ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ხდები ჩინელი – თანამედროვე ტექნოლოგია

ეს არის ცირული სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგია და ახალი საუკუნე. აქ ყველაფერი ციფრულია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გახდე ჩინელი და იმოგზაურო კონტინენტის ნებისმიერ წერტილში. რეპორტაჟი პეკინიდან ეკა გულუა    

მეტი...

უპილოტო ტაქსი პეკინში

რობოტაქსის სერვისი პეკინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითმართვადი ტაქსები ჩინეთის დედაქალაქში საცდელად მარტში ამოქმედდა. მართალია, ეს რობოტაქსია, თუმცა, საჭეც აქვს და მანქანაში მძღოლიც ზის. ერთად ვნახოთ როგორია რობოტაქსი.    რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

მეტი...

მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში

ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით. ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან. წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნცინის პროვინციაში, სადაც 32…

მეტი...

დიასახლისი რობოტი პეკინის სავაჭრო ცენტრში მუშაობს (ვიდეო)

ეს დიასახლისი რობოტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადავიღე. აქ ყველაფერი თითქმის რობოტებზეა აწყობილი.  

მეტი...

ადამიანებს ფერმერი რობოტები ჩაანაცვლებენ – „მედიაცნტრი მთავარი“ პეკინიდან

მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, სამზარეულო, კულტურა, სხვადასხვა მომსახურების სფერო – ყველაფერს რობოტები იპყრობენ.  

მეტი...

ქირურგი რობოტები და ოპერაცია რობოტების დახმარებით  – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს თემატურ რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს პეკინიდან. ამჯერად წარმოგიდგეთ სამედიცინო რობოტებს, რომლებიც ოპერაციასაც აკეთებენ და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, არ არსებობს ფუნქცია, რომლის შესრულება ადამიან, თუ სხვა სახის რობოტს არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი გადავიღე პეკინში, სადაც 22 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს 2023 წლის რობოტების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მოვხვდი. რობოტექნიკის ინდუსტრია საოცარი სანახაობაა. მთელი მსოფლიო აქ არს წარმოდგენილი. მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაღალი დონის მეცნიერები და ცნობილი სახეები. გამოფენა კი სხვადასხვა პავილიონში 45 000 კვადრატულ ფართობზე იმართება. ეკა…

მეტი...

რობოტი ადამიანები – ,,მედიაცენტრი მთავარი” პეკინიდან

პეკინში მსოფლიო რობოტების 2023 წლის კონფერენცია-გამოფენა იმართება, სადაც წარმოდგენილია ყველა სახის რობოტი, რაც კი მსოფლიოში არსებობს. ,,მედიაცენტი მთავარი” პეკინიდან ვიდეოკადრებს თემატურად წარმოგიდგენთ. ამჯერად კი ეს არის საოფისე რობოტები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

მეტი...

ილონ მასკი Twitter-ის ლოგოტიპის შეცვლას გეგმავს

Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის ლოგოტიპს შეცვლის. „მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, – განაცხადა მან. ბიზნესმენმა ახალი ლოგოს სავარაუდო დიზაინიც გამოაქვეყნა, რომელიც შავ ფონზე ასო Х-ს წარმოადგენს.

მეტი...

მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქარხანას ქმნიან, სადაც წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“

10 წელში ბავშვის გაჩენას ქალი არ დასჭირდება, მეცნიერები ხელოვნურ საშვილოსნოს ქმნიან, ემბრიონებს კი „ქარხანაში“ გამოიყვანენ. ბიოტექნოლოგების გათვლით, ე.წ. სამშობიარო ქარხანაში წელიწადში 30 000 ბავშვს „გამოიყვანენ“. ვიდეო, რომელიც ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფციის შემქმნელებმა გაავრცელეს, საკმაოდ მძიმე სანახავია. მათი გათვლით, ხელოვნური საშვილოსნო ბევრ პრობლემას მოხსნის და ბავშვის ყოლისთვის ქალის საშვილოსნო საჭირო არც იქნება. ხელოვნური საშვილოსნოში  ბავშვი მშობლებისგან  ყოველგვარი კონტაქტის გარეშე იბადება.  ვიდეოში ნაჩვენებია, როგორი იქნება მომავალში ხელოვნური საშვილოსნო. ეს არის ერთგვარი გამჭვირვალე კვერცხის ფორმის, სადაც ემბრიონი ხელოვნურად იზრდება. ემბრიონების ზრდა კი ე.წ. ქარხანაში ხდება. ვიდეოში საუბარია, რომ ყოველ წელს 30 000 ბავშვის „გამოყვანა“…

მეტი...

ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ფინანსური დახმარება მიზნობრივი იქნება და კიბერმხარდაჭერის მიმართულებით წარიმართება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კი კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. „ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს ინსტიტუტები კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და  გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს…

მეტი...

ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა სოფლის განვითარების სააგენტო სფინანსური მხარდაჭერით შექმნა. კომპანიამ, შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სრული ინვესტიცია 7 მლნ ლარი განახორციელა, მათ შორის, 3,5 მლნ შეღავათიანი აგროკრედიტია, 500,000 ლარი კი, გრანტი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 10,000 ტონაზე გათვლილი შემნახველი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია კომბინირებული საკვების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის შესანახად. შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ მაღალი ხარისხის ნედლულით უზრუნველყოფს საქონლისა და ფრინველისათვის კომბინირებული საკვების ადგილობრივ მწარმოებლებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომბინირებული საკვებწარმოების განვითარებას. 10,000 ტონა ნედლეული – არგენტინული წარმოშობის სოიოს შროტი „ფოთის მარცვლეულის ტერინალმა“ უკვე მიიღო. ნედლეული საოკეანო ხომალდზე არგენტინის…

მეტი...

განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესი – გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა  ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ელექტროენერგიის  წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.    შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მოთხოვნები და ავსტრიის პრაქტიკული მაგალითი წარმოშობის სერტიფიკატის დანერგვის შესახებ. ასევე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტმა  EU4Energy-ს პროექტის ფარგლებში სემეკისთვის შემუშავებული წარმოშობის  სერტიფიკატის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. „საქართველოს…

მეტი...

ელჩები საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტირებული ელჩები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ.   განცხადებას ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა…

მეტი...

საყოველთაო ინტერნეტიზაცია მთელ საქართველოში გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელს დასრულდება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამაზე მან გურიაში ისაუბრა. „ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10 500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11 000 ადამიანი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განმარტებით,  სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი. „მომავალი…

მეტი...

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია და აშშ-ში შეაღწია

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა. „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია,  ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს (GITA) შექმნით,  ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ,  რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის …

მეტი...

ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ დავით ნარმანიამ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა მომხმარებელთა  შესაძლებლობებზე ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში. ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე. „ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით.  მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.      სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგიის ახალი საბითუმო და საცალო ბაზრების პირობებში მომხმარებლების შესაძლებლობის…

მეტი...

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა. მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება. სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა  ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1.200 000…

მეტი...

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა.  საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის  მოთხოვნებთან. ამასთანავე,  ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სემეკიდან აცობეს, სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. „ჩატარდა კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნორმატიულ…

მეტი...

თუ მოძალადე სამაჯურის გამოყენებაზე უარს იტყვის, სს კანონმდებლობით დაისჯება

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოძალადე ვალდებული ხდება, ელექტრონული სამაჯური ატაროს. სწორედ ამ გზით მოხდება მისი გაკონტროლება, არღვევს თუ არა შემაკავებელ ორდერს და მიუახლოვდა თუ არა ძალადობის მსხვერპლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ მოძალადე ელექტრონული სამაჯურის ტარებაზე უარს განაცხადებს,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა დაეკისრება. “2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების…

მეტი...

ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია დაიბლოკება – ჯარიმები და სანქციები მკაცრდება

კომუნიკაციების კომისია ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს სთავაზობს. დღეიდან, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებგვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.  კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებგვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე. როგორც კომუნიკაციების კომისიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს ისინი თავად განახორციელებენ ინტერნეტ ვებგვერდების მონიტორინგს, იმისთვის, რომ დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს რამდენად…

მეტი...

“რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები” – თამარ ბაჩალიაშვილზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ის გვერდებიც მოხვდა,  სადაც 23 წლის გოგონა გარდაცვალებამდე შევიდა. „მედიაცენტრი მთავარი“  შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.    „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია. ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს,…

მეტი...

