საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მეტი...კატეგორია: სპორტი
“ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი” – ილია თოფურიას პირველი კომენტარი
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. “კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა… ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში, უდიდესი მადლობა ყველას, ყველანი მიყვარხართ… სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია” – განუცხადა ქართულ მედიას ილია თოფურიამ, ქართველ გულშემატკივრებზე საუბრისას.
მეტი...შენი ჭირიმე, ბაბუ, რასაც შემპირდი ხომ შემისრულე…“ – ილია თოფურიას ბაბუა დახვდა
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. „შენი ჭირიმი, ბაბუ, რასაც შემპირი ხომ შემისრულე, ხომ ასახელე საქართველო“, – უთხრა ილიას ბაბუამ. ილია თოფურია საქართველოშია
მეტი...ილია თოფურია საქართველოშია
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია, იგი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. UFC-ის ქართველი ჩემპიონს აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. 16 თებერვალს, ქამრისთვის ბრძოლაში, 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.
მეტი...საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის ეკრანი დაიდგმება
ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ლუქსემბურგის თამაშის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება დიდი ეკრანი და მოქალაქეებს შეეძლებათ ნაკრებს უგულშემატკივრონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ადგილზე მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის და განთავსდება კვების ობიექტებიც. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკის მოდენაზე გავაკეთოთ ძალიან დიდი ეკრანი სადაც გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შეხვედრის ყურების პირდაპირ ეთერში, გარდა ამისა, ბავშვებისთვის იქნება სხვადასხვა სივრცეები მოწყობილი, კვების ობიექტები იქნება განთავსებული და რა ვიცი,…
მეტი...,,საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია
„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო“, – აღნიშნულის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. ვრცელი ინტერვიუს ბოლოს ხვიჩას ჰკითხეს, „როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი სახელის ირგვლივ დიდი მღელვარებაა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა“. „ – ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.
მეტი...გაბათილდეს სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების შედეგები – რაგბის კავშირი
რაგბის კავშირი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. რაგბის კავშირი თეა წულუკიანს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ,,ვფიქრობ აუცილებელი იყო წამყვანი სპორტული სახეობების ფედერაციებს მაინც, და, მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირს, საშუალება გვქონოდა, გავცნობოდით უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, დღის წესრიგში მდგარ საჭიროებებს, ისევე როგორც თავად უნივერისტეტის ხედვას, რა გამოწვევებს ხედავს პედაგოგთა კოლექტივი და როგორ შეგვიძლია სპორტის ფედერაციებს მათ დასაძლევად თანადგომა. სწორედ ამ ინიციატივით მივმართე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – წამოგვეწყო სპორტის სფეროში ფართო დისკუსია, გავცნობოდით რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს, თუმცა ეს მიმართვა არ გაითვალისწინეს, – შესაბამისად, უნივერსიტეტის…
მეტი...ფეხბურთის გულშემატკივრებს „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების მატჩით გავახარებთ – კახა კალაძე
ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში დედაქალაქის მერი, ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ფეხბურთის და განსაკუთრებით „ინტერის“ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით გაუხარდებათ ხვალინდელი მატჩი და ლეგენდარული ფეხბურთელების სტადიონზე ხილვა. „ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა…
მეტი...მესი სპორტული ოსკარისთვის იბრძოლებს
გამოცხადდა ნომინანტების სია Laureus World Sports Awards-ის ჯილდოებზე, რომელიც ცნობილია, როგორც სპორტული „ოსკარი“. ძირითადი პრიზები გადაიცემა „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის“, „წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენისა“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში. წლის საუკეთესი მამაკაცი სპორტსმენი ლიონელ მესი (ფეხბურთი, არგენტინა) ერლინგ ჰალანდი (ფეხბურთი, ნორვეგია) მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1, ნიდერლანდები) არმან დუპლანტისი (მძლეოსნობა, შვედეთი) ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი, სერბეთი) ნოა ლაილსი (მძლეოსნობა, აშშ) წლის საუკეთესი ქალი სპორტსმენი აიტანა ბონმატი (ფეხბურთი, ესპანეთი) მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები, აშშ) ფეიტ კიპიეგონი (მძლეოსნობა, კენია) შერიკა ჯექსონი (მძლეოსნობა, იამაიკა) იგა შვიოტეკი (ჩოგბურთი, პოლონეთი) შა’კარი რიჩარდსონი (მძლეოსნობა, აშშ) წლის…
მეტი...„მექსიკელებს ამაყს გავხდი“ – დვალიშვილის ფოტოს მექსიკელები აქვეყნებენ
