UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. “კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა… ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში, უდიდესი მადლობა ყველას, ყველანი მიყვარხართ… სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია” – განუცხადა ქართულ მედიას ილია თოფურიამ, ქართველ გულშემატკივრებზე საუბრისას.
მეტი...კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში 5 წლის შვილის მკვლელობისთვის დედა დააკავეს
5 წლის შვილის მკვლელობის გამო, ქალი დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, ცხედარი ჩემოდანში, ტყეში იპოვეს. ბავშვის ცხედარი ტყეში მამაკაცმა იპოვა, რომელიც სოკოზე იყო წასული. მიტოვებული ჩემოდანის აღმოჩენის შემდეგ, მამაკაცმა პოლიციაში დარეკა. შემთხვევა 2022 წელს მოხდა. მაშინ პოლიცია იტყობინებოდა, რომ უცნობი ბიჭი გარდაიცვალა ელექტროლიტური დისბალანსით, სავარაუდოდ გასტროენტერიტის (ღებინება და დიარეა) გამო, რამაც ფატალური დეჰიდრატაცია გამოიწვია. პოლიციამ ცხედრის ვინაობა კაიროში 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რა დროსაც მათ დედამისის დაკავების ორდერი გასცეს.
მეტი...ირაკლი კობახიძე – „Swissôtel Tbilisi-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება
თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმ ბრენდის სასტუმრო Swissôtel-ის გახსნა ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასტუმროს Swissôtel Tbilisi გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულად სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლი ადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე…
მეტი...შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე…“ – ილია თოფურიას ბაბუა დახვდა
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. „შენი ჭირიმი, ბაბუ, რასაც შემპირი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო“, – უთხრა ილიას ბაბუამ. ილია თოფურია საქართველოშია
მეტი...ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას
ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. „ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.
მეტი...ილია თოფურია საქართველოშია
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია, იგი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. UFC-ის ქართველი ჩემპიონს აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. 16 თებერვალს, ქამრისთვის ბრძოლაში, 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.
მეტი...ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური – IDF
ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაური ლიკვიდირებულია, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მეთაური ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ემსხვერპლა. ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
მეტი...დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს – ილია დარჩიაშვილი
„დღეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას როგორც ინდივიდუალურ, ისე ორმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ნორმა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედია და შესაბამისად ეს დინამიკა გრძელდება“ – ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა…
მეტი...პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა. ,,თქვენი ხელახალი არჩევა არის რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის სრული დემონსტრირება” – თქვა სი ძინპინმა Xinhua News-ის ცნობით. ჩინეთმა გააძლიერა კავშირები რუსეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კრიტიკა უკრაინაში ომის მიმართ გაძლიერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და რუსეთი ამზადებენ “რამდენიმე შეხვედრას” სი ძინპინსა და პუტინს შორის წელს.
მეტი...ნატოს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. იენს სტოლტენბერგი თბილისში დღეს ბაქოდან ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა მან პრემიერ კობახიძესთან გამართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
მეტი...„ვინც ტაივანის დამოუკიდებლობას აღიარებს, ცეცხლთან თამაშისთვის დაიწვება“ – ოფიციალური ჩინეთი
„რაც უფრო ძლიერი იქნება ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი ერთგულება, მით მეტი იქნება სრუტის მიღმა მშვიდობის გარანტია“- აცხადებს ჩინეთის საგარეო სამეთა მინისტრი. როგორც ვანგ ი-მ საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ტაივანის სამშობლოდან გამოყოფას არასდროს დაუშვებენ. „ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ ნათელია – ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობიანი გაერთიანებისთვის უდიდესი გულწრფელობით. ჩვენი საბოლოო აზრი ასევე საკმაოდ ნათელია – ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ტაივანის სამშობლოს გამოყოფას. ვინც მსოფლიოში დაუჭერს და მხარს უჭერს „ტაივანის დამოუკიდებლობას“, დაიწვება ცეცხლთან თამაშის გამო და დააგემოვნებს საკუთარი საქმის მწარე ნაყოფს. ჩინეთი ყველას მოუწოდებს, ჩინეთის ერის ინტერესები დაიცვას „ჩინური წარმოშობის ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას ჩინეთის ერის…
მეტი...ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს – ბერბოკი
რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, – ასე შეაფასა პუტინის ,,არჩევნები”, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკმა დაგმო ის ფაქტიც, რომ ,,საარჩევნო უბნები” ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა. ,,საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად”, – აღნიშნა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. ცნობისთვის, 15-17 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა…
მეტი...„ისრაელის კონფლიქტი ტრაგედიაა კაცობრიობისთვის“ – ჩინეთს პოზიცია
„ისრაელის კონფლიქტი დღეს 21-ე საუკუნეში არის ტრაგედია კაცობრიობისთვის და სირცხვილი ცივილიზაციისთვის. არაფერი ამართლებს კონფლიქტის გაჭიანურებას, ან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“ – აღნიშნული განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ პეკინში, საერთაშორიო მედიასთან გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო. როგორც მინისტრი განმარტავს, პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. „პალესტინის ტერიტორიების ხანგრძლივი ოკუპაცია უყურადღებოდ აღარ უნდა დაგვრჩეს. პალესტინელების დიდი ხნის ნანატრი სწრაფვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ აღარ უნდა იქნეს არიდებული. რაც მთავარია, პალესტინელების მიმართ ისტორიული უსამართლობა არ უნდა გაგრძელდეს თაობიდან თაობაში“ – განაცხადა ვანგ ი-მ. ოფიციალური ჩინეთი მხარდაჭერას უცხადებს პალესტინის წევრობას გაეროში. „პალესტინელი ხალხისთვის…
მეტი...საქართველოში უნდა გაგრძელდეს რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია არჩევნების ჩათვლით – სტოლტენბერგი
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. ,,საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში,…
მეტი...მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი – ირაკლი კობახიძე
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება…
მეტი...ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ კობახიძეს ხვდება
ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის კანცელარიაში პრემიერმინისტრს ხვდება. იენს სტოლტენბერგში თბილისში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა. საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოში საქართველოს ელჩი დახვდნენ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ამის შემდეგ კი ნატოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდება. ცნობისთვის, სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.
