ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლე სცემა

ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

მეტი...

ხელოვნური ინტელექტი და რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ვინ რას ანაცვლებს, რა არის ხელივნური ინტელექტი,  ადამიანი თუ მანქანა?! – ამ ყველაფერზე ჩინელი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი საუბრობს. „ჩადეთ მეტი რესურსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნიჭის გამომუშავებაში და ხელი შეუწყეთ ტექნოლოგიურ ინოვაციას სამომავლო გამოწვევების დასაკმაყოფილებლად“ – ეს არის  ლიუ ვეი, პეკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების და შემეცნებითი ინჟინერიის ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის ეპოქაზე CGTN-თან საუბრობს. „ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიამ აჩვენა პოტენციალი გაარღვიოს ტრადიციული შესაძლებლობების საცობები სამეცნიერო კვლევებში და მოაქვს ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. თუმცა, ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აფეთქებამ ასევე გამოიწვია მთელი რიგი შეშფოთება, როგორიცაა ყალბი…

მეტი...

შეიძლება, მართლა დამნაშავეა… – მდინარაძე რუსეთში გასამართლებულ ქართველზე

“პუტინსაც შეიძლება ჰყავს კანონიერად დაპატიმრებული”-  ასე პასუხობს “პირველებს” კითხვას მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერს მას შემდეგ მივმართეთ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის მოწყობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მამუკა მდინარაძემ ფაქტი საერთოდ ვერ გაიხსენა და მედია ისევ ოროვოკაციული კითხვის დასმაში დაადანაშაულა. ანუ მართლა არ იყო დამნაშავე? არ ვიცი, ვერ მივხვდი, ზუსტად არ ვიცი… უდანაშაულო იყო და შეუფარდეს სასჯელი თუ რა მოხდა? შეიძლება მართლა დამნაშავეა ამ შემთხვევაში, მე წარმოდგენა არ მაქვს. რავიცი მე, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ?… პუტინის გამოძიება რას ჰქვია? პუტინი ვიღაცას…

მეტი...

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდს, რომელზეც მანქანები მოძრაობდნენ, გემი შეეჯახა და ჩაინგრა. მაშველები მდინარე პატაპსკოში ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე ადამიანსა და ავტომობილს. CNN-ს ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა განუცხადა, დაკარგულია 20-მდე ადამიანი. როგორც ცნობილია, გემი ხიდის ერთ-ერთ სვეტს შეეჯახა.

მეტი...

გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა…

მეტი...

საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება

საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება, რომელმაც ლუქსემბურგის გუნდთან ნახევარფინალური მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ნანატრი ევროპის ჩემპიონატის გზაზე სერიოზული წინაღობის გადალახვა მოუწევს – 2004 წლის ჩემპიონი, საბერძნეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს. დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას საბერძნეთის გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაახლოებით ხუთ საათში გაიყიდა. მათთვის, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა, შეუძლიათ მატჩი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ…

მეტი...

სოფელი მიაო და მიაოს ხალხი, კულტურა და ცხოვრება (ნაწილი 1)

როგორ გამოიყურება მიაოს ხალხი და როგორია მიაოს კულტურა (ფოტორეპორტაჟი)

მეტი...

მოსკოვის სასამართლომ SBU-ს ხელმძღვანელსა და საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მალიუკს რუსეთის “ტერორისტული თავდასხმის” მუხლით “ასამართლებს”. სავარაუდოდ საუბარია 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების საქმეზე. რუსული მედიის ინფორმაციით, ბასმანის სასამართლომ ასევე დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე “აფეთქების ჩადენის ბრალდებით”.

მეტი...

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების ვიზიტი გააუქმა

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო. ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს. „ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი – ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს. „გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“, – სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები. „ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი…

მეტი...

„მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს“ – ირაკლი კობახიძე

გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია. „საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერცერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები…

მეტი...

„კაცმა ქალს ხელი დაადოს.. არანაირი გამართლება არ აქვს“ – ილია თოფურია ქალთა მიმართ ძალადობაზე

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. ლელა წურწუმიამ ილია თოფურიას უთხრა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული თემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ილია ძალიან ბევრი კაცის კუმირია, რომელთა შორისაც მოძალადე კაცებიც არიან, წამყვანი დაინტერესდა თუ რას ეტყოდა ილია ამ კაცებს. „მგონი ზედმეტიც არის ამაზე საუბარი.. კაცმა ქალს ხელი დაადოს, არანაირი გამართლება არ აქვს ამას. ჩემთვის წარმოუდგენელია და მსგავს რაღაცებზე არ ვფიქრობ ხოლმე“, – აცხადებს ილია თოფურია.

მეტი...

“რუსების მიერ გაშვებული 12-ვე დრონი ჩამოვაგდეთ” – ამბები უკრაინიდან

რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 12-ვე “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, სუმზე და ნიკოლაევზე. „მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, – ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.    