მექსიკელები სოციალურ ქსელში, მათივე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ქართველი მებრუძოლის ფოტოს აქვეყნებენ, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის მოგება უკვე მეორე კვირაა მთელი ქვეყნის სიხარულის მიზეზია, წარმატებული სპორტსმენებით, მხოლოდ ჩვენ კი არა მსოფლიო ამაყობს, პარადოქსია, მაგრამ ის ხალხიც კი ამაყობს, ვისი მეტოქეებიც ჩვენი სპორტსმენები იყვნენ. ბრძოლამდე რამდნიმე დღით ადრე მერაბ დვალიშვილმა საკუთარი მოგება დააანონსა და სოციალურ ქსელით მექსიკელ სეხუდოს განუცხადა, რომ მექსიკელების დროშასაც ის ააფრიალებდა: „მექსიკელ ხალხს გავახარებ, მათ სჭირდება ისეთი ვინმე ვინც მათ დროშას წარადგენს , მექსიკას წარვადგენ და მექსიკელებს ამაყს გავხდი, ჰენრი პატივს გცემ მაგრამ შენ დაეცემი,“ – შეგახსენებთ ,რომ დვალიშვილმა დანაპირები…
მეტი...73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა
სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლის“ გასვლაზე „კალიარისთან“ ფრით დაკმაყოფილება მოუწია – 1:1. მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც მასპინძლები რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა ხანში “კალიარიმ” კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0…
მეტი...“ჩვენი კლუბი ამიერიდან „იბერია 1999“-ის სახელით ითამაშებს” – „საბურთალოს პრეზიდენტი
„საბურთალოს“ სახელი გადაერქმევა და „იბერია 1999“ დაერქმევა, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა. „როდესაც „საბურთალო“ დაფუძნდა, გვინდოდა უბნის გუნდი ყოფილიყო. ორი კონკრეტული ლოკაცია გვქონდა შერჩეული, სპონსორიც გვყავდა და რამდენიმეათასიანი სტადიონი და ბაზა უნდა აგვეშენებინა. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ფაქტობრივად, დღეს საბურთალოზე მხოლოდ ერთი ლოკაცია გვაქვს – „ბენდელას“ სტადიონი, რომელიც დიდი ბრძოლით შევინარჩუნეთ, რადგან იქ კომერციული პროექტების განხორციელება უნდოდათ, მაგრამ დღემდე მხოლოდ სპორტული დატვირთვით ვამუშავებთ. „საბურთალომ “ თავისი მისია შეასრულა, მაგრამ კლუბი უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურით და უბნის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. მარკეტინგულადაც დავინახეთ, რომ ევროპულ ბაზარზე „იბერია“ უფრო ჟღერს. არც ის გვინდა,…
მეტი...„უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს“- ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა
ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, კიევში ჩავიდა. ჯონსონი Twitter-ზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე უკრაინაში ყოფნა. “პუტინის შემოჭრის ამ საშინელ მეორე წლისთავზე ჩემთვის პატივია აქ, უკრაინაში ყოფნა. მათი დაუოკებელი გამბედაობით, ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას გავუწევთ”, – წერს ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
მეტი...“რეაბილიტაციას გავდივარ, ჩემი მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა “- ლაშა ტალახაძე
ლაშა ტლახაძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადასცეს. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულის თქმით, მისი მიზანი ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლაა და ამიტომ არ გარისკა. „სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მივიღე ტრავმის გამო, რომელიც არც ისე მსუბუქია, მაგრამ უკეთესობა არის და რეაბილიტაციას გავდივარ. აქედან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატამდე ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მეასპარეზა. წინ პარიზის ოლიმპიური თამაშებია და წელს ჩემი მთავარი მიზანი სწორედ იქ წარმატებული გამოსვლაა“, – ამბობს ლაშა ტალახაძე. ქართველი ძალოსნები სოფიიდან დაბრუნდნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მათ აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ. ბულგარეთში გამართულ ძალოსანთა…
მეტი...ხვიჩა კვარაცხელია ,,ადიდასის” სახე გახდა
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა. Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ცნობილმა სპორტულმა ბრენდმა კონტრაქტი გაუფორმა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მეტი...ლევან თედიაშვილს უკანასკნელ გზაზე, ძველი სპორტის სასახლიდან გაასვენებენ
ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს, ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. „დილის 10 საათიდან 13:30 საათამდე, ძველ სპორტის სასახლეში შედგება ლევან თედიაშვილთან გამომშვიდობების პანაშვიდი. გელოდებით ყველას და გთხოვთ გაავრცელოთ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის…
მეტი...ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა
„ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სარეკლამო ვიდეო-რგოლში გადაიღეს. კვარაცხელიასთან ცნობილმა ბრენდმა კონტრაქტი გააფორმა და „კვარა“ მათი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
მეტი...„ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი…“ – ილია თოფურია
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ილია თოფურიას ერთ-ერთმა გამომწერმა სოციალურ ქსელში მისწერა – “მიკვირს, რომ ქართული იცი”. ,,ქართული რომ არ ვიცოდე, მოსაკლავი ვიქნებოდი. ქართველმა კაცმა ქართული უნდა იცოდეს. ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი”, – უპასუხა თოფურიამ გამომწერს. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
მეტი...დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება
UFC 298-ზე შერეული ორთაბრძოლების ქართული ისტორია დაიწერა. ილია თოფურიამ ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შთამბეჭდავი ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დამაჯერებლად მოუგო. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება. შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო’მალი ფლობს, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სწორედ მერაბ დვალიშვილის მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს დაათმობინა.