გასაიდუმლოებული სამსახური – რა საქმით იყო დაკავებული გარდაცვლილი 23 წლის გოგონა

რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნი გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში – „ზედ“ პროგრამისტად მუშაობდა და საიდუმლო პროგრამებს ქმნიდა. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ შვილის სამსახურის შესახებ არაფერი იცოდა და ყველაფერი გასაიდუმლოებული ჰქონდა. „პროგრამისტად მუშაობდა თურმე რაღაც კომპანიაში, საკუთარ საქმიანობას არ გვიმხელდა, სამსახურზე არაფერს გვეუბნებოდა, ხშირად გაღიზიანებული მოდიოდა, მისვლაც მინდოდა ერთხელ ამ სამსახურში, თუმცა, არც ვიცოდი სად იყო და რას საქმიანობდა. ყველაფერი ამ სამსახურიდან მოდის, როგორც ჩანს რაღაც იცოდა ჩემმა შვილმა“ – ამბობს გარდაცვლილის მამა.    კომპანია ამერიკის მოქალაქეს ეკუთვნის. ოფისიდან ყველა კომპიუტერი ამოიღეს და კვლევა მიმდინარეობს. თამარი ამ კომპანიაში 3 წელი მუშაობდა და…

მეტი...

საქართველოს „შავ სიაში“ მოხვედრა ემუქრება 

„ევროპული აკრედიტაციისთვის ჯერ არ მიგვიმართავს, რადგან, არ გვინდა, საქართველო „შავ საში“ მოხვდეს, თუმცა თუ პროცესები არასამართლიანად წარიმართა იძულებულები გავხდებით ასეთი წერილი გავაგზავნოთ“ – განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით  მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა შეწყვიტოს კონკრეტული კომპანიისთვის პრივილეგიების მინიჭება.  მისივე თქმით, კონკრეტული კომპანია, რომელიც ამჟამად პრივილეგიებით სარგებლობს „გრინვეია“. „ჩვენ ევროდირექტივების დანერგვის მხარდამჭერები ვართ, თუ რეფორმები სწორად გატარდება და 90-იანი წლების „ტეხასმოტრს“ არ დაემსგავსება. ამისი ერთ-ერთი მაგალითია კომპანია „გრინვეი“ თავისი მახინჯი მაქინაციებით. სამწუხაროა, მაგრამ თუ პრობლემები არ გადაიჭრება მაღალია რისკი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ მწვანედ გადაღებილი „ტეხასმოტრის“…

მეტი...

რატომ ბოლავენ? – ტექინსპექტირების კვლევა „მედიაცენტრ მთავარში“

„რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა; სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულება შერჩევითი და არასამართლიანია, პრივილეგირებულია ერთი კომპანია“ – ვკითხულობთ ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში,  რომელიც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა.  ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს  და რეფორმა დგება ჩავარდნის წინაშე; ·         რატომ დადიან კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები? რატომ ბოლავენ ისევ?“ ·         მდგომარეობას ართულებს და რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა …… კიდევ რა წერია ტექნიკური ინსპექტირების კვლევის დოკუმენტში – 11:00 საათზე დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ​

მეტი...

ჰაკერებმა პრეზიდენტისა და მსოფლიო ვარსკვლავების „ტვიტერი“ გატეხეს ფული იშოვეს

ჰაკერებმა სოციალურ „ტვიტერზე“ კიბერ თავდასხმა განახორციელეს. გატეხილია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის  ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, ტელევარცკვლავ კიმ კარდაშიანის, მილიარდერ ელონ მასკის  და ასობით ადამიანის გვერდები. ჰაკერთა მსხვერპლი ბილ გეიტსიც გახდა. სულ გატეხილია 300 პროფილი და ამ გზით ჰაკერებმა 110 000 დოლარამდე ღირებულების “ბიტკოინი” იშოვეს. ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

არ დაიჯეროთ – მოსახლეობას, მთავრობის სახელით ყალბ სმს შეტყობინებებს უგზავნიან

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას სთხოვს. კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან “კორონავირუსთან” დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.  ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ “კორონავირუსთან” დაკავშირებით  გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი  შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე…

მეტი...

„სახელმწიფო დაინტერესებულია, ქვეყანაში ენერგიის ალტერნატიული წყაროები დაინერგოს“ – სულხან მახათაძე

საქართველოს პარლამენტის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილის, სულხან მახათაძის განცხადებით, საქართველოში ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისთვის და მაც ალტერნატივა არ გააჩნია. აღნიშნული განცხადება მახათაძემ „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში საჯარო და კერძო დიალოგის აქტივობათა სერიის დათვალიერებისას გააკეთა. პროექტის: „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებმა გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს და სხვა საჯარო მოხელეებმა,  ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ექსპერტებმა განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე არაერთი სტარტაპი დაათვალიერეს. მათ შორის, „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია”-ს მიერ თბილისში განთავსებული, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური…

მეტი...