მეტი...იენს სტოლტენბერგი თბილისშია
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. აეროპორტში ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. ასევე საქართველოს ელჩი ნატოში. სტოლტენბერგი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედბა პრემიერ კობახიძესა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია განცხადება მედიისთვის. სტოლტენბერგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ის შეხვედრებს უკვე ერევანში გააგრძელებს.
მეტი...ვაშინგტონში, სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც
აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. პოლიციის ცნობით, კენედის რეკრეაციულ ცენტრთან სროლა დაახლოებით დილის 3 საათზე დაფიქსირდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი ან რამ გამოიწვია სროლა. ,,ჩვენ ვთხოვთ ნებისმიერს, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით ან შეიძლება იყოს ამის თვითმხილველი, დაუკავშირდეს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს,” – განაცხადა პოლიციის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწემ ჯეფრი კეროლმა.
მეტი...ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს
ევროპამ, შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განიხილეს გზები, როგორ უნდა დაუჭირონ მათ მხარი ევროკავშირის ფერმერებს. მრავალმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ზომები მარცვლეულის ბაზარზე სიტუაციის მოსაგვარებლად, რაც რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის საკითხსაც მოიცავს.
მეტი...რუსეთის მიერ გაშვებული 22 ,,შაჰიდიდან” 17 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 22 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 17 გაანადგურეს. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. ისინი ხარკოვის ოლქს უტევდნენ S-300/S-400 ტიპის რაკეტებითაც, სუმის ოლქს კი X-59 ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტებით. ,,საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ჩამოვაგდეთ 17 “შაჰიდი” კიევის, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორიჟიესა და რივნეს რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია” – კალასი
,,პუტინმა იცის შიშის დათესვა, მაგრამ თავად NATO-სთან ომის ეშინია”. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ,,ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ის ძალიან კარგად თესავს შიშს ჩვენს საზოგადოებებში. ის უსმენს იმას, რისიც გვეშინია, და თუ ჩვენ გვეშინია ბირთვული ომის, ის ამყარებს ამ შიშებს. ამის შემდეგ ჩვენს საზოგადოებას სურს შეაჩეროს თავისი ქმედებები… თუ გვეშინია, ვიწყებთ თავის შეკავებას. და ეს არის ის, რაც პუტინს სურს… ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს. და მას რეალურად ეშინია NATO-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა…
მეტი...,,ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას” – მედვედევი
,,ვულოცავ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას”. წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.
მეტი...ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ვარშავაში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ, ეჭვმიტანილი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა. ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მეტი...,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი” – კირბი
,,რუსეთში არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რო პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და მის წინააღმდეგ კენჭისყრაში სხვებს ხელი შეუშალა”. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი “არჩევნებს” მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.
მეტი...პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა. ,,რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.