მეტი...

ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს – ფუკუიამა

ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს, – ამბობს ამერიკელი პოლიტოლოგი, ფრენსის ფუკუიამა, რომელიც მონაწილეობას იღებდა თბილისში გამართულ საჯარო დისკუსიაში ,,ამერიკა და გლობალური დემოკრატია”. ,,საშიშია რუსეთთან ნებისმიერი მიზნით დაახლოება.  ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა არის ის რომ ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს. ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც საქართველოში დემოკრატიას ანგრევს. საქართველოში პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე, მთავრობა არ წარმოადგენს  ხალხს. ამიტომ ქვეყანაში არ არის სასურველი ვითარება”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მეტი...

,,ავადმყოფი და ცინიკური არსება” – ზელენსკი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დაუსაბუთებელი ბრალდებები მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. ,,დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ეს ისევ ტელევიზიით გადაიცემოდა. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ის ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა სწორედ ის იკვებება ტერორით ორი ათეული წელია. სწორედ ის არის ტერორისთვის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახურები. და როცა ის წავა, მასთან ერთად გაქრება ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა”, – თქვა ზელენსკიმ.

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ – ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ,,სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

მეტი...

„უნდა დავხოცოთ“ – მედვედევი კროკუს სითიზე თავდამსხმელებზე

“ყველა მეკითხება,  რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ.” – წერს მედვედევი.რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონი 90-იანი წლების შემდეგ აღარ მოქმედებს, თუმცა, ტერაქტის ფონზე, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებმა ეს მოთხოვნა უკვე დააყენეს.

მეტი...

„გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით“ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ისტორიის დასაწერად ემზადება. 20 წლის შემდეგ, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს. საერთაშორისო შეჯიბრზე გასასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ახლა ქართველ ფეხბურთელებს საბერძნეთის დამარცხება მოუწევთ. ამ დრომდე უცნობია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო ხვალინდელ მატჩს, თუმცა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს შემადგენლობაში აღიარებული ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს. „ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის. მოლოდინში ვართ, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშში…

მეტი...

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“, მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა მანამდე, სანამ ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ქვეყანაში ქსენოფობიური დანაშაულების ზრდის შიშით, რუსეთში ტაჯიკური დიასპორა მკაცრად ურჩევს ტაჯიკებს, სიფრთხილე გამოიჩინონ. გამოცემა “ბაზა” იუწყება, რომ ტაჯიკური თემების…

მეტი...

„ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ – ფორუმი პეკინში

ჩინეთში ფორუმი „ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ გაიმართა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. 2024 წლის ფორუმი მთლიანად ჩინეთის განვითარებას მიეძღვნა და როგორც პრემიერმა ლი ცინგიმ აღნიშნა,  ჩინეთის ეკონომიკა გრძელვადიანად, სტაბილურად და მაღალი ხარისხით ვითარდება. პემიერ ლის შეფასებით, ჩინეთმა წარმატებით შეასრულა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიზნები და ამოცანები 2023 წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ  რომ ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და სიცოცხლისუნარიანობა და მისი გრძელვადიანი ჯანსაღი ზრდის საფუძვლები უცვლელი რჩება. „ჩინეთის მთავრობა ყოველთვის განიხილავდა ბაზრის პატივისცემას და საწარმოების მომსახურებას, როგორც მნიშვნელოვან აქცენტს ეკონომიკური მუშაობის დაგეგმვისას და ყოველთვის…

მეტი...

ერევანში სამმა თავდამსხმელმა ხელყუმბარის გამოყენებით პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა

ერევანში, სამმა თავდამსხმელმა, ხელყუმბარის გამოყენებით, პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ინციდენტი ნორ-ნორქის რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარის გამოყენება სცადეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე თავდამსხმელი კი სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს. გამოძიება ტერორიზმის მუხლით არის დაწყებული.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს.~ შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია.

მეტი...

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება – ირაკლი კობახიძე

გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე, თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ურთიერთობები საქართველოსა და შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა, გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხების მეგობრობა…

მეტი...

მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს

მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს. ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ჩაცხრილეს. ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან. შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ ,,კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მეტი...

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

მეტი...

პოლონეთი, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ,,მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, ბოლო მოუღოს ომს და საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს,” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 23 მარტს, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. ინციდენტის გამო, ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

მეტი...