ნასას ანიმაცია – დედამიწა ოკეანის გარეშე

დედამიწის 70% წყლისგან შედგება. ნასა გვთავაზობს ანიმაციას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს დედამიწას წყლის გარეშე, როგორი იქნება ის, თუ წყალი მთლიანად აორთქლდება და გამოჩნდება დედამიწის ზედაპირის სამი-მეხუთედი დამალული ნაწილი. დედამიწის ტექტონიკური ფილების განცალკევების ნაწიბურებზე ჩნდება ვულკანური მთები, რომლებიდან ამოსული გამდნარი ქანებიც ოკეანის ახალ ფსკერს წარმოქმნის.

მეტი...

„ქაღალდზე ყველაფერი კარგადაა, აღსრულების ნაწილში კი უხეში დარღვევა ხდება“ – მდგომარეობაა ნარჩენების მართვის კუთხით

„კორპუსის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები შესაძლებელია,  შეიცავს აზბესტის ნარჩენებს, ასევე, ტყვია შემცველ საღებავებს. ასეთი ტიპის ნარჩენების განთავსება ღია გარემოში დაუშვებელია“ – რა მდგომარეობაა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით და რამდენად ასრულებენ კომპანიები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მიქაიამ აღნიშნა, კანონმდებლობით, ქაღალდზე ყველაფერი შედარებით კარგადაა, თუმცა, რეალურად, ნარჩენების მართვის კუთხით ბევრი საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.   „ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2015 წელს შევიდა. ამ კანონის მიღებიდან სახელმწიფომ მალევე შეიმუშავა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რითაც განისაზღვრა ძირითადი სახელმწიფო მიზნები, სახელმწიფო მართვასთან…

მეტი...

„ლურჯი ვეშაპი“ – „მკვლელ თამაშთან“ დაკავშირებით ლევან გაბაძემ ფილმი გადაიღო (ვიდეო)

ქართული და არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოება, მალე, ე.წ. მკვლელ თამაშთან დაკავშირებით ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, ლევან გაბაძის მხატვრულ ფილმს იხილავს. „ლურჯი ვეშაპი“ ასე ჰქვია ფილმს, რომელმაც არაერთი ოჯახი გააუბედურა და არაერთ მოზარდს წაართვა სიცოცხლე. რეჟისორმა, ერთ-ერთ მსახიობთან და შვილმკვდარ დედასთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ფილმზე ისაუბრა. „იდეა წამოვიდა პრობლემიდან. მოგეხსენებათ, კარგად მუშაობს ამ თემაზე საინფორმაციო და ბეჭდური მედია, თუმცა, ის სეგმენტი, რომელიც ამ საშიში თამაშის ინტერესის სფეროა, ნაკლებად უყურებს საინფორმაციოს გამოშვებებს. ამიტომ, ვეცადეთ, რამე განსხვავებული კუთხით მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, დაინტერესებულიყვნენ და ენახათ. ფილმი სულ 15 წუთიანია და შექმნილია…

მეტი...

დავოსის შეხვედრების შემდეგ, ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოლოდინშია

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან და ვფიქრობთ, გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები. საქართველოში განხორციელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და განვითარდება სხვადასხვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმოო ხაზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.  მისი განმარტებით, კომპანიები, რომლებთან შეხვედრაც დღეს დავოსში გაიმართება, წარმოადგენენ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის სტრატეგიულ მიმართულებებს – ეს არის ენერგეტიკა, ეკონომიკის რეალური სექტორი, კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. “შეხვედრები გაიმართება ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Oneweb, Coca-cola, Siemens Energy და სხვა. კერძო სექტორის ამ წარმომადგენლებს აერთიანებთ ინტერესი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელონ ინვესტიციები…

მეტი...

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები“ –  ვოლფგანგ ჰერმანი

„ჩემი მხრიდან დახმარება განხორციელდება კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები“ -აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე. „ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს საუკეთესო „ტვინებთან“ ერთად. უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები. შედეგად, ძალიან მალე გვეყოლება სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ისწავლიან ახალ უნივერსიტეტში“ – ამბობს ვოლფგანგ ჰერმანი. მისი თქმით, მთავარი მიზანია ახალი უნივერსიტეტის მხარდაჭერა, პროფესორების და სტუდენტების საერთაშორისო ჯგუფების…

მეტი...

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად, მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის  თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდიაა.  აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და  თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

მეტი...

2000-მდე ვებ გვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე შსს განცხადებას ავრცელებს

„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ –  აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზე საუბრობენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება. შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. როგორც ძალოვან სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო,…

მეტი...