მეტი...,,თავს გრძნობენ კარგად, საჭმელს, სასმელს აძლევენ” – მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან
თითქმის 5 დღეა საქართველოს მოქალაქეები მექსიკაში, დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შაბათს მათ განაცხადეს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე იყვნენ და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ. ,,თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და…
მეტი...პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის
პუტინი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან საკუთარ შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან ასევე თქვა, რომ “რუსეთის შემდგომი წინსვლისთვის პირობები არსებობს, რის შედეგადაც ქვეყანა უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”. მისივე თქმით, “გეგმები გრანდიოზულია და მათ შესასრულებლად ყველაფერი გაკეთდება”. ამ დროისთვის კი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 50%-ზე მეტი. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, არჩევნებში პუტინი იმარჯვებს და მან ხმების დაახლოებით 87% აიღო. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პუტინის საწინააღმდეგო აქციების, სახელწოდებით: “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრაციები გაიმართა როგორც რუსეთის ქალაქებში, ისე საზღვარგარეთ.…
მეტი...დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა
დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა. 14:50 საათზე ის შეხვდება პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სროლტენბერგი, ასევე შეხვდება პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს. 17-19 მარტს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
მეტი...ჭკვიანი, თანამედროვე, ელექტრო და უპილოტო ავტომანქანები – რაპორტაჟი ჩინეთიდან
ეს ქალაქი ლიუჟოუა, გუანქსის პროვინცია. ეს ქალაქი ცნობილია როგორც ინდუსტრიული ქალაქი, სადაც საავტომობილო ინდუსტრია პირველი საყრდენია. ლიუჟოუ არის ერთადერთი პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, სრული დიაპაზონის მანქანების მწარმოებელი საწარმოებით. ეს მინი ელექტრომობილები ქალაქის უნიკალურ პეიზაჟად იქცა. დეტალები კი ვიდეორეპორტაჟში. ეკა გულუა ლიუჟოუდან
მეტი...“არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო”- მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული
მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული, მათ შორისს 30 ქართველია. გატაცებულების ახლობლები ამბობენ, რომ 2 დღეა იქ მყოფებს ვერ უკავშირდებიან და ინფორმაცია მხოლოდ გუშინ, გვიან ღამით შეიტყვეს, მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა ერთ-ერთს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს: “სარდაფში არიან ჩაკეტილები გატაცებულები, თანხას ითხოვენ. როგორც მეუბნებიან, არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო და ძაან ცუდ სიტუაციაში ვართო. ესეთ დროს ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ყველა გზა გამონახოს რომ ეს ადამიანები უვნებლები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. არიოს 30 ქართველი. სულ არის 120 ადამიანი” ამბობს “მთავარ არხთან” ერთ ერთი გატაცებულის ახლობელი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის…
მეტი...,,საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია
„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო“, – აღნიშნულის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. ვრცელი ინტერვიუს ბოლოს ხვიჩას ჰკითხეს, „როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი სახელის ირგვლივ დიდი მღელვარებაა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“. „ – ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
მეტი...ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან – დიმიტრი მედვედევი
რუმინელები, მოგეხსენებათ, ერი კი არა, ცხოვრების წესია, როგორც ჩანს, ვერაფერი გაგვაკვირვებდა. ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან. მაგრამ არა, ისევ მიზეზი მომცეს. – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “მათ სურთ, რომ ოქრო რუმინეთში დააბრუნონ. ის, რომლის ნაციონალიზაცია საბჭოთა მთავრობამ 1918 წელს ცუდი საქციელის გამო მოახდინა. ისე, მან უარი თქვა დანგრეული იმპერიის ვალების გადახდაზე. რუმინეთმა მიიღო ეს და შემდეგ მიიღო ჩვენგან უარი რეპარაციაზე (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური პერიოდის შედეგად. აბა,…
მეტი...ყალბი ფულის შენახვა-გასაღება – ეგვიპტის და ერაყის მოქალაქეები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
ყალბი ფულის შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული მამაკაცები მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. არც ერთ ბრალდებულს დღეს დუმილი არ დაურღვევია. ეგვიპტის და ერაყის მოქალაქე მამაკაცები დანაშუალს არ აღიარებენ. როგორც გაირკვა, სუს-ი ბრლადებულების კვალზე ოპერატიული ცნობის საფუძველზე გავიდა. შეტყობინება ლილუაშვილის უწყებას მიაწოდა პიროვნებამ, რომელმაც ბრალდებულებისგან ყალბი დოლარის კუპიურები შეიძინა. დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანარჩენ დეტალებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულთან მიმართებით აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.…
მეტი...„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“ – პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში
ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იყო გლობალურ-პოლიტიკურ პროცესებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. „ყველა ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. რა…
მეტი...“ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს” – საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში გატაცებულ ქართველებზე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს. “საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით” – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვართან მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა
მეტი...საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი – ალიევი
საქართველოში არსებული სტაბილურობა და რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ვულოცავ ჩვენს ქართველ ძმებს ყველა მიღწევას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, ზაგულბას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ილჰამ ალიევის თქმით, ამის დასტურია სავაჭრო ბრუნვის 15 პროცენტით გაზრდა. „საქართველო და აზერბაიჯანი ახალ პროექტებზე მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანია მწვანე ენერგეტიკის პროექტი და საქართველო და აზერბაიჯანი ერთად, სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია და ენერგეტიკულო პროექტები მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება.…
მეტი...