მეტი...კვარაცხელია UFS -ის ქართველ მებრძოლებს ულოცავს
“ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის წარმატებას საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამოეხმაურა და გამარჯვებულებს მიულოცა. შეგახსენებთ, დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს. ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა. მეორე ქართველმა მებრძოლმა , მერამ დვალიშვილმა კი, ჰენრი სეხუდო დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთით ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, რითაც გადამწყვეტი რაუნდი თავის მხარეს გადმოსწია, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით…
მეტი...გამარჯვებული მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
მარკ ცუკერბერგმა მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მიულოცა
UFC-ის ქართველმ მებრძოლა, მერაბ დვალიშვილს UFC 298-ზე გამარჯვება და ჰენრი სეხუდოს დამარცხება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლას პირადად დაესწრო. ცუკერბერგმა ქართველს სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდეგ კი საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.
მეტი...ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა!
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს. მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა მოიგო მეორე მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
მეტი...მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა!
UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყო, ჯერ აკვირდებოდნენ ეთმანეთის ტაქტიკას. პირველი რაუნდის შუა წელს მერაბმა პირველი თეიქდაუნიც მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა. მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე კი ქართველმა ის გააკეთა, რაც ასე ძალიან უყვარს, წააქცია ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ბრძოლა გადავიდა მიწაზე, საბოლოო ჯამში მეორე ხუთწუთეული მერაბის აშკარა უპირატესობით დასრულდა. საქმე მივიდა მესამე, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთთ ადრე…
მეტი...ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვეტერანი სპორტსმენის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების…
მეტი...ისტორიაში პირველად, UFC-ში ქართველი ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს
ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ბრძოლის წინ 27 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან საკუთარ უპირატესობაზე დამაჯერებლად ისაუბრა: „ამ ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ყოველთვის ხდება. მძიმე დაპირისპირებისთვის მზად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) გავიმარჯვებ. თითოეულ ასპექტში მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას სამუდამოდ ემახსოვრება, ის დიდებული ჩემპიონი იყო. ამ დაპირისპირებაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვებ. ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რომ აქამდე წაუგებლად მოვედი, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი თავის ნდობას…
მეტი...ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც ცნობილია, მან დაძაბულ ბრძოლაში სერბ მარიცა პერშიჩს სძლია.
მეტი...„აქ მინდა, კარგი ადგილია და აქედან ვიფრენ, არ გამოვა“ – პარაპლანით ფრენა მკაცრდება
პარაგლაიდინგის ფედერაცია ვალდებულია, პარაპლანით ფრენის სერთიფიცირებული მფრინავები წელიწადში 4-ჯერ შეამოწმოს. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ აღნიშნა, ადრე როგორც იყო, აქ მინდა და აქედან ვიფრენ, არ გამოვა. „ფედერაციას აქვს ვალდებულება, შემოწმება წელიწადში ოთხჯერ განახორციელოს – 2 გეგმიური და 2 არაგეგმიური. პრინციპი, რომ იქ მინდა, კარგი ადგილია და ვიფრინავ, ახლა არ არის. თუ იქ გინდა და კარგი ადგილია, მივდივართ, ვამოწმებთ, ამ ადამიანმა ამ მიწაზე ფრენების უფლება უნდა მოიპოვოს. აქ მომეწონა და აქედან დავფრინავ არ იქნება – ეს არის საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ძირითადი აზრი“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ…
მეტი...რეგულაციების შემდეგ, პარაპლანისტების რიცხვი შემცირდა
