„დაინტერესების საგანი უნდა იყოს, როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები“ – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია იმ ქონებაზე ლაპარაკობს, რაც მისივე განმარტებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელშია. სასულიერო პისი თვლის, რომ ყველა მღვდელმსახურის ქონების საბანკო ანგარიში გამჭვირვალე უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება მღვდელმონაზონმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. „მეუფე დიმიტრის შეიძლება ვიღაცამ აჩუქოს და ჰქონდეს ქონება, მაგრამ როდესაც საუბარია დიდ თანხებზე კითხვის ნიშნები იკვეთება. სამწუხარო ფაქტი ისაა, როდესაც ვითხოვდით საეკლესიო ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაციებს ეს ხდებოდა დავის საგანი, ეკლესიის ქონება ხვდებოდე კონკრეტული პირების ხელში. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა საეკლესიო პირმა, დაინტერესების საგანი უნდა იყოს როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები, არის ეს ის…

მეტი...

გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 25% აქვს დაზიანებული. შედეგად, მან მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. „სასუნთქი გზების დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი, რომელიც არ გამოკვეთილა ჯერჯერობით. გარკვეული პერიოდი დამწვრობის ცენტრის რეამინაციის განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას. დაზიანებული გვაქვს სახის მიდამო, წელის მიდამო, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. საერთო ჯამში, 25% მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური და ამ სტაბილურობას, ჩვენდა საბედნიეროდ, ვინარჩუნებთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი უახლოეს დღეების…

მეტი...

“პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს პრობლემური, მძიმე პაციენტები აღარ ჰყავს. კლინიკის სამედიცინო დირექოტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისინი მძიმე პაციენტებად აღარ ფასდებიან. მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდდადასტურებული მკურნალობს. „გუშინ გითხარით,რომ ჩვენი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური მონაცემების შედეგებს ველოდებოდით. მიღებული შედეგებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება, აქედან გამომდინარე, ეს პაციენტები უკვე ამოღებული არიან, როგორც მძიმე პაციენტები და ამ ეტაპზე ჩვენ 58 პაციენტში, პრობლემური, მძიმე პაციენტი არ გვყავს. თუმცა, არიან პაციენტები, რომელთა მდგომაროებაც არსებული პნევმონიის გამო მაინც ითვლება მძიმედ, მაგრამ მათი პროგნოზი კეთილსაიმედოა“,- განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი გუშინ დადასტურებული ოჯახის კიდევ ორ წევრს დაუდგინდა. ინფიცირებულები არასრულწლოვნები არიან. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში მიიღეს სამი პაციეტნი უკვე დადასტურებული დიაგნოზით, მეოთხე კი საეჭვო სიმპტომებით, რომელსაც გამოიკვლევენ. ისინი საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. „საქართველოში გვყავდა 794 დადასტურებული შემთხვევა, შემოგვემატა მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული გაიზარდა ათით და ამჟამად გვყავს…

მეტი...

ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად,  ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც შპს „აგროკომპლექსის” ხილის შემნახველი ახალი საწარმო  გახსნა  და პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  გაშენებული სუფრის ყურძნის  ბაღი დაათვალიერა. „საქართველოს მთავრობის და „ქართული ოცნების“ დანაპირების შესრულებაა კიდევ ერთი ახალი საწარმო. ქვეყანაში უკვე 200 ერთეულს აჭარბებს სამაცივრე და გადამმუშავებელი  საწარმოების რაოდენობა.  ახალი საწარმოს გახსნით, ქვემო ქართლის მოსახლეობა, ფერმერები მიიღებენ დამატებით სარგებელს, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.  რაც შეეხება სუფრის ყურძნის ახალი ბაღების გაშენებას, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.…

მეტი...

“ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს” – დონალდ ტრამპი

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს. „უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემეს. გავიხსენოთ ახალგაზრდა მამაკაცი დალასში, რომელიც ქუჩაში მიატოვეს ან ქალი ნიუ იორკში, რომელსაც თავს დაესხნენ ავაზაკები. მცირე ბიზნესის მფლობელთა ოცნებები დაიმსხვრა. ნიუ იორკელ ექთნებს, რომლებიც ვირუსს ებრძოდნენ, ახლა სახლიდან გასვლის ეშინიათ. ავაზაკებმა დედაქალაქში ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები დააზიანეს და ერთ-ერთ ისტორიულ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 634-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

მეტი...

„დიდი ალბათობით მეორე ტალღა იქნება და ეს იქნება შემოდგომაზე“ – ალექსანდე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდე გოგინავა ვარაუდობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა ქვეყანაში შემოდგომზე იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველო ამ ეტპაპისთვის უფრო მომზადებული იქნება. „დიდი ალბათობით, მეორე ტალღა იქნება და სავარაუდოდ ეს იქნება შემოდგომაზე. რა თქმა უნდა, საქართველო და არა მარტო საქართველო ბევრად უფრო მომზადებულები შევხვდებით, რადგან ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსის შესახებ. ასევე, ვვარაუდობთ, რომ ამ დროისთვის შესაძლებელია უკვე იყოს ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი. შესაძლებელია, მალევე მოხდეს ეფექტური ვაქცინის შექმნა. მეორე ტალღა იქნება, თუმცა მას შევხვდებით ბევრად უფრო მობილიზებულები, რაც ბევრად ნაკლებ პრობლემას გამოიწვევს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ აშშ-შია, სადაც მათი რიცხვი მილიონ 800 ათასს სცდება. მეორეზე ბრაზილიაა, სადაც დაავადება 526 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდგინდა, გარდაიცვალა 29 ათასზე მეტი. მესამეა რუსეთი, სადაც ინფიცირებულია 414 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 4800-ზე მეტი. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი გარდაცვლილი დიდ ბრიტანეთშია, სადაც ვირუსი ვერ დაძლია 39 ათასზე მეტმა ადამიანმა. მას მოსდევს ესპანეთი და იტალია. თუმცა, ორივე ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეებია იკლებს.…

მეტი...

სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ. კადრებში ჩანან აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელები მაღლა აქვთ აწეული და ყვირიან : „არ გვესროლოთ!“ შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას…

მეტი...

თბილისში, სავარაუდოდ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალაშენებულ კორპუსებსა და სავაჭრო სივრცეებში ჩამსხვრეულია შუშები. პერიმეტრი გადაკეტილია როგორც ვაშლიჯვრის, ისე ნუცუბიძის მიმართულებით და მიმდინარეობს მუშაობა. აფეთქევა კაფე “ვერდეს” მიმდებარედ მოხდა. დასავებული გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში. ადგილობრივები გასგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდრო დასახლებულ უბანში გაზგასამართი სადგური არ უნდა იყოს. სამართალდამცველებთან შელაპარაკებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ადგილზე ერთი პირი დააკავეს.

მეტი...

ნუცუბიძის ქუჩიდან 24 ადამიანი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ე.წ. საბურთალოს კლასტერი ისევ ერთ-ერთი პატარა კერაა. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან საკარანტინე სივრცეში 24 პირი ადამიანი გადაიყვანეს. მათ, სავარაუდოდ იმ მედიკოსთან ჰქონდათ კონტაქტი, ვინც დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.     ე.წ. საბურთალოს კლასტერად ცნობილი დევნილთა ჩასახლების გარდა, „კოვიდ ვირუსი“  ნუცუბიძის ქუჩაზე ამ, მეორე კორპუსშიც აღმოჩნდა. ამ ეტაპისთვის, საკარანტინე სივრცეში გადაყვანა სრულდება. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომელიმე მათგანს აღმოაჩნდა თუ არა ვირუსი.    

მეტი...

“ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა” – ხათუნა ზახაშვილი

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს. „ის, რაც რეკომენდებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის. ეს ინფექცია არსად წასულა და არ არსებობს რაიმე ისეთი ტიპის სამსახური, რომელიც მარტო კონტროლით, თუნდაც ძალოვანი ღონისძიებების გატარებით, ჯარიმებით და ა.შ. შეძლებენ მის დამარცხებას. ერთადერთი, რითაც ჩვენ შევძლებთ კოვიდის შეჩერებას, არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,…

მეტი...

“მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ” – თენგიზ ცერცვაძე

“ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა”, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გუბაზ სანიკიძის კრიტიკას. „არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ პოლიტიკაში. სახელმწიფოს ბრძოლის პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ევროპაში საუკეთესოა და ვის რა უნდა, ის თქვას. ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ საქმიანობა უნდა მოგიწონონ და საქმიანობას არ გვიწონებენ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ყველას გზა გახსნილი აქვს პოლიტიკაში ჩასართავად, ექიმებს ვინმემ აუკრძალა?!“, –…

მეტი...

“ოპოზიცია ჩიხურ მდგომარეობაშია” – ირაკლი კობახიძე

“თითოეული პარტია 8 მარტის შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში”. –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. „ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ავიღეთ ვალდებულება, ავამოქმედოთ ახალი საარჩევნო სისტემა და რა თქმა უნდა, თითოეული პარტია ამ შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ, რომ ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტის სრული…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა. „გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში დღეს განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. „ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ…

მეტი...

“საკითხის განხილვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას ვუფინანსებთ, არასწორია” – ირაკლი როსტომაშვილი

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის ისე შეხედვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას უფინანსებენ, არასწორია „ეს არის სტიმულირება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და რაღაც აფერხებთ. თუ მათ გადავაწყვეტინეთ ბინის ყიდვა, ამას ექნება გენერატორის ამოქოქვის ეფექტი. ამ პროგრამის ასამუშავებლად, მთავარი მოთამაშე იქნება ბანკი. მენაშენე აქ ყველაზე პასიურია, მისი ვალდებულებაა შენობა ააშენოს. პროექტის დაფინანსებას ჰყავს ორი მხარე – სახელმწიფო და ბანკი. კარგი რაღაც მოხდა, სახელმწიფომ თქვა, რომ მშენებლობების დასრულებაზე პასუხს ვაგებ”, – აღნიშნა როსტომაშვილმა.

მეტი...

“უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგი არ ვითარება” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება. კრემლის პრესპიკერის თქმით, ურთიერთობების განვითარების დინამიკა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის ვალდებულებებს. პესკოვის განცხადებით პუტინი, მხარეებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის.

მეტი...

ქალს ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა – უბედური შემთხვევა საგარეჯოში

საგარეჯოში უბედური შემთხვევის დროს 70 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.  დახმარება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სცადეს, თუმცა მიღებული დამწვრობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მეტი...

ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, N2, N25, N43 და N39 ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ავლაბრამდე“, ნაცვლად ბარათაშვილის ქუჩისა; N31, N44 და N80 მარშრუტები კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, ხოლო N122 ავტობუსი ევროპის მოედანზე დატრიალდება და ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბარათაშვილის აღმართის მეშვეობით, მუჯირიშვილის ქუჩაზე მოხვდება. რაც შეეხება N31, N37 და N46 ავტობუსებს, ისინი ქეთევან დედოფლის გამზირიდან რუსთაველის გამზირზე ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების…

მეტი...

“თუ ინფიცირებულთა დღევანდელი დინამიკა გაგრძელდა, სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება არ შეფერხდება” – კახა იშხნელი

ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი, კახა იშხნელი ვარაუდობს, რომ, თუ ვირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი დინამიკა გაგრძელდა, სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება არ შეფერხდება. „ბავშვები კორონავირუსით ისევე ინფიცირდებიან როგორც უფროსები, მაგრამ საბედნიეროდ, მათთან კლინიკური გამოვლენა მინიმალურია. დღევანდელი დინამიკით სექტემბერში სასწავლო წლის ჩავარდნის საშიშროება არ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა კახა იშხნელმა.

მეტი...

