ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დასაცავად, რეგულაციები დაწესდება  

პარლამენტის ბიუროზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცავას გულისხმობს. დეპუტატის აზრით, ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. როგორც “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების 2 კანონში შევა –  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში. ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ – აღნიშნა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი  ხუნდაძემ…

მეტი...