმაცებენ და ისე მოიხმარენ. რატომ ფასობს ასე შავი ჩაი, “მედიაცენტრ მთავარის” სიუჟეტში გაიგებთ. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

როგორია პეკინის ყველაზე ძვირადღირებული დიპლომატიური დასახლება – „მედიაცენტრი მთავარი“ ჩინეთიდან

ამ ვიდეოსიუჟეტში გაგაცნობთ პეკინში დახურულ ე.წ. დიპლომატიურ დასახლებას და მოკლედ მოგიყვებით, რა ხდება აქ.

მეტი...