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია, ცნობილია

2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-3 ეტაპი იწყება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მშობლებს შვილების დარეგისტრირება სპეციალურ საიტზე 5 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. “იწყება საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. ვისაც ექვსი წელი შეუსრულდა ყველა მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი. საბუთების მიღება შესაძლებელია 5 ივლისამდე,”- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მეტი...

თბილისი-რუსთავის ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მძღოლი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „პირველი ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია ცხრა პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია სამი პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია რვა პაციენტი. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. „ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები…

მეტი...

ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. „ეს ცვლილებები მინზად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას. კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში. აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება…

მეტი...

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. კვლევაში სულ 2 056 რესპონდენტი მონაწილეობდა. ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები ჭარბობენ. გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, თუმცა რიგი ექიმები ასეთი ზომის გატარებას ითხოვენ. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2021 წლამდე ვაქცინის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მეტი...

“მინდა, თითოეულ ბავშვს ვუსურვო, უფრო სამართლიან უფრო თანასწორ, უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი რჩება დევნილობაში. მისივე თქმით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა სამუშაო დღის წესრიგშია. „ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ ბრუნდება სახლში, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ბრუნდება სახლში და რჩება დევნილობაში, რაც, ბუნებრივია, ბავშვების განვითარებაზეც ახდენს გავლენას. დგას საჭიროება ბევრი ბავშვისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე ასევე ჩვენი სამუშაო დღის წესრიგში რჩება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან და სადაც მათ აქვთ უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ“,- განაცხადა…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით” – მეუფე იაკობი

“მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ეშინია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვით. რომელი თეოლოგები ამბობენ, რომ მე უნდა გადამიყვანონ პასიურ მდგომარეობაში? ვინ უნდა გადამიყვანოს? ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა, კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ“, – განცხადა მეუფე იაკობმა.

მეტი...

ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე ვთხოვო კოლეგებს უმრავლესობიდან, მაქსიმალურად ჩაერთონ კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა მაქსიმალურად, რათა საბოლოოდ, ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის…

მეტი...

“დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა” – პატრიარქი

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნინოობას, წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: „სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“. წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა,…

მეტი...

“არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდემიის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა: „მეორე ტალღა დაიწყო, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვირუსი არსად არ წასულა“ – ამბობს გოგინავა. მისივე მოსაზრებით გაზრდილი შემთხვევბი საფრთხეს არ წარმოადგენს. „ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და…

მეტი...

“არავის უნდა გაუკვირდეს პროტესტის გაგრძელება ამერიკაში” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, აშშ-ს აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს: „ზოგიერთი არ ფიქრობს, რომ შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. მათ, ვინც ვფიქრობთ, დიდი ხანია დროა, რომ მთელმა მსოფლიომ რასიზმის წინააღმდეგ ომი აწარმოოს“. მინისტრი ტვიტერის სტატუსს ასევე თან ურთავს აშშ-ის მიერ 2018 წელს ირანში აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წითელი ფერით შესწორებებია გაკეთებული და მაიკ პომპეოს განცხადების ტექსტის შინაარსი შეცვლილია. „აშშ-ის მთავრობა ფლანგავს მისი მოქალაქეების რესურსს, იქნება ეს ავანტურიზმი აზიაში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში. მისი მხარდაჭერა ურიცხვი დიქტატორების მიმართ, მისი ამბიციები ბირთვული იარაღის პროგრამის უსაფუძვლოდ გაფართოებისთვის. ეს მხოლოდ ტანჯვას დაუმატებს ამერიკელ ხალხს. მანამდე…

მეტი...

„ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“ – დავით ჭიჭინაძე

 „რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძე და არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. დავით ჭიჭინაძე 8 მარტის შეთანხმებას „ხალხის ზურგს უკან მიღებულ გარიგებად” აფასებს: „მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი. მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი  აღარ მონაწილეობდა. ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო…

მეტი...

“ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება” – საქართველოს მთავრობა

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად – ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით. „ამასთან, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ…

მეტი...