საფრანგეთმა ტერორისტული აქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე “ისლამური სახელმწიფოს” მიერ პასუხისმგებლობის აღება და ის საფრთხეები რაც ქვეყნის წინაშეა. საფრანგეთის გაფრთხილების სისტემას სამი დონე აქვს. ,,გადაუდებელი თავდასხმის” დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ თავდასხმის კვალდაკვალ ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია. საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადების დროს საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს ეძლევათ გაძლიერებული პატრულირების საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა მატარებლების სადგურები, აეროპორტები, რელიგიური თავშეყრის ადგილები. პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქვეყანა უკვე იყო უსაფრთხოების მაღალ დონეზე, რადგან…

მეტი...

,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის გარეუბანში ,,კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ოთხი პირს – დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, შამსიდინ ფარიდუნის და მუჰამადსობირ ფაიზოვს. ოთხივე დაკავებული ტაჯიკეთიდანაა, რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. რუსული სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ სამმა ყველა ბრალდება აღიარა. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულები სასამართლოში ცალ-ცალკე მიიყვანეს, მათ სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდათ, ფაიზოვი სასამართლოში ეტლით გადაიყვანეს, რაჩაბალიზოდე თავშეხვებული. ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, ასახული იყო მუროდალის თავდაპირველი დაკითხვა, რა დროსაც მას ყური მოაჭრეს. ტერაქტს სულ მცირე…

მეტი...

გავწმინდეთ ერთი სოფელი, კადიროვის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი – უკრაინაში მებრძოლი ქართველები

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს მყოფ ჩეჩნებთან გაერთიანდნენ, ხარკოვისა და ბელგოროდის საზღვართან, კადიროვის ქვედანაყოფი გაანადგურეს. მებრძოლების თქმით, მტრისგან გაწმენდილია ბელგოროდის ერთ-ერთი სოფელი. დაბომბვები და შეტაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. მტერი საჰაერო გზით ცდილობს შეუტიოს უკრაინის ქალაქებს. ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაყვანილია. ,,გავწმინდეთ ერთი სოფელი. უკან დაიხიეს. შეტევა და ბრძოლა მოგვიწია კადიროვის ქვედანაყოფთან, რომელიც იცავდა საზღვარს. ახლა მანდ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა განალაგეს თავისი პოზიციები. წინ მივიწევთ. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, დანაკარგი ჩვენს ქვედანაყოფს, ლეგიონს არა აქვს. მტრის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი, რაც ჩვენმა თვალებმა ნახა,” – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამუკა ხუნჯგურუა.

მეტი...

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში – არიან დაღუპულები

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა. როგორც DW წერს, განადგურებულია 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 5 400-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული და კვლავ გრძელდება.

მეტი...

ფლორენციაში 31 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ფლორენციაში, ნოვოლის რაიონში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. 31 წლის კაცი დაკავების დროს ჯერ კიდევ შენობის კიბეზე იმყოფებოდა. სახლში ნაპოვნია ვერცხლის ნივთებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, მან დატოვა. ფლორენციის სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.

მეტი...

,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო – რუსეთის ინტერესების სექცია

,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო… მადლობა ყველას”. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში წერს. ,,შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა. 24 მარტს რუსეთში გამოცხადდა გლოვა დაღუპულთა გამო,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უნგრეთში, რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. უნგრული მედიის ცნობით, ავარია ლაბატლანსა და ბაჯოტს შორის შუადღისას მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როკასთან დამარცხდა

ესპანეთის ქალაქ მურსიაში დასრულებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში, 6:3, 6:7 (7:0), 5:7 დამარცხდა. ტრავმის შემდეგ მურსიის ტურნირი ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებული იყო. მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალამდე ექვსი შეხვედრა მოიგო. ფინალური მატჩიც ქართველის უპირატესობით დაიწყო, მან პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეორე სეტშიც წინ იყო – 3:1. ამის შემდეგ პორტუგალიელი გააქტიურდა, რამდენიმე საკვანძო ქულა მოიგო, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა და იქ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მესამე სეტიც ბასილაშვილის სცენარით მიდიოდა, ნიკოლოზი ისევ 3:1 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება გაუჭირდა და მატჩიც დათმო. მომდევნო კვირიდან 32 წლის…

მეტი...

“ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დავარტყით” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორ რუსულ სადესანტო გემს დაარტყეს. უწყების თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში დიდ სადესანტო გემებზე – “იამალსა” და “აზოვზე” – მიიტანეს. სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც. ცნობისთვის, გუშინ, 23 მარტს, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ყირიმის ხიდი კი ჩაკეტილი იყო. გვიან ღამით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარ საკომუნიკაციო ცენტრს დაესხნენ თავს.

მეტი...

“კროკუს სიტი ჰოლის” ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია

მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. მანამდე 133 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ. ამოცნობილია 62 ადამიანი, ამოცნობა გენეტიკური ექსპერტიზის გზით წარმოებს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. მოსკოვში დაიწყეს ტერაქტის მსხვერპლთა მიწვევა ამოსაცნობად. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი საავადმყოფოებში იმყოფება.

მეტი...