დღემდე, პარაპლანით ფრენა რეგულაციებს არ ექვემდებარებოდა. ფრენა შეეძლო ყველას, ვისაც სურვილი და საფრენი აპარატი ჰქონდა და ასე თუ ისე, ფრენაც შეეძლო. ახალი რეგულაციებით, კი პარაპლანით ფრენა კანონით რეგულირდება და მოთხოვნებიც მკაცრია. აღნიშნული თემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ, „პარაპლანისტთა“ რაოდენობა შემცირდა. „მთლიანობაში, საქართველოში, პარაპლანით დაკავებული ადამიანების რაოდენობა იყო 250-300. რეგულაციების შემოღების შემდეგ, ჩვენ გვყავს დაახლოებით 60 პილოტი, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის კომერციული ფრენები, ამას ემატება 15 უცხოელი და დაახლოებით ასევე 15 ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის დაფრინავს. ეს არიან ის ადამიანები,…
მეტი...ფრენები აღდგა, რა მოეთხოვებათ პარაპლანისტებს?! – ირაკლი კაპანაძე „მედიაცენტრ მთავარში“
საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარის ირაკლი კაპანაძის განცხადებით, ფედერაციას პირველ რიგში, მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის და მათი საფრენის აპარატების ვარგისიანობის დადასტურება. მისი თქმით, ადრე ამაზე პასუხისმგებელი იყო საკუთრივ პილოტი. ,,ახლა ეს პიროვნულად ნაკლებად არის დამოკიდებული, უკვე სავალდებულოა. როგორც მანქანას ვატარებთ წელიწადში ერთხელ ტექ დათვალიერებაზე, ისე არის სავალდებულო წელიწადში ერთხელ შემოწმდეს საფრენი აღჭურვილობა. ამას აკეთებს ან ფედერაცია, ან უფლებამოსილი პირი და მერე ფედერაცია ამ პირის მიერ ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს”, – განაცხადა ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია პარაპლანებისთვის და პარაპლანერისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ…
მეტი...პარაპლანით ფრენა მხოლოდ 3 ლოკაციაზე დაუშვეს
,,ამ ეტაპზე პარაპლანით ფრენა დაშვებულია მხოლოდ სამ ლოკაციაზე”, – აცხადებს პარაგლაიდინგის ფედერაციის თავმჯდომარე, ირაკლი კაპანაძე ,,მედიაცენტრ მთავართან”. მისი თქმით, სახელმწიფომ თავის საჰაერო სივრეში სამი ადგილი გამოყო იმისთვის, რომ იქ განხორციელდეს პარაპლანით ფრენა. ეს ადგილებია: ბაკურიანი, ანანური და გუდაური. ,,ეს საჰაერო სივრცეები არის გამოყოფილი ნოტამით. ნოტამი მიღებული პრაქტიკაა, საავიაციო ხელისუფლება გამოსცემს ნოტამს იმ შემთხვევაში, როცა იმ ადგილას აქტივობა იგეგმება. ეს ნოტამი კი მოქმედებს გარკვეული დროით, მაქსიმუმ სამი თვით და მერე შესაძლებელია ამის გახანგრძლივება. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ნოტამებით კი არ იყოს, იყოს მუდმივად. სახელმწიფოსაც ურჩევნია შეიტანოს ცვლილება საჰაერო სივრცის სტრუქტურაში…
მეტი...ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია. ფეხბურთელი დღეს 23 წლის გახდა.
მეტი...დღეს „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება
იტალიის „სერია ა-ს“ 24-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 35 ქულაა. „მილანი“ კი 49 ქულით მესამე პოზიციაზეა.
მეტი...კარატისტი უტა ფონიავა ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია
საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. იუნიორებში, 68 კგ წონით კატეგორიაში, კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ქართველმა კარატისტმა ოქროს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუსტაფა ოგრაგლისთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი ოქრო აქვს მოპოვებული. სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.
მეტი...ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება თბილისში
თბილისში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ირანელ სპორტსმენს, ალი პაკდამანს, დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით – 13:15 დათმო და ასპარეზობა მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა. ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი გახდა.
მეტი...ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა
ცნობილი მოლაშქრე, ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს: „მოულოდნელად გარდაიცვალა დიდებული ქართველი, საქართველოს მთის და ბარის საუკეთესო მცოდნე მოლაშქრე, ბრწყინვალე პიროვნება, პატრიოტი კაცი, საქართველის ბუნების და ძეგლების ბრწყინვალე ფოტოგრაფი, ჩუმი და თავმდაბალი ნიკო ჯავახიშვილი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. შევიხედე მის კედელზე და ასობით ადამიანის სამძიმარი იდება, თან უმეტესად ახალგაზრდების! ნიკომ ხომ მათ სამშობლო და მოლაშქრეობა განუზომლად შეაყვარა! სიკეთით და სამართლიანობით სავსე იყო ეს კაცი და მისი დაკარგვა საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მორიგი ჯგუფური ლაშქრობა და მარადიულ ლაშქრობას შეუერთდა უცებ,…
